უკან

ქართული

جورجي

მნიშვნელოვანი გაკვეთილები

1 ვიდეო
PDF

აბლუცია

3 ვიდეო
Description of Wudu
0:00 / 0:00
How to Perform Wudu
0:00 / 0:00
Wudu Affairs
0:00 / 0:00

ლოცვა

3 ვიდეო
Description of Prayer
0:00 / 0:00
Salah with Duaa
0:00 / 0:00
How to Perform Prayer
0:00 / 0:00

მნიშვნელოვანი კითხვები

279 კითხვები
თავი: მრწამსის შესახებ (აყიდა)42

შეკითხვა1: ვინ არის შენი ღმერთი?

პასუხი: - ჩემი ღმერთი არის ალლაჰი, რომელმაც შემქმნა მე და შექმნა მთელი სამყარო მისი მოწყალებით. ის არის ჩემი სათაყვანებელი და არ მყავს მე მის გარდა სათაყვანებელი არავინ. ის არის შემქმნელი, მეუფე, სარჩოს მომცემი, მმართველია ყოველივესი, რაც არსებობს.
ამის მტკიცებულება არის მისი სიტყვები:
"ქება დიდება სამყაროების პატრონს". (ალ-ფაათიჰა: 2)

შეკითხვა 2: რა არის შენი რელიგია?

პასუხი: - ჩემი რელიგია ისლამია, რაც ნიშნავს ალლაჰზე მორჩილებას თავჰიდით (ერთღმერთიანობით) და შირქისგან* გაშორებით. (ყველაფერზე რასაც თანაზიარად უდგენენ ალლაჰს) და იმათგან, ვინც მას აკეთებს(ანუ შირქს)

*შირქი ნიშნავს ალლაჰზე თანაზიარის დადგენას.
თქვა დიდებულმა ალლაჰმა:
"ჭეშმარიტად ალლაჰთან რწმენა მხოლოდ ისლამია". (აალ - იმრაან: 19)

შეკითხვა 3: ვინ არის შენი მოციქული?

მუჰამმადი ალლაჰის საუკეთესო ლოცვა და მშვიდობა მას.
თქვა დიდებულმა ალლაჰმა:
"მუჰამმადი ალლაჰის შუამავალია..." (ალ- ფათჰ: 29).

შეკითხვა 4 : რომელია ერთღმერთიანობის ფორმულა და რა მნიშვნელობა აქვს მას?

პასუხი: - ერთღმერთიანობის ფორმულა არის სიტყვები: "ლაა ილაჰა ილლა ალლაჰ" და მისი მნიშვნელობა არის: არ არსებობს ღირსეული სათაყვანებელი გარდა ალლაჰისა.
თქვა დიდებულმა ალლაჰმა:
"იცოდე, რომ არ არსებობს ღმერთი გარდა ალლაჰისა..." (მუჰამმად: 19)
და თქვა წმინდა ალლაჰმა: "ეს იმის გამო, რომ ჭეშმარიტება ალლაჰია. ხოლო ის, რასაც მოუხმობენ მის გარდა სიცრუეა, და იმიტომ, რომ ალლაჰი უზენაესი, დიდებულია". (ალ-ჰაჯჯ: 62)

შეკითხვა 5: სად არის დიდებული და ძლევამოსილი ალლაჰი?

პასუხი: - ალლაჰი ცაშია, ტახტრევანის (არშის) მაღლა და მარღლა არის ყველა ქმნილებაზე, თქვა ალლაჰმა: თქვა უზენაესმა: "მოწყალე არშზე "ტახტრევანზე" ამაღლდა". (სურა ტაჰა: 5)
და თქვა: "იგი მრისხანეა თავის მონებზე და იგი ბრძენი, ყოვლისმცოდნეა". (ალ-ან'ამ: 18)

შეკითხვა 6: რას ნიშნავს დამოწმება იმისა, რომ ჭეშმარიტად მუჰამმადი ალლაჰის შუამავალია?

პასუხი: - მისი მნიშვნელობა არის: რომ ალლაჰმა წარმოგზავნა ის სამყაროთა ზედა მახარობლად და გამაფრთხილებლად.
და სავალდებულოა:

1 - დამორჩილება იმაზე, რაც მან ბრძანა.
2 - დაჯერება იმისა, რაც მან გვამცნო.
3 - არ გამოივიჩინოთ ურჩობა მასზე.
4 - ვეთაყვანოთ ალლაჰს მხოლოდ ისე, როგორც მან დააკანონა. და ეს არის შუამავლის სუნნაზე გაყოლა და სიახლის მიტოვება.
თქვა ალლაჰმა:
"ვინც დაემორჩილა შუამავალს, დაემორჩილა ალლაჰს..." (ან-ნისა: 80)
და თქვა ყოვლადწმინდამ: "და არ მეტყველებს იგი თავისი ნებით. რამეთუ ეს მხოლოდ შთაგონებაა, რაც ზეშთაეგონა". (სურა ან-ნაჯმ: 3-4)
თქვა დიდებულმა და ყოვლადმაღალმა: "ვფიცავ, კარგი მაგალითი იყო თქვენთვის ალლაჰის შუამავალში, იმათთვის, ვინც ისწრაფვოდა ალლაჰისკენ და უკანასკნელი დღისკენ და ხშირად ახსენებდა ალლაჰს!" (ალ-აჰზაბ: 21)

შეკითხვა 7: - რისთვის შეგვქმნა ჩვენ ყოვლადმაღალმა ალლაჰმა?

პასუხი: ალლაჰმა შეგვქმნა, რათა მხოლოდ მას ვემსახუროთ, და არავითარი თანაზიარი არ დავუდგინოთ მას. არ შევუქმნივართ მას ამაოდ, თამაშისა და გართობისთვის ან იმისთვის, რომ დაუდევრად მივეტოვებინეთ.
თქვა ყოვლადმაღალმა:
"არ შემიქმნია ჯინნი და კაცნი არაფრისთვის, გარდა იმისა, რომ თაყვანი მცენ!" (აზ-ზარიათ: 56)

შეკითხვა 8: რა არის თაყვანისცემა?

პასუხი: - თაყვანისცემა არის საერთო სახელი ყველაფრისა, რაც უყვარს ალლაჰს სიტყვიდან და ქმედებიდან, ფარული იქნება ის თუ აშკარა.
აშკარა არის:
ალლაჰის ხსენება ენით, მისი შექება, განდიდება, ლოცვა, ჰაჯობა და ა.შ.
ფარული არის:
ალლაჰზე მინდობა, მისი შიში, იმედი და ა.შ.

შეკითხვა 9: რომელია ყველაზე დიდი ვალდებულება ჩვენზე?

უდიდესი ვალდებულება ჩვენზე არის ალლაჰის თავჰიდი (ერთღმერთიანობა).
თქვა ალლაჰმა:
"მათ არ ბრძანებიათ არაფერი იმის გარდა, რომ ალლაჰისათვის თაყვანი ეცათ გულწრფელად, როგორც ჰანიფებს". [ ალ-ბაიინა: 5 ]

შეკითხვა 10: რომელია თავჰიდის (ერთღმერთიანობის) სახეობები?

პასუხი: 1- თავჰიდი ღვთაებრიობაში: ეს არის რწმენა ალლაჰისა, რომ ის არის შემქნელი, სარჩოს მომცემი, მეუფე, ის ერთადერთია და არ ჰყავს მას თანაზიარი.
2 - თავჰიდი თაყვანისცემაში: ეს არის ალლაჰის ერთიანობა თაყვანისცემაში და არ ეთაყვანო არავის, გარდა ერთადერთი ალლაჰისა.
3 - თავჰიდი სახლების და ატრიბუტების: ეს არის რწმენა ყოვლადმაღალი ალლაჰის სახელების და ხარისხების, რომლებიც მოხსენიებულია ყურანში და სუნნაში, შედარების და დამახინჯების გარეშე.
თავჰიდის სამი სახეობის მტკიცებულება არის ალლაჰის სიტყვები:
თქვა უზენაესმა: "იგია ღმერთი ცათა და ქვეყნისა და იმის, რაც ამათ შორისაა. თაყვანი ეცი მას და იყავი მომთმენი მის თაყვანისცემაში. განა იცი ვინმე მისი თანამოსახელე?" (სურა მარიამ: 65)

შეკითხვა 11: რომელია ყველაზე დიდი ცოდვა?

ალლაჰზე თანაზიარის დადგენა(შირქი).
თქვა ყოვლადმაღალმა:
"უეჭველია, ალლაჰი არ მიუტევებს იმას, რომ მას თანაზიარი დაუდგინონ, და მიუტევებს ამის გარდა ყველაფერს, ვისაც ინებებს. და ვინც ალლაჰს თანაზიარს დაუდგენს, მაშინ უდიდეს ცოდვას სჩადის!" (სურა ან-ნისა: 48)

შეკითხვა 12: რა არის შირქი და რომელია მისი სახეობები?

პასუხი: შირქი არის ადამიანის მიერ ალლაჰზე თანაზიარის დადგენა მის თაყვანისცემაში, მის სახელებსა და ხარისხებში.
შირქის სახეობებიდან არის ალლაჰზე თანაზიარის დადგენა თაყვანისცემაში.
მისი სახეობებია:

დიდი შირქი: ალლაჰის გარდა სხვისთვის თხოვნა, ან ალლაჰის გარდა სხვისთვის სუჯუდის გაკეთება, ან ალლაჰის გარდა სხვისთვის შესაწირის დაკვლა.
პატარა შირქი:
ეს არის, რითაც ადამიანი არ გაჰყავს რელიგიიდან მაგალითად: ალლაჰის გარდა სხვაზე დაფიცება, ან თილისმის დაკიდება, რომლითაც ხალხს ჰგონიათ, რომ მიიღებენ სარგებელს ან დაიცავს მათ ცუდისგან. ასევე, თვალთმაქცობა - მაგალითად ლოცვის ან სხვა საქმის შელამაზება, როცა ვინმე უყურებს.

შეკითვა 13: იცის თუ არა დაფარული ვინმემ ალლაჰის გარდა?

პასუხი: არავინ არ იცის დაფარული, გარდა ერთადერთი ალლაჰისა.
თქვა ალლაჰმა:
"უთხარი: არავინ იცის დაფარული ცაში და დედამიწაზე ალლაჰის გარდა. ხოლო ისინი ვერ გრძნობენ, როდის იქნებიან აღდგენილნი". (ან-ნამლ: 65)

შეკითხვა 14: რამდენია რწმენის საფუძველი?

პასუხი: რწმენას აქვს ექვსი საფუძველი.
1 - ალლაჰის რწმენა.
2 - მისი ანგელოზების რწმენა.
3 - მისი წიგნების რწმენა.
4 - მისი შუამავლების რწმენა.
5 - განკითხვის დღის რწმენა.
6 - ბედისწერის რწმენა მისი კარგით და ცუდით.
ამისი მტკიცებულება არის:
ჯიბრილის ჰადისი, რომელიც ცნობილია მუსლიმებში. უთხრა ჯიბრილმა შუამავალს (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას): "მაცნობე მე რწმენაზე. მან უპასუხა: რწმენა არის, რომ გწამდეს ალლაჰის, მისი ანგელოზების, მისი წიგნების, მისი შუამავლების, განკითხვის დღისა და ბედისწერის თავისი კარგით და ცუდით".

შეკითხვა 15: რა მნიშვნელობა აქვს რწმენის საფუძვლებს?

პასუხი: დიდებული ალლაჰის რწმენა: გწამდეს ალლაჰის, რომ მან შეგქმნა, მოგცა სარჩო. ის მეუფეა და განმგები, ის ერთადერთია ქმნილებებისთვის. ის არის სათაყვანებელი დ არ არის არავინ თყვანისცემის ღირსი გარდა მისა, რომელსაც ეკუთვნის შექმნა, ბრძანება, მართვა და განსჯა, ის ერთადერთია და არ ჰყავს მას თანაზიარი.
და რომ ის არის უდიდესი, სრულყოფილი, მას ეკუთვნის დიდება სრულად, მას ეკუთვნის საუკეთესო სახელები და უმაღლესი ხარისხები. არ ჰყავს მას თანაზიარი და მსგავსი.
ალლაჰის ანგელოზების რწმენა:
ისინი არიან ალლაჰის ქმნილებები, რომლებიც მან შექმნა სინათლსგან. იმისთვის, რომ ეთაყვანონ მას და შეასრულონ მისი ბრძანებები.
თქვა ალლაჰმა:
"არა, ისინი პატივდებულნი მსახურნი არიან! არ დაასწრებენ მას სიტყვას და მოქმედებენ მისი ბრძანების შესაფერისად". (ალ-ანბია: 26 - 27)
თქვა შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): "ანგელოზები შეიქმნენ სინათლისგან". გადმოსცა მუსლიმმა.
- მათ შორის არის ჯაბრაილ (მშვიდობა მას), რომელიც ჩამოდის ზეშთაგონებით შუამავლებზე. თქვა ალლაჰმა: "და იგი ზეგარდმოვლენაა სამყაროთა ღმერთისა. ჩამოიტანა იგი სანდო სულმა. შენს გულზე, რათა იყო ერთ-ერთი შემგონებელთაგანი. ცხადი არაბული ენით". (აშ-შუ'არა: 192-195)
წიგნების რწმენა: ეს ის წიგნებია, რომლებიც ალლაჰმა გამოგზავნა თავის შუამავლებზე.
როგორიც არის:
ყურანი - მუჰამმად შუამავალზე (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას)
ინჯილი - ისა შუამავალზე (ალლაჰის მშვიდობა მას)
თორა - მუსა შუამავალზე (ალლაჰის მშვიდობა მას)
ზებური - დაუდ შუამავალზე (ალლაჰის მშვიდობა მას)
იბრაჰიმის და მუსას ფსალმუნები - იბრაჰიმზე და მუსაზე (ალლაჰის მშვიდობა მათ)
შუამავლების რწმენა: ისინი არიან, ვინც წარგზავნა ალლაჰმა თავის მონებთან, რომ ესწავლებინათ მათთვის, ემცნოთ მათთვის სამოთხის ნეტარების შესახებ და გაეფრთხილებინათ ცეცხლის სიავისგან.
და საუკეთესო მათგანი არიან ხუთნი, რომელსაც უწოდებენ მტკიცე და მომთმენნი(ულულ იზმ):
ნუჰი (ნოე) მშვიდობა მას
იბრაჰიმი (აბრაამი) მშვიდობა მას
მუსა (მოსე) მშვიდობა მას
ისა (იესო) მშვიდობა მას
მუჰამმადი ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას.
განკითვის დღის რწმენა:
ეს არის რწმენა იმისა, რაც არის საფლავში, განკითვის დღის რწმენა, აღდგომის და სასამართლოს რწმენა. და რომ სამოთხის მკვიდრნი შევლენ სამოთხეში და ჯოჯოხეთის მკვიდრნი - ჯოჯოხეთში.
თქვა ალლაჰმა:
"ყოველი სული იგემებს სიკვდილს, და ჩვენ მოგაგებთ თქვენს საზღაურს აღდგომის დღეს. და ვინც მოშორებული იქნება ცეცხლს და სამოთხეში შეყვანილი, ის ჭეშმარიტად, გაიმარჯვებს. მიწიერი ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა აყოლა
მაცდუნებელ სიტკბოებაზე." (აალ იმრან: 185)
ბედისწერის რწმენა თავისი კარგით და ცუდით:
ბედისწერა: ეს არის დარწმუნება იმაში, რომ ალლაჰმა ყველაფერი იცის, რაც არსებობს. და მან დაწერა ყოველივე თავის შენახულ ფიცარზე და რასაც ის ისურვებს ის ხდება.
თქვა ალლაჰმა:
"ჭეშმარიტად ყოველივე შევქმენი ბედისწერით". (ალ-ბაყარა: 49)
და ის არის ოთხი საფეხურის:
პირველი: დიდებული ალლაჰის შეცნობა. მან იცის ყველაფერი რაც მოხდება იქამდე, სანამ ის მოხდება.
ამისი მტკიცებულება არის ალლაჰის სიტყვები:
"მხოლოდ ალლაჰის წიაღშია საათის ცოდნა. და ავლენს წვიმას და იცის რა არის საშვილოსნოში. არცერთმა სულიერმა არ იცის, რას მოიხვეჭს ხვალ და არცერთმა სულიერმა არ იცის რომელ მიწაზე მოკვდება. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმცოდნე, ყველაფრისმცოდნეა!" (ლუყმან: 34)
მეორე: ალლაჰმა დაწერა ყველაფერი შენახულ ფიცარზე. ყველაფერი რაც მოხდა და მოხდება მასთან არის დაწერილი.
ამის მტკიცებულება არის ალლაჰის სიტყვები:
"მასთანაა დაფარულის გასაღებნი და არავინ იცის მის გარდა. იცის, რაც ხმელეთზეა და რაც ზღვაშია და ერთი ფოთოლიც კი არ ჩამოვარდება, მან რომ არ იცოდეს. ერთი მარცვალიც კი არაა დედამიწის წყვდიადში, და ერთი ნესტი და მშრალიც კი არ არის ისე, რომ ცხად წიგნში არ იყოს". (ალ-ან'ამ : 59)
მესამე: ყველაფერი ხდება მხოლოდ ალლაჰის ნებით და არაფერი არ ხდება მისი ნების გარეშე. მონას აქვს არჩევანის უფლება, მას აქვს სურვილი და ნება, თუმცა მისი სურვილი არ ხდება ალლაჰის ნების გარეშე.
ამისი მტკიცებულება არის ალლაჰის სიტყვები:
"იმათთვის, ვისაც სურს თქვენგან, რომ სწორ გზას დაადგეს თუმცა თქვენ ამას არ ისურვებთ, თუკი ალლაჰი არ ინებებს, სამყაროთა ღმერთი". (ათ-თაქვირ: 28-29)
მეოთხე: ყველა არსება შექმნილია ალლაჰის მიერ და მან შექმნა მათი ფორმა, ხასიათი, თვისებები და ყველაფერი რაც მათ გააჩნიათ.
ამისი მტკიცებულება არის ალლაჰის სიტყვები:
"ალლაჰმა შექმნა თქვენ და ის, რასაც თქვენ აკეთებთ". (ას-საფათ: 96)

შეკითხვა 16: რა არის ყურანი?

ის არის ალლაჰის სიტყვა, და ის არ არის ქმნილება.
თქვა ალლაჰმა:
"თუკი რომელიმე წარმართი თავშესაფარს გთხოვს, თავფესაფარი მიეცი, რათა მოისმინოს ალლაჰის სიტყვა, შემდეგ მიიყვანე უსაფრთხო ადგილამდე. ეს იმის გამო, რომ ისინი უცოდინარი ხალხია". (ათ-თავბა: 6)
გადმოცემულია ჰადისში: " ალლაჰის სიტყვა ისეა ადამიანის სიტყვასთან, როგორც ალლაჰი თავის ქმნილებებთან". გადმოსცა თირმიზიმ.

შეკითხვა 17: რა არის სუნნა?

პასუხი: ეს არის ყოველი სიტყვა, საქმე, ჩუმი დათანხმება და მოქმედება, რომელიც დაკავშირებულია შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა იყოს მასზე).

შეკითხვა 18: რა არის ბიდ'ა (სიახლე)? და ვიღებთ თუ არა მას?

პასუხი: ბიდ'ა არის ყოველი სიახლე, რაც ხალხმა შეიტანეს რელიგიაში და რაც არ არსებობდა შუამავლის ეპოქაში.
- ჩვენ არ ვიღებთ მას და უნდა უარვყოფთ მას.
შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: "ყოველი სიახლე გზააბნეულობაა". გადმოსცა აბუ დაუდმა.
ასევე თქვა შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): "ვინც შეასრულებს ქმედებას, რაზეც არ იყო ჩვენი ბრძანება იქნება უარყოფილი". გადმოსცა მუსლიმმა.
სიახლის მაგალითებია:
თაყვანისცემაში რაიმის დამატება, როგორიც არის აბდესის აღების დროს ოთხჯერ დაბანვა, შუამავლის დაბადების აღნიშვნა, რომელიც არ გაუკეთებია არც შუამავალს და არც მის საჰაბებს და ა.შ.

შეკითხვა 19: რა არის ალ-ვალა ვალ-ბარას რწმენა?

პასუხი: ალ - ვალა: ეს არის მორწმუნეების სიყვარული და მათზე დახმარება.
თქვა ალლაჰმა:
"მორწმუნე კაცები და მორწმუნე ქალები ერთმანეთის დამხმარეები არიან". (ათ-თავბა: 71)
ალ-ბარა: ეს არის ურწმუნოების სიძულვილი და მათთან ბრძოლა (თუ შეგებრძოლებიან და მტრულად არიან განწყობილი შენს მიმართ და შენი სარწმუნოების მიმართ).
თქვა ალლაჰმა:
"კარგი მაგალითი იყო თქვენთვის იბრაჰიმი და ისინი, რომელნიც მასთან ერთად იყვნენ. აკი, უთხრეს თავიანთ ხალხს: ჭეშმარიტად, ჩვენ შორს ვართ თქვენგან და იმისგან, რასაც ეთაყვანებით ალლაჰის მაგივრად. ჩვენ უარგყავით თქვენ და
გამოაშკარავდა ჩვენს შორის სიძულვილი და მტრობა სამუდამოდ, ვიდრე არ ირწმუნებთ ერთადერთ ალლაჰს". (ალ-მუმთაჰინა: 4)

შეკითხვა 20: მიიღებს თუ არა ალლაჰი ისლამის გარდა სხვა რელიგიას?

პასუხი: არ მიიღებს ალლაჰი ისლამის გარდა სხვა რელიგიას.
თქვა ალლაჰმა:
"და ვინც ეძიებს ისლამის გარდა სხვა სარწმუნოებას, მისგან არ მიიღება იგი, და საიქიოში იქნება წაგებულთა შორის". (აალ-იმრან: 85)

შეკითხვა 21: ურწმუნოება არის სიტყვით, საქმით და რწმენით. მოიყვანე მაგალითები.

პასუხი: მაგალითი სიტყვით: როდესაც ლანძღავ ალლაჰს ან მის შუამავალს (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას).
მაგალითი საქმით:
ყურანის შეურაცხყოფა ან სუჯუდის გაკეთება ალლაჰის გარდა სხვისთვის.
მაგალითი რწმენით:
გწამდეს იმის, რომ არსებობს ვინმე, ვისაც აქვს უფლება, რომ ეთაყვანონ მას ალლაჰის მაგიერ, და არსებობს შემქნელი ალლაჰის გარდა.

შეკითხვა 22: რა არის ნიფაყი(თვალთმაქცობა) და რომელია მისი სახეობები?

1. დიდი ნიფაყი: ეს არის, როდესაც ადამიანი თავს აჩვენებს მორწმუნედ და გულში მალავს ურწმუნოებას.
მას გაჰყავს ადამიანი ისლამიდან და ეს არის დიდი ურწმუნოება.
თქვა ალლაჰმა:
"უეჭველად, თვალთმაქცები ჯოჯოხეთის ცეცხლის უმდაბლეს შრეში იქნებიან, და ვერასოდეს იპოვი შენ მათთვის ქომაგს". (ან-ნისა: 145)
2. პატარა ნიფაყი(თვალთმაქცობა): მაგალითად: ტყუილი, დაპირების შეუსრულებლობა, ამანათის დარღვევა.
ნიფაყის ამ სახეობას არ გაჰყავს ადამიანი ისლამიდან, მაგრამ ესენი არის ცოდვებიდან, რომელზეც მას პასუხს მოსთხოვენ განკითხვის დღეს.
თქვა შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): "თვალთმაქცის ნიშნები სამია: როცა ლაპარაკობს იტყუება, როცა დაპირდება არ ასრულებს მას, ხოლო როცა მიანდობ რაიმეს არღვევს ნდობას". (ან ღალატობს ნდობას) გადმოსცა ბუხარიმ და მუსლიმმა.

შეკითხვა 23: ვინ არის ბოლო შუამავალი?(შუამავალთა ბეჭედი)

პასუხი: ის არის მუჰამმად შუამავალი (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას).
თქვა ალლაჰმა:
"არ არის მუჰამმედი არავისი მამა, თქვენი კაცებიდან, არამედ იგია ალლაჰის შუამავალი და შუამავალთა ბეჭედია, ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმცოდნეა". (ალ-აჰზაბ: 40)
თქვა შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): "მე მოციქულების ბეჭედი ვარ და არ არის მოციქული ჩემს შემდეგ". გადმოსცა აბუ დაუდმა, თირმიზიმ და სხვებმა.

შეკითხვა 24: რა არის მუ'ჯიზა?

პასუხი: ეს არის სასწაულები, რომლებიც მოავლინა ალლაჰმა თავისი მოციქულების მეშვეობით, რომ დაემტკიცებინა მათი ჭეშმარიტება. მაგალითად:
- მუჰამმად შუამავლის მიერ მთვარის შუაზე გაპობა. თქვა ალლაჰმა: "მოახლოვდა საათი და მთვარე ორად გაიყო. და თუ ისინი იხილავენ სასწაულს, პირს იბრუნებენ და ამბობენ: ეს მუდმივი ჯადოქრობააო! ცრუდ შერაცხეს და მიჰყვნენ თავიანთ ვნებებს. და ყოველი საქმე წინასწარ განსაზღვრულია". (ალ-ყამარ: 1-3)
- ზღვის შუაზე გაყოფა მუსასთვის (მშვიდობა მას) და ფარაონის და მისი ჯარის მასში დახრჩობა. თქვა ალლაჰმა: "აკი, თქვენ გამო გავაპეთ ზღვა, და ასე გიხსენით თქვენ, და ფარაონის ხალხი კი დავახრჩეთ. და თქვენ უყურებდით". (ალ-ბაყარა: 50)

კითხვა 25: ვინ არიან თანამოძმენი (ასჰაბები)? და გვევალება თუ არა მათი სიყვარული?

პასუხი: საჰაბები არიან ისინი, ვინც შეხვდნენ შუამავალს, ირწმუნეს მისი და მოკვდნენ ისლამში.
ჩვენ გვევალება მათი სიყვარული და მათი მაგალითის მიყოლა, რადგან ისინი არიან საუკეთესო და უმაღლესი ადამიანები მოციქულების შემდეგ.
და მათ შორის საუკეთესონი არიან ოთხნი:

აბუ ბაქრი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი)
უმარი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი)
უსმანი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი).
ალი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი).
ალლაჰმა თქვა საჰაბებზე (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი): "წინ წასულნი კი არიან პირველგადასახლებულნი, ანსარები და ისინი, ვინც მათ კვალს გაჰყვა კეთილმოქმედებით. ალლაჰი კმაყოფილია მათით და ისინი კმაყოფილნი არიან მისით. გაუმზადა მათ ალლაჰმა სამოთხეები, რომელთაც ძირს მიედინებიან მდინარეები. იქნებიან იქ მარადიულად, სამუდამოდ. სწორედ ეს არის დიდებული მიღწევა". (ათ-თავბა: 100)

შეკითხვა 26: ვინ არიან მორწმუნეების დედები?

პასუხი: ისინი არიან მუჰამმად შუამავლის ცოლები.
თქვა ალლაჰმა:
"შუამავალი უფრო ახლობელია მორწმუნეთათვის, ვიდრე თავიანთი სულნი, ხოლო მისი(შუამავლის) მეუღლეები, მათი დედები არიან". (ალ-აჰზაბ: 6)

კითხვა 27: რა უფლება აქვთ ალლაჰის მოციქულის ოჯახს (აჰლულ-ბაითს) ჩვენზე?

პასუხი: ჩვენ გვიყვარს ისინი და ლოიალურები ვართ მათ მიმართ, ჩვენ გვძულს ისინი, ვისაც ისინი სძულან, მაგრამ არ ვვარდებით ზედმეტობაში. მათ კატეგორიაში შედიან შუამავლის ცოლები, მათი შვილები, ჰაშიმის შვილები და ალ-მუტალლიბის შვილები, რომლებიც იყვნენ მორწმუნეებიდან.
თქვა ალლაჰმა:
"ალლაჰს სურს აგაცილოთ სიბილწე (შუამავლის)ოჯახის წევრნო, და განგწმინდოთ თქვენ განწმენდით". (ალ-აჰზაბ: 33)
შუამავალმა (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) თქვა: "ალლაჰი გაფრთხილებთ თქვენ აჰლილ ბეითზე, ალლაჰი გაფრთხილებთ თქვენ აჰლილ ბეითზე, ალლაჰი გაფრთხილებთ თქვენ აჰლილ ბეითზე". გადმოსცა მუსლიმმა.

შეკითხვა 28: რა ვალდებულებები გვაქვს მუსლიმი მმართველების წინაშე?

პასუხი: ჩვენი ვალდებულება არის: დავემორჩილოთ მათ ყველაფერში, გარდა ცოდვისა. შევევედროთ ალლაჰს მათთვის და არ გამოვიდეთ მათ წინააღმდეგ გარდა იმისა, როდესაც დავინახავთ მათში ნათელ ურწმუნოებას.
თქვა ალლაჰმა:
"ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! დაემორჩილეთ ალლაჰს და დაემორჩილეთ შუამავალს და ხელმძღვანელს (არაბ: ამრუ (ამირი) თქვენს შორის. ამის შემდეგ თუ რამე სადაო გაქვთ, მიმართეთ ალლაჰსა და შუამავალს, თუკი გწამთ ალლაჰი და
დღე უკანასკნელი, ეს უკეთესია და უმჯობესი გამოსავალი!" (ან-ნისა: 59)

შეკითხვა 29: რომელია მორწმუნეების სამყოფელო?

პასუხი: სამოთხე. თქვა ალლაჰმა: "ჭეშმარიტად, ალლაჰი შეიყვანს იმათ, ვინც ირწმუნა და სიკეთენი აკეთა, სამოთხეებში, რომელთა ძირს მიედინებიან მდინარეები...". (მუჰამმად: 12)

შეკითხვა 30: რომელია ურწმუნოების სამყოფელო?

პასუხი: ჯოჯოხეთი. თქვა ალლაჰმა: "მაშინ იმ ცეცხლის გეშინოდეთ, რომლის საწვავიც ადამიანები და ქვებია, რომელიც ურწმუნოთათვისაა გამზადებული". (ალ-ბაყარა: 24)

შეკითხვა 31: რა არის შიში? რა არის იმედი? და რა არის მათი მტკიცებულება?

პასუხი: შიში: ეს არის ალლაჰისა და მისი სასჯელის შიში.
იმედი:
ეს არის ალლაჰის პატიების, საზღაურისა და წყალობის იმედი.
ამის მტკიცებულება არის ალლაჰის სიტყვები:
"ისინი, რომლებიც უხმობენ ეძიებენ გზას თავიანთ ღმერთთან, რომელი უფრო ახლოსაა; იმედოვნებენ მის მოწყალებას და ეშინიათ მისი სასჯელისა. შენი ღმერთის სასჯელი გასაფრთხილებელია". (ალ-ისრა: 57)
და თქვა ალლაჰმა: "აცნობე ჩემს მსახურებს, რომ მე, ჭეშმარიტად, მიმტევებელი, მწყალობელი ვარ. და რომ ჩემი სასჯელი მტანჯველი სასჯელია". (ალ-ჰიჯრ: 49-50)

შეკითხვა 32: ჩამოთვალე ალლაჰის ზიგიერთი სახელი და ატრიბუტი?

პასუხი: ალლაჰ(ღმერთი), არრაბ(ღვთაება), არრაჰმან(მოწყალე), ასსამი'(ყოვლისმსმენი), ალბასირ(ყოვლისმხედველი), ალ'ალიიმ(ყოვლისმცოდნე), არრაზზააყ(სარჩოს მომცემი), ალჰაი(ცოცხალი), ალ'აზიიმ(დიდებული), ალჰაქიიმ(ბრძენი)... და სხვა .

შეკითხვა 33: განმარტე ეს სახელები.

პასუხი: ალლაჰ - მისი მნიშვნელობა არის, რომ მხოლოდ ალლაჰია ღირსეული რომ ეთაყვანონ და არ ჰყავს მას თანაზიარი.
არრაბ - არის შემქნელი, მეუფე, სარჩოს მომცენი, განმგები ერთადერთი ღმერთი.
ასსამი' - რომლის სმენაც მაღალია ყველაფერზე, მას ესმის ყველაფერი, სადაც არ უნდა იყოს.
ალბასიირ - ყოვლისმხედველი, რომელიც ხედავს ყველაფერს დიდსაც და პატარასაც.
ალ'ალიიმ - ვისი ცოდნაც მოიცავს ყველაფერს წარსულსაც, ახლანდელსაც და მომავალსაც. მან ყველაფერი იცის.
არრაჰმან - ვისი მოწყალებაც გავრცელებულია ყველა ქმნილებაზე. ყველა მონა მისი მოწყალების ქვეშაა.
არრაზზაყ - რომლის ხელშიც არის სარჩო ყველა ქმნილებისთვის: ადამიანისთვის, ჯინებისთვის და ყველა სხვა არსებისთვის. ის არჩენს ყველას, რაც მან შექმნა.
ალჰაი - რომელიც არ კვდება არასდროს. ხოლო ყველა ქმნილება კვდება.
ალაზიიმ - რომელსაც ეკუთვნის სრულყოფილება და დიდებული სახელები, ხარისხები და ატრიბუტები.
ალჰაქიიმ - რომელმაც შექმნა ქმნილებები სიბრძნით, სრულყოფილად, საუკეთესოდ. მას ეკუთვნის შექმნისა და ბრძანების სიბრძნე.
სიბრძნე არის:
ყოველივეს შექმნა და დახარისხება მათი კანონზომიერების მიხედვით სრულყოფილად.

შეკითხვა 34: რა ვალდებულება გვაქვს ისლამის სწავლულების წინაშე?

პასუხი: ჩვენ გვიყვარს ისინი. ვუბრუნდებით მათ შარიათის საკითხებში და პრობლემებზე. მოვიხსენიებთ მათ ლამაზად და არ ვამბობთ მათზე ცუდს. ვინც გალანძღავს სწავლულს ის არ არის სწორ გზაზე.
თქვა ალლაჰმა:
"აამაღლებს ალლაჰი თქვენგან იმათ, რომელთაც ირწმუნეს,
და იმათ, რომელთაც ებოძათ ცოდნა, ხარისხებით. და ალლაჰმა იცის, რასაც აკეთებთ". (ალ-მუჯადილა: 11)

კითხვა 35: ვინ არიან უზენაესი ალლაჰის საყვარელი მონები (ევლიები)?

პასუხი: ისინი ღვთისმოშიში მორწმუნენი არიან.
თქვა ალლაჰმა:
"ჭეშმარიტად, ალლაჰის მეგობრებს არც შიში ექნებათ, და არც ინაღვლებენ. მათ, რომელთაც ირწმუნეს და ღმერთის ეშინოდათ". (იუნუს: 62-63)

შეკითხვა 36: არის თუ არა რწმენა სიტყვა და საქმე?

პასუხი: რწმენა არის სიტყვა, საქმე და დაჯერება. ის არის ენით წარმოთქმა, სხეულით გაკეთება და გულით დაჯერება.
ეს არის სიტყვა ენით, რწმენა და მოქმედება გულით (იგულისხმება: გული) და მოქმედება სხეულის ორგანოებითა და კიდურებით.
ჰადისში, რომელიც გადმოცემულია აბუ ჰურაირას მიერ, შუამავალმა(ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: "რწმენას აქვს სამოცდაათი ან სამოცი ნაწილი, ხოლო საუკეთესო მათგანი არის სიტყვები: არ არსებობს ღმერთი გარდა ალლაჰისა". გადმოსცა მუსლიმმა.

შეკითხვა 37: რწმენა იზრდება და მცირდება?

პასუხი: რწმენა იზრდება მორჩილებით და მცირდება ცოდვებით.
თქვა ალლაჰმა:
"მორწმუნენი სწორედ ისინი არიან, ვისაც, როცა ხსენდება ალლაჰი გული უკრთებათ, ხოლო თუკი მისი აიათები ეკითხებათ, რწმენა ემატებათ და თავიანთ ღმერთს მიენდობიან". (ალ-ანფალ: 2)

შეკითხვა 38: რა არის იჰსანი (გულწრფელობა)?

პასუხი: რომ ეთაყვანო ალლაჰს ისე, თითქოსდა ხედავდე მას, შენ ვერ ხედავ მას, მაგრამ ის გხედავს შენ.

შეკითხვა 39: როდის არის საქმეები მიღებული ალლაჰთან?

პასუხი: ორი პირობით:
1. როდესაც აკეთებ მხოლოდ ალლაჰის გულისთვის დიდებულია ის და ამაღლებული.
2. როდესაც აკეთებ შუამავლის სუნნაზე (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას)

შეკითხვა 40: რა არის ალლაჰზე თავაქქული (მინდობა)?

პასუხი: ეს არის ალლაჰზე მინდობა სიკეთის მიღებაში და სიავისგან დაცვაში, ამასთანავე აკეთებ მიზეზებს.
თქვა ალლაჰმა:
"და იმისათვის, ვინც სასოებს ალლაჰს, საკმარისია იგი". (ატ-ტალაყ: 3)
საკმარისია: ანუ კმარა მისთვის.

შეკითხვა 41: რა არის ვალდებულება სიკეთისკენ მოწოდებაში და აუგის აკრძალვაში?

პასუხი: სიკეთე: ნიშნავს მოწოდებას ყველაფრისკენ, რაც მიუთითებს ალლაჰზე მორჩილებაზე, ხოლო აუგი არის აკრძალვა იმის, რაც მიუთითებს ალლაჰზე ურჩობაზე. ალ-მუნქარ: ნიშნავს ნებისმიერი დაუმორჩილებლობის აკრძალვას დიდებული და ძლევამოსილი ალლაჰის მიმართ.
თქვა ალლაჰმა:
"თქვენა ხართ ყველაზე საუკეთესო თემი, ვინც კი მოვლენილა ხალხთა შორის, ბრძანებთ სასურველს და კრძალავთ საძულველს..." (აალ იმრან: 110)

შეკითხვა 42: ვინ არიან აჰლი სუნნა ვალ ჯამაა'ა?

პასუხი: ისინი არიან, ვისი სიტყვა, საქმე და რწმენა ისეთივეა, როგორიც შუამავლის და მისი საჰაბების.
და იწოდებიან ისინი აჰლი სუნნა(სუნნას ხალხი) იმის გამო, რომ ისინი მიყვებიან შუამავლის სუნნას და მიატოვეს სიახლე.
ვალ ჯამაა (ჯამაათი) იწოდებიან იმიტომ, რომ ისინი გაერთიანდნენ ჭეშმარიტებაზე და არ გაიყვნენ.
თქვა შუამავალმა(ალლაჰის ლოცვა და მშიდობა მას): "ჭეშმარიტად ისრაილის ძენი გაიყვნენ სამოცდათორმეტ ნაწილად, ხოლო ჩემი ხალხი გაიყო სამოცდაცამეტ ნაწილად. ყველა მათგანი იქნებიან ცეცხლში, გარდა ერთისა. ჰკითხეს: ვინ არიან ისინი ო, შუამავალო? თქვა: ისინი ვინც მე და საჰაბებს გაგვყვებიან". გადმოსცა თირმიზიმ.

თავი: ფიქჰის შესახებ48

შეკითხვა 1: განბანვის განმარტება:

პასუხი: განბანვა: ეს არის სიბინძურის მოშორება და სისუფთავის შენარჩუნება. იმ ყველაფრის მოშორება, რაც აკრძალულია ლოცვაში.
თქვა შუამავალმა (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას): "ლოცვის გასაღები სისუფთავეა". გადმოსცა აბუ დაუდმა.
სიბინძურის მოშორება:
ნიშნავს ყოველი სიბინძურის მოშორებას სხეულიდან, ტანსაცმლიდან და იმ ადგილიდან, სადაც ხდება ლოცვის შესრულება.
აბდესის(განბანვის) აღება: ეს არის სიბინძურისგან განწმენდვა სუფთა წყლით დაბანვით ან მტვერით, თუ არ მოიპოვება წყალი.

შეკითხვა 2: როგორ უნდა მოაშორო სიბინძურე?

პასუხი: დაიბანე წლით იქამდე, სანამ არ გახდები სუფთა. თუ ძაღლმა გაგლოკა, მაშინ უნდა დაიბანო ის ადგილი შვიდჯერ, მათგან პირველად მტვრით(ან მიწით).
აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ შუამავალმა(ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: "ჭურჭელი, რომელსაც გალოკავს ძაღლი უნდა გაირეცხოს შვიდჯერ, პირველად მიწით და შემდეგ წყლით".

*ანუ ერთხელ მიწით და ექვსჯერ წყლით. გადმოსცა მუსლიმმა.

შეკითხვა 3: რა არის აბდესის მადლი?

თქვა შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): "როცა მუსლიმი ან მორწმუნე მონა აღებს აბდესს და დაიბანს სახეს, მისი თვალებიდან ყველა ცოდვა გამოიდევნება წყლის წვეთებთან ერთად, რომელიც მან მზერით ჩაიდინა. როცა დაიბანს ხელებს, მისი ხელებიდან ყველა ცოდვა გამოიდევნება წყლის წვეთებთან ერთად, რაც მის ხელებს ჩაუდენიათ. და როცა დაიბანს ფეხებს, მისი ფეხებიდან ყველა ცოდვა გამოიდევნება წყლის წვეთებთან ერთად, რომელიც მის ფეხებს გაუკეთებიათ, სანამ ის სრულიად არ განიწმინდება ცოდვებისგან." გადმოსცა მუსლიმმა.

შეკითხვა 4 : როგორ უნდა აიღო აბდესი?(მცირე განბანვა)

პასუხი: ხელების სამჯერ დაბანით. და პირის გამოვლება, ცხვირის წყლით ჩასუნთქვა და შემდეგ მისი გამოყოფა სამჯერ.
პირში დაიკავებ წყალს, გამოიბან პირის ღრუს და წყალს გადმოაქცევ.
ცხვირის მარჯვენა ნესტოში შეუშვებ წყალს ჰაერის შესუნთქვით.
შემდეგ ამ წყალს გადმოასხამ გარეთ ცხვირის მარცხენა ნესტოდან.
შემდეგ დაიბან სახეს სამჯერ.
შემდეგ დაიბან მკლავებს იდაყვის ჩათვლით სამჯერ.
შემდეგ სველ ხელებს გადაისვან თავზე წინიდან უკან და გამოიბან ყურებს.
შემდეგ დაიბან ფეხებს კოჭების ჩათვლით სამჯერ.
ეს არის სრული აბდესი, რომელიც მოვიდა შუამავლის ﷺ ჰადისებში ბუხარის და მუსლიმის კრებულებში. გადმოსცა უსმანმა, აბდულლაჰ იბნ ზეიდმა და სხვებმა.
ასევე დადასტურებულია მის შესახებ ალ-ბუხარისა და სხვა წყაროებში: "ის ერთჯერ იღებდა აბდესს და ასევე იღებდა აბდესს ორ-ორჯერ", რაც ნიშნავს, რომ იგი ყოველ ორგანოს, რომელიც აბდესს მოითხოვს, ან ერთხელ, ან ორჯერ იბანდა.

შეკითხვა 5: რომელია აბდესის ვალდებულებები (ფარდი), და რამდენია ისინი?

პასუხი: ესენი არის ის მოქმედებები, რომელთა არ შესრულების შემთხვევაში აბდესი არ იქნება სწორი.
1. სახის, ცხვირის და პირის დაბანვა.
2. ხელების დაბანვა იდაყვებამდე.
3. თავის დასველება ყურების ჩათვლით.
4. ფეხების დაბანვა კოჭების ჩათვლით.
5. შესრულების თანმიმდევრობა უნდა იყოს შემდეგი: ჯერ სახე, მერე მკლავები, მერე თავი, მერე ფეხები.
თქვა ალლაჰმა:
"ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! როცა წამოდგებით სალოცავად, დაიბანეთ სახეები და ხელები იდაყვებამდე, თავზე სველი ხელი გადაისვით და დაიბანეთ ფეხები კოჭების ჩათვლით." (ალ-მაიდა: 6)
6. მოქმედების შეუწყვეტლობა: აბდესის აღების დროს ორგანოების დაბანვას შორის არ უნდა იყოს დროის შუალედი იმდენი, რომ რომელიმე ნაწილმა მოასწროს გაშრობა. მაგალითად: კაცი იღებს აბდესს, შემდეგ შუა გზაზე წყვეტს და რაღაც დროის შუალედის გასვლის შემდეგ აგრძელებს. ეს აბდესი არ არის სწორი.
ჰადისში გადმოცემულია:
"შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დაინახა კაცი, რომელიც ლოცულობდა და ფეხის ზედა მხარის პატარა ნაწილი იყო, სადაც წყალი არ მიწვდა და მან უბრძანა კაცს, რომ გაიმეორებინა აბდესის აღება თავიდან". გადმოსცა აბუ დაუდმა.

შეკითხვა 6: რომელია აბდესის სუნნათები? ჩამოთვალე!

პასუხი: აბდესის სუნნები არის ის ქმედებები, რომელთა შესრულება მოუტანს ადამიანს დამატებით ჯილდოსა და მადლს, ხოლო თუ ის ამ ქმედებებს არ შეასრულებს, ცოდვა არ დაეკისრება და მისი აბდესი მაინც სწორი იქნება.
1. თასმია: აბდესის წინ თქვას: ბისმილლაჰ (ალლაჰის სახელით) ჰადისში გადმოცემულია: "არ აქვს აბდესი იმას, ვინც არ ახსენა ალლაჰის სახელი". გადმოსცა აბუ დაუდმა.
2. სივაქი ჰადისში გადმოცემულია: "რომ არ მეშინოდეს ჩემი ხალხისთვის სიძნელის, დავავალდებულებდი მათ, რომ გაიწმინდონ კბილები ყოველი აბდესის დროს". გადმოსცა აჰმადმა.
3. ხელის მტევნების დაბანვა.
4. თითებს შორის გასუფთავება. ჰადისში გადმოცემულია: "ის იღებდა აბდესს, გამოიბანდა თითებს შორის, გამოიბანდა ცხვირის ნესტოებს, გარდა იმ დროს, როცა მარხულობდა". გადოსცა აჰლუ სუნან.
5. ორგანოების დაბანვა ორჯერ ან სამჯერ.
6. მარჯვენა მხრიდან დაწყება. ჰადისში გადმოცემულია, რომ მორწმუნეების დედამ აიშამ(ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა: "შუამავალი (ალლჰის ლოცვა და მშვიდობა მას), ფეხსაცმლის ჩაცმისას, თმის დავარცხნისას, დაბანვისას და ნებისმიერ საქმეს იწყებდა მარჯვენა მხრიდან". შეთანხმებული.
7. აბდესის შემდეგ ალლაჰის ხსენება. "ვამოწმებ, რომ არ არსებობს ღმერთი გარდა ალლაჰისა, ერთადერთისა, რომელსაც არ ჰყავს თანაზიარი, და ვამოწმებ, რომ მუჰამმადი მისი მონა და შუამავალია".

(აშჰადუ ან ლაა ილააჰა ილლა ლლაჰ, ვაჰდაჰუ ლაა შარიიქა ლაჰ, ვა აშჰადუ ანნა მუჰამმადან 'აბდუჰ ვა რასუულუჰ) გადმოცემულია მუსლიმისგან.
8. მის შემდეგ ორი რაქათის ლოცვა. ჰადისში გადმოცემულია: "ვინც აიღებს აბდესს და შემდეგ ილოცებს ორ მუხლ ლოცვას ისე, რომ არ ილაპარაკებს მასში საკუთარ თავთან, ეპატიება ყველა წინა ცოდვა". გადმოსცა ბუხარიმ და მუსლიმმა.

შეკითხვა 7: რა შლის აბდესს?

პასუხი: ყველაფერი, რაც გამოდის ორი ორგანოდან: შარდი, ფეკალია თუ გაზები.
ძილი, გონების დაკარგვა და სიგიჟე. ჰადისიდან: ჰადისში გადმოცემულია: "თვალი არის თოკი, რომელიც აერთებს ორ მხარეს, ხოლო ვინც დაიძინებს დაე, აიღოს აბდესი". გადმოსცა აბუ დაუდმა და იბნ მაჯამ.
აქლემის ხორცის ჭამა. შეეკითხეს შუამავალს(ალლაჰმა დალოცოს ის და მიესალმოს): "აქლემის ხორცის ჭამის შემდეგ აბდესი აიღება?" თქვა: "კი". გადმოსცა მუსლიმმა.
სასქესო ორგანოებზე შეხება წინაღობის გარეშე. ჰადისში გადმოცემულია: "ვინც შეეხება თავის ორგანოს, აიღოს აბდესი". გადმოსცა აბუ დაუდმა, თირმიზიმ და სხვებმა.

შეკითხვა: რა არის თაიამუმი?

პასუხი: თაიამუმი არის მტვერის ან მიწის გამოყენება აბდესისთვის იმ დროს, როცა არ მოიძებნება წყალი ან არის საშიშროება მის გამოყენებაში(ჯანმთელობა ან სხვა).
თქვა ალლაჰმა:
"და თუ ვერ ნახოთ წყალი, მაშინ განიბანეთ მიწით (თაიამუმი გააკეთეთ) და წაისვით სუფთა მიწა სახეზე და ხელებზე. ჭეშმარიტად, ალლაჰი შემნდობია, შემწყნარებელია!" (ან-ნისა: 43)

შეკითხვა 9: როგორ გავაკეთოთ თაიამუმი?

პასუხი: მიწაზე ხელის ერთხელ დარტყმით ხელის გულებით, შემდეგ სახის მოწმენდა და ხელიების მოწმენდა ერთხელ.
შუამავლმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უთხრა 'ამმარ იბნ იასირს(ალლაჰის იყოს მისით კმაყოფილი): (რომ ეს საკმარისია ამისთვის). შუამავალი ერთხელ დაარყამდა ხელების გულებს მიწაზე, ერთხელ წაისვამდა სახეზე და ხელებზე. გადმოსცა ბუხარიმ და მუსლიმმა.

შეკითხვა 10: რა შლის თაიამუმს?

პასუხი: ყველაფერი, რაც შლის აბდესს.
თუ გამოჩნდება წყალი, მაშინ იშლება თაიამუმი.

შეკითხვა 11: რა არის ქალამნები და წინდები? შეიძლება თუ არა მათზე მასჰის გაკეთება?

პასუხი: ქალამნები: ეს არის ტყავისგან გაკეთებული ფეხსაცმელი.
წინდები:
ეს არის ტყავის გარდა სხვა რამისგან გაკეთებული ფეხსაცმელი(ნაჭრის, ქსოვილის და ა.შ.)
დაშვებულია მათზე მოწმენდა ფეხების დაბანის ნაცვლად.
მაღირა იბნ შუ'ბას ჰადისის თანახმად, ალლაჰის მოციქულმა აიღო აბდესი დაწინდებზე მოწმინდა. გადმოსცა აბუ დაუდმა, თირმიზიმ და სხვებმა.
ბუხარი და მუსლიმი გადმოსცემს:
აიღებდა აბდესს და მასჰს აკეთებდა ქალამნებზე.

შეკითხვა 12: რა ჰუქმი აქვს მასჰის გაკეთებას ქალამნებზე?

პასუხი: ალლაჰის მონებისთვის გამარტივება და ტვირთის შემსუბუქება, განსაკუთრებით სიცივისა და ზამთრის პერიოდში ან მოგზაურობისას, როცა რთულია ფეხებიდან ფეხსაცმლის ან წინდების გახდა. თქვა დიდებულმა: "ალლაჰს სურს თქვენთვის გაიოლება და არ სურს გართულება". (ალ-ბაყარა: 185)

შეკითხვა 13: რომლებია მასჰის სისწორის პირობები?

პასუხი: 1. წინდები უნდა ჩაიცვასსიწმინდის მდგომარეობაში, ანუ აბდესის აღების შემდეგ.
მე ვიყავი შუამავალთნ ერთად(ალლაჰმა დალოცოს ის და მიესალმოს) მოგზაურობაში, მე დავაპირე ქალამნების გახდა და მან მითხრა, რომ არ გამეძრო ისინი, რადგანაც აბდესის დროს იყო ჩაცმული და გამეკეთებინა მასჰი. „დატოვეთ ისინი, რადგან მე ჩავიცვი ისინი სუფთა მდგომარეობაში“. შემდეგ მან წინდებზე მოწმინდა. შეთანხმებული.
2 - ქალამნები ან წინდები უნდა იყოს სუფთა, და არ უნდა იყოს მასზე რაიმე სიბინძურე.
3 - წინდები უნდა ფარავდეს მთლიანად იმ ადგილს, რომელთა დაბანვაც აუცილებელია.
4 - მასჰი უნდა გაკეთდეს გარკვეული დროის განმავლობაში: ადგილზე მყოფთათვის ერთი დღისა და ერთი ღამის განმავლობაში და მოგზაურისთვის სამი დღე - ღამე.
ალის გადმოცემული ჰადისიდან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი): შუამავალი(ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აკეთებდა მასჰს სამი დღე-ღამე მოგზაურობის დროს და ერთი დღე-ღამე სახლში ყოფნის დროს. გადმოსცა მუსლიმმა.

შეკითხვა 14: როგორ კეთდება მასჰი წინდებზე(ან ქალამნებზე)?

პასუხი: მასჰი კეთდება შემდეგნაირად: დაასველებ ორივე ხელს და ფეხის თითებიდან დაწყებული ამოუსვამ ფეხის ზედა ნაწილზე კოჭამდე. მარჯვენა ხელს წაისვან მარჯვენა ფეხზე, მარცხენა ხელს - მარცხენა ფეხზე ერთდროულად. მხოლოდ ერთხელ.

შეკითხვა 15: რა შლის მასჰს წინდებზე?

პასუხი: 1 - მასჰის დროის ამოწურვა. მოგზაურისთვის სამი დღის და სახლში ყოფნისთვის დღე-ღამის გასვლის შემდეგ იშლება მასჰი.
2 - წინდების ან ქალამნების გახდა. თუ გაიხდი მაშინ მასჰი იშლება.

შეკითხვა 17: რას ნიშნავს ლოცვა?

პასუხი: ლოცვა: ეს არის ალლაჰზე თაყვანისცემა სპეციალური სიტყვებით და ქმედებებით, რომელიც იწყება ალლაჰის განდიდებით და მთავრდება მისალმებით.

შეკითხვა 18: რა არის ლოცვის ჰუქმი? (დადგენილება)

პასუხი: ლოცვა არის ვალდებულება ყველა მუსლიმზე.
თქვა ალლაჰმა:
"ჭეშმარიტად ლოცვა დაკანონებულია მორწმუნეებზე განსაზღვრულ დროს". (ან-ნისა: 103)

შეკითხვა 19: რა არის ლოცვის მიტოვების განაჩენი?

პასუხი: ლოცვის მიტოვება არის ქუფრი (ურწმუნოება). თქვა შუამავლმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): "აღთქმა ჩვენსა და მათ შორის არის ლოცვა, ვინც მიატოვა ლოცვა ჩავარდა ურწმუნოებაში". გადმოსცა აჰმადმა, თირმიზიმ და სხვებმა.

შეკითხვა 20: რამდენი ლოცვა არის სავალდებულო დღე-ღამეში? და რამდენი რაქათია ყოველ ლოცვაში?

პასუხი: დღეში და ღამეში ხუთი ლოცვა.
ფაჯრის ლოცვა:
ორი რაქაათი.
ზუჰრის ლოცვა:
ოთხი რაქაათი.
ასრის ლოცვა:
ოთხი რაქაათი.
მაღრიბის ლოცვა:
სამი რაქაათი.
'იშას ლოცვა:
ოთხი რაქაათი.

შეკითხვა: რა არის ლოცვის პირობები?

პასუხი: 1- ისლამი; არ მიიღება ურწმუნოსგან ლოცვა. რადგან მრავალღმერთიანობა)ანადგურებს საქმეს.
თქვა დიდებულმა:
"თუკი დაუდგენ ალლაჰს თანაზირს ამაო იქნება შენი საქმეები". (აზ-ზუმარ: 65)
2 - გონიერება; არ მიიღება ლოცვა უგუნური (გიჟი, გონებით ავადმყოფი) ადამიანისგან.
3 - სრულწლოვანება; არ მიიღება ლოცვა არასულწლოვანისგან.
თქვა შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): "აწეულია კალამი სამიდან: მძინარიდან, სანამ გაიღვიძებს, პატარადან, სანამ გაიზრდება და უგუნურისგან(ან გიჟისგან), სანამ არ მოვა გონს". გადმოსცა აჰლი სუნან.
4. განზრახვა
ჰადისში გადმოცემულია:
"ჭეშმარიტად საქმეები ფასდება განზრახვით, ყველა იმას მიიღებს, რასაც განიზრახავს". გადმოსცა ბუხარიმ.
5 - ლოცვის დროის დადგომა. თქვა ალლაჰმა: "ჭეშმარიტად ლოცვა დაკანონებულია მორწმუნეებზე განსაზღვრულ დროს". (ან-ნისა: 103)
6 - სისწუფთავის(აბდესი) მდგომარეობაში ყოფნა: ჰადისში გადმოცემულია: "არ მიიღება ლოცვა არავისგან, სანამ ის არ გასუფთავდება". შეთანხმებული.
7 - სიბინძურისგან სუფთად ყოფნა. თქვა ალლაჰმა: "გაისუფთავეთ თქვენი ტანისამოსი". (ალ-მუდასსირ: 4)
8 - აურათის დაფარვა (სასირცხვო ადგილები) თქვა ალლაჰმა: "ო ადამის შვილნო აიღეთ თქვენი მორთულობა ყოველ სალოცავთან". (ალ-ა'რაფ: 31)
9 - ყიბლისკენ მიბრუნება. თქვა ალლაჰმა: "მაშ მიაბრუნე შენი სახე მესჯიდი ჰარამისკენ და სადაც არ უნდა იყოთ ლოცვის დროს მიაბრუნეთ სახეები მისკენ". (ალ-ბაყარა: 144)

შეკითხვა 22: რა არის ლოცვის საფუძვლები?

პასუხი: ლოცვას აქვს 14 საფუძველი, ესენია:
1- ლოცვის დროს ფეხზე დგომა, ვისაც შეუძლია. იმრან ბნუ ჰუსაინი გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: "ილოცე მდგომარე, თუ არ შეგიძლია მჯდომარე, ხოლო თუ ისიც არ შეგიძლია, მაში მწოლიარე". გადმოსცა ბუხარიმ.
იჰრამის თაქბირი (ლოცვის დასაწყისი ): "ალლაჰუ აქბარ" (ალლაჰი უდიდესია). თქვა შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): "როდესაც დადგები ლოცვაზე ადიდე ალლაჰი". შეთანხმებული.
სურა ალ-ფათიჰას კითხვა. თქვა შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): "არ არის ლოცვა იმისი, ვინც არ წაიკითხა სურა ალ-ფათიჰა". შეთანხმებული.
4- რუქუ'ი (წელში მოხრა), წელი მოხრილი აქვს და თავი გასწორებული წელის სიგრძეზე.
5- წელიდან აწევა.
- ლოცვის დროს სწორად დგომა (რუკუდან აღმართულ მდგომარეობაში დაბრუნება). თქვა ალლაჰის შუამავალმა(ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): "შემდეგ მოიხარე წელში მშვიდად და შემდგომ გასწორდი წელში მშიდად და გაწონასწორებულად". შეთანხმებული.
6- სუჯუდი: შუბლის, ცხვირის, ხელის გულების, თითებისა და მკლავების დადება სუჯუდის ადგილას მიწაზე.
7- სუჯუდიდან ადგომა.
- დაჯდომა ორ სუჯდს შორის. თქვა შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): "შემდეგ გააკეთე სუჯუდი, სანამ არ დამშვიდდები სუჯუდზე, შემდეგ ადექი სუჯუდიდან სანამ არ დამშვიდდები მჯდომარე". შეთანხმებული.
სუნნაა:
მლოცველი დაჯდეს ისე, რომ მარცხენა ფეხი დაბლა ჰქონდეს გაშლილი, ხოლო მარჯვენა ფეხი აღმართული, და მისი თითები მიმართული იყოს ყიბლას მიმართულებით. ჰადისში გადმოცემულია, რომ მორწმუნეების დედამ აიშამ(ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა: "ის ჩვეულებრივ დააწვენდა მარცხენა ფეხს და დადგამდა მარჯვენა ფეხს". გადმოსცა მუსლიმმა.
10. სიმშვიდის შენარჩუნება. მშვიდად ნიშნავს, რომ ყოველი რაქათის დროს გამოიჩინოს თავმდაბლობა და შეასრულოს წყნარად, აუჩქარებლად.
11- ბოლო თაშაჰუდი. იბნ მას'უდი გადმოსცემს, ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი: "სანამ დავამთავრებდით ლოცვას ვკითხულობდით თაშაჰუდს". გადმოსცა ნასაიმ, მისი ფუძე არის ორ მართალ კრებულში.
12- თაშაჰუდზე ჯდომა.
- ორი მისალმენა და ამბობს ორჯერ: "ასსალამუ 'ალაიქუმ ვა რაჰმათულლაჰ". ჰადისში გადმოცემულია: "ის ესალმებოდა ჯერ მარჯვენა მხარეს და მერე მარცხენა მხარეს და ამბობდა: ასსალამუ 'ალაიქუმ ვა რაჰმათულლაჰ". გადმოსცა თირმიზიმ და სხვებმა.
- რუქნების თანმიმდევრობა - როგორც ვთქვით - მაგალითად, თუ სეჯდეს გააკეთებ იქამდე, სანამ წელში მოიხრები, ლოცვა გაუქმებულია, აუცილებელია ჯერ გააკეთო წელში მოხრა მერე სუჯუდი.

შეკითხვა 23: რა არის ლოცვის ვალდებულებები?

პასუხი: ლოცვის ვალდებულებები არის რვა. ესენია:
1 - ალლაჰის განდიდება.
2 - შემდეგი სიტყვების წარმოთქმა: "სამი'ალლაჰუ ლიმან ჰამიდაჰ", იმამთანაც და მარტო ყოფნის დროსაც.
3 - შემდეგი სიტყვების წარმოთქმა: "რაბბანაა ვა ლაქალ ჰამდ".
4 - შემდეგი სიტყვების წარმოთქმა: "სუბჰანა რაბიალ 'აზიიმ". წელში მოხრის დროს.
5 - სიტყვები: "სუბჰანა რაბიალ ა'ლაა", სუჯუდის დროს.
6 - სიტყვები: "რაბბი ღფირ ლიი", ორ სუჯუდს შორის.
7 - პირველი თაშაჰუდი.
8 - პირველ თაშაჰუდზე ჯდომა.

შეკითხვა 24: რა არის ლოცვის სუნნათები?

პასუხი: ლოცვის სუნნათები არის თერთმეტი. ესენია:
1 - თაქბირების შემდეგ ვამბობთ: "სუბჰანაქა ლლაჰუმმა ვა ბიჰამდიქ, ვა თაბაარაქა სმუქ, ვა თა'ალაა ჯადდუქ, ვა ლაა ილააჰა ღაირუქ". მას ეწოდება გახსნის ვედრება.
2 - აუზუბილლაჰი მინა შშაიტანი რრაჯიიმ.
3 - ბისმილლაჰი რრაჰმანი რრაჰიიმ.
4 - აამინ.
5 - ფათიჰას შემდეგ ყურანიდან რომელიმე სურას წაკითხვა.
6 - იმამისთვის ხმამაღლა კითხვა.
7 - სიტყვების შემდეგ : "რაბანაა ვა ლაქალ ჰამდ"- დამატება ამ სიტყვების : "მალ'უ სამავაათი, ვა მალ'ულ არდი, ვა მალ'უ მაა ში'თა მინ შაიინ ბა'დუ".
8 - წელში მოხრის დროს ერთზე მეტი ქება-დიდების დამატება(იგულისხმება სუბჰანა რაბიალ აზიიმ ორჯერ ან სამჯერ წამოთქმა).
9 - სუჯუდზე რაბიალ ა'ლას დამატება(ორჯერ ან სამჯერ).
10 - ორ სუჯუდს შორის სიტყვების დამატება (რაბბი ღფირ ლიი ორჯერ ან სამჯერ)
11. ლოცვა ბოლო თაშაჰუდში (დაჯდომის დროს) ალლაჰის მოციქულზე და მის ოჯახზე , მათზე ალლაჰის წყალობისა და კურთხევის მოხმობა, და შემდეგ დუას წაკითხვა.
ნებაყოფლობითი ქმედებებია:

1 - ხელების აწევა ლოცვის დაწყების წინ თაქბირების დროს(ალლაჰუ აქბარ როცა იტყვი)
2 - ასევე წელში მოხრის დროს.
3 - ასევე წელში მოხრიდან აწევის დროს.
4 - ამის შემდეგ ხელების ჩამოშვება.
5 - მარჯვენა ხელის მარცხენაზე დადება.
6 - სუჯუდის ადგილას ყურება.
7 - ფეხების ერთმანეთთან დაშორება დგომის დროს.
8 - ჯდომის დროს ხელების გაშლილი თითების მუხლებზე დადება, წელში გასწორება ისე, რომ თვალები იყურებოდეს სუჯუდის ადგილას.
9 - სუჯუდის დროს სხეულის ყველა ნაწილი უნდა ეხებოდეს მიწას.
10 - იდაყვების მოშორება გვერდებიდან, მუცელი თეძოებიდან და თეძოები წვივიდან, აგრეთვე მუხლების გაშლა, ფეხების ვერტიკალურად დადება, გაშლილი თითების ქვედა ნაწილის დადება მიწაზე, ხელების დადება მხრების საპირისპიროდ შეერთებული თითებით.
11 - ჯდომისას მარცხენა ფეხი დაწოლილ მგომარეობაშია და ზემოდან უნდა დაჯდეს, ხოლო მარჯვენა ფეხი თითებით ეყრდნობა მიწას და უყურებს ყიბლის მხარეს.
12 - ხელების დაწყობა მუხლებზე ისე, რომ თითები ერთმანეთთან მჭიდროდ იყოს. ამავდროულად, მარჯვენა ხელის მუჭი შეკრულია და საჩვენებელი თითი სწორად არის გამოყოფილი სხვა თითებისგან და უყურებს ყიბლის მხარეს.
13 - თავის გადატრიალება მარჯვნივ და მარცხნივ მისალმების დროს, ლოცვის დასრულებისას.

შეკითხვა 25: რა შლის ლოცვას?

პასუხი: 1- რუქნის ან რომელიმე პირობის მიტოვება.
2 - ლაპარაკი.
3 - ჭამა ან დალევა ლოცვის დროს.
4 - ბევრი უაზრო მოძრაობა.
5 - განზრახ სავალდებულოს მიტოვება ლოცვის დროს.

შეკითხვა 26: როგორ ლოცულობს მუსლიმი?

პასუხი: ლოცვა სრულდება შემდეგნაირად:
1 - მლოცველი უნდა მიბრუნდეს მთელი სხეულით ყიბლისკენ და არ უნდა იყურებოდეს სხვა მხარეს.
2 - შემდეგ გულში განიზრახვას რომელი ლოცვის შესრულებას აპირებს.
3 - შემდეგ ადიდებს ალლაჰს და ამბობს: ალლაჰუ აქბარ, ამავდროულად აწევს ხელებს მხრებამდე.
4 - შემდეგ მრჯვენა ხელს დადებს მარცხენა ხელზე მკერდზე.
5 - შემდეგ ხსნის ლოცვას და ამბობს: "ალლაჰუმმა ბაა'იდ ბაინიი ვა ბაინა ხატააიაია ქამაა ბაა'ადთა ბაინალ მაშრიყი ვალ მაღრიბი, ალლაჰუმმა ნაყნიი მინ ხატააიაია ქამაა იუნყა სავბალ არდა მინა დანას, ალლაჰუმმა ღსილნიი მინალ ხატააიაია ბილ მაი, ვალსალჯი ვალ ბარდი."

(ღმერთო დამაშორე ჩემს ცოდვებს ისე, როგორც დააშორე აღმოსავლეთი და დასავლეთი, ღმერთო გამწმინდე ცოდვებისგან ისე, როგორც სუფთა სამოსი ჭუჭყისგან, ღმერთო გაწმინდე ჩემი ცოდვები წყლით, თოვლით და სიცივით).
ან ამბობს:
ან ამბობს: "სუბჰანაქა ლლაჰუმმა ვა ბიჰამდიქ, ვა თაბაარაქა სმუქ, ვა თა'აალაა ჯადდუქ, ვა ლაა ილააჰა ღაირუქ".

(ქება და დიდება შენ ღმერთო, დალოცვილია სახელი შენი, ამაღლებულია დიდება შენი, არ არსებობს ღმერთი შენს გარდა).
6 - შემდეგ მიეფარება ალლაჰს და ამბობს: "ალლაჰს შევეფარები ქვით ჩაქოლილი ეშმაკისგან". აუზუბილლაჰი მინა შშაიტანი რრაჯიიმ.
7 - შემდეგ ამბობს ბასმალას და კითხულობს ფათიჰას: 1 - ბისმილლაჰი რაჰმანი რაჰიიმ 2 - ალჰამდულილლაჰი რაბბილ 'აალამიინ. 3 - არრაჰმანი რაჰიიმ. 4 - მაალიქი იავმი დდიინ. 5 - იიაქა ნა'ბუდუ ვა იიაქა ნასთა'იინ. 6 - იჰდინაა სირაატალ მუსთაყიიმ. 7 - სირაატა ლლაზიინა ან'ამთა 'ალაიჰიმ ღაირილ მაღდუუბი 'ალაიჰიმ ვა ლაა დდააალიიიიინ. (ფათიჰა: 1-7)
შემდეგ ამბობს: აამიიინ . (ო ღმერთო უპასუხე ვედრებას)
8 - კითხულობს ყურანიდან რომელიმე სურას. დილის ლოცვაზე უფრო მეტს კითხულობს.
9 - შემდეგ წელში იხრება, ამავდროულად განადიდებს ალლაჰს, წელი და თავი ერთ სიგრძეზეა გაწონასწორებული, ხოლო ხელის მტევნები მუხლებს ეყრდნობა
10 - წელში მოხრისას ამბობს: "სუბჰანა რაბიალ 'აზიიმ", ერთხელ. თუ დაამატებს თქვას: "სუბჰანაქა ლლაჰუმმა ვა ბიჰამდიქ, ალლაჰუმმა ღფირ ლიი". ეს უკეთესია.
11 - შემდეგ აწევს თავს წელში მოხრიდან და ამბობს: "სამი'ალლაჰუ ლიმან ჰამიდაჰ". ამავდროულად ასწევს ხელებს მხრების დონეზე და ამბობს: "რაბანაა ვა ლაქალ ჰამდ".
12 - შემდეგ ამბობს: "რაბანაა ვა ლაქალ ჰამდ, მალ'უ სამავაათი ვალ არდ, ვა მალ'უ მაა ში'თა მინ შაიინ ბა'დ".
13 - შემდეგ აკეთებს პირველ სუჯუდს. და ამბობს სუჯუდზე: "ალლაჰუ აქბარ", სუჯუდზე ჩადის და მისი მუხლები, ხელის მტევრები, შუბლი, ცხვირი ეყრდნობა მიწას. მლავები არ უნდა ეყრდნობოდეს მიწას.
14 - სუჯუდზე ამბობს: "სუბჰანა რაბიალ ა'ლაა", სამჯერ, ან დაამატოს : სუნჰაანაქა ლლაჰუმმა რაბბანაა ვა ბიჰამდიქ, ალლაჰუმმა ღფირ ლიი". ეს უკეთესია.
15 - შემდეგ აწევს თავს სუჯუდიდან და ამბობს: "ალლაჰუ აქბარ".
16 - შემდეგ ჯდება ორ სუჯუდს შორის მარცხენა ფეხზე, ხოლო მარჯვენა ფეხს აყენებს ვერტიკალურ მდგომარეობაში. ხელებს აწყობს მუხლებზე.
17 - სუჯუდებს შორის ჯდომისას ამბობს: "რაბბი ღფირ ლიი, ვა რჰამნიი, ვა ჰდინიი, ვა რზუყნიი, ვა 'ააფინიი".
18 - შემდეგ აკეთებს მეორე სუჯუდს ისევე, როგორც პირველს.
19 - შემდეგ დგება მეორე სუჯუდიდან და ამბობს: "ალლაჰუ აქბარ". ლოცულობს მერე რაქათს ისევე, როგორც პირველს, აკეთებს ყველაფერს გახსნის ვედრების გარდა.
20 - მეორე წელში მოხრის დასრულების შემდეგ ჯდება და ამბობს " ალლაჰუ აქბარ". ჯდება ისევე, როგორც ორ სუჯუდს შორის ჯდებოდა.
21 - კითხულობს თაშაჰუდს დაჯდომის დროს, და ამბობს: "ათაჰუიაათი ლილლაჰი, ვა სალაავაათუ, ვა ტაიბაათუ, ასსალაამუ 'ალაიქა აიუჰა ნაბიუი ვა რაჰმათულლაჰი ვა ბარაქაათუჰ, ასსალამუ 'ალაინაა ვა 'ალაა 'იბაადილლაჰი საალიჰიინ, აშჰადუ ან ლაა ილააჰა ილლა ლლაჰ, ვა აშჰადუ ანნა მუჰამმადან 'აბდუჰუ ვა რასუულუჰ, ალლაჰუმმა სალლი 'ალაა მუჰამმადინ ვა 'ალაა აალი მუჰამმად, ქამაა სალაითა 'ალაა იბრააჰიიმა ვა 'ალაა აალი იბრააჰიიმა ინნაქა ჰამიიდუნ მაჯიიდ, ალლაჰუმმა ბაარიქ 'ალაა მუჰამმადინ ვა 'ალაა აალი მუჰამმად, ქამაა ბაარაქთა 'ალაა იბრააჰიმა ვა 'ალაა აალი იბრააჰიმა ინნაქა ჰამიიდუნ მაჯიიდ. აუზუბილლაჰუ მინ 'აზააბი ჯაჰანნამ, ვა მინ 'აზააბილ ყაბრ, ვა მინ ფითნათილ მაჰააიაა ვალ მამაათ, ვა მინ ფითნათილ მასიიჰი დაჯჯაალ". შემდეგ აკეთებს ვედრებას იმაზე, რაც სურს ამქვეყნად და აახირეთში.
22 - შემდეგ ესალმება მარჯვნივ და მარცხნივ თავის მიბრუნებით და ამბობს: "ასსალაამუ 'ალაიქუმ ვა რაჰმათულლაჰ".
23 - თუ ლოცვა არის სამ ან ოთხ რაქათიანი მაშინ, პირველ თაშაჰუდს ამთავრებს სიტყვებით: "აშჰადუ ან ლაა ილააჰა ილლა ლლაჰ, ვა აშჰადუ ანნა მუჰამმადან რასუულუ ლლაჰ".
24 - შემდეგ ის დგება სიტყვებით "ალლაჰუ აქბარ" და ჩერდება ამ მდგომარეობაში.
25 - შემდეგ ასრულებს ლოცვას ისევე, როგორც პირველ რაქათს, მაგრად არ კითხულობს დამატებით სურას ყურანიდან.
26 - შემდეგ ჯდება მეორე თაშაჰუდისთვის ისევე, როგორც პირველის დროს.
27 - ამ ჯდომაზე კითხულობს თაშაჰუდს სრულად.
28 - შემდეგ ესალმება მარჯვნივ და მარცხვნივ და ამბობს: "ასსალამუ 'ალაიქუმ ვა რაჰმათულლაჰ".

შეკითხვა 27: რას ვკითხულობთ ზიქრებიდან ლოცვის მისალმების შემდეგ?

პასუხი: "ასთაღფირულლაჰ" - სამჯერ
"ალლაჰუმმა ანთა სალაამ, ვა მინქა სალაამ, თაბაარაქთა ზალ ჯალაალი ვალ იქრაამ".
"ლაა ილააჰა ილლა ლლააჰ, ვაჰდაჰუ ლაა შარიიქა ლაჰ, ლაჰულ მულქუ ვალაჰულ ჰამდუ, ვა ჰუვა 'ალაა ქულლი შაიინ ყადიირ, ალლაჰუმმა ლაა მაანი'ა ლიმაა ა'ტაითა, ვა ლაა მუ'ტია ლიმაა მანა'თა, ვა ლაა იანფა'უ ზალ ჯადდი მინქალ ჯადდა."
"ლაა ილააჰა ილლა ლაჰ, ვაჰდაჰუ ლაა შარიიქა ლაჰ, ლაჰულ მულქუ, ვა ლაჰულ ჰამდუ, ვა ჰუვა 'ალაა ქულლი შაიინ ყადიირ, ლაა ჰავლა ვა ლაა ყუვვათა ილლა ბილლაჰ, ლაა ილააჰა ილლა ლლაჰ, ვა ლაა ნა'ბუდუ ილლაა იააჰ, ლაჰუ ნი''მათუ, ვა ლაჰულ ფადლუ, ვა ლაჰუ სანააულ ჰასანუ, ლაა ილააჰა ილლა ლააჰ, მუხლისიინა ლაჰუ დდინა ვა ლავ ქარიჰალ ქააფირიინ".
"სუბჰანალლაჰ" - 33 ჯერ.
"ალჰამდულილლაჰ" - 33 ჯერ.
"ალლაჰუ აქბარ" - 33 ჯერ.
მეასეჯერ უნდა წარმოთქვას შემდეგი:
"ლაა ილააჰა ილლა ლლააჰ, ვაჰდაჰუ ლაა შარიიქა ლაჰ, ლაჰულ მულქუ, ვა ლაჰულ ჰამდუ, ვა ჰუვა 'ალაა ქულლი შაიინ ყადიირ".
- შემდეგ კითხულობს ყურანის 112,113 და 114 სურებს სამ-სამჯერ დილის და საღამოს წინა ლოცვის შემდეგ, და ერთხელ სხვა ლოცვების შემდეგ.
ასევე კითხულობს იათულ ქურსის ერთხელ.

შეკითხვა 28: რა არის რათიბათის სუნნები? რა მადლი აქვთ მათ?

პასუხი: ორი რაქათი ლოცვა დილის ლოცვის წინ.
ოთხი რაქათი შუადღის ლოცვის წინ.
და ორი მის შემდეგ.
ორი რაქათი საღამოს წინა ლოცვის შემდეგ.
და ორი რაქათი საღამოს ლოცვის შემდეგ.
მათი მადლი არის:
თქვა შუამავლმა(ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): "ვინც ასრულებს დღეში 12 დამატებით ლოცვას, მას აუშენებენ სახლს სამოთხეში". გადმოსცა მუსლიმმა, აჰმადმა და სხვებმა.

შეკითხვა 29: რომელია კვირის საუკეთესო დღეები?

პასუხი: საუკეთესო დღე არის პარასკევი. თქვა შუამავალმა(ალლაჰმა დალოცოს ის და მიესალმოს): "ჭეშმარიტად, პარასკევი არის კვირის საუკეთესო დღე, ამ დღეს გაჩნდა ადამი, ამ დღეს მოკვდა, ამ დღეს გაისმევა საყვირის ხმა და ამ დღეს იქნება აღსასრული. გაამრავლეთ ჩემზე ლოცვა ამ დღეს, რადგან ის ჩემამდე იქნება მოსული". ჰკითხეს: ო, შუამავალო! როგორ მოვა შენამდე ჩვენი ლოცვა, როცა შენ უკვე გახრწნილი იქნები? მან თქვა: "ჭეშმარიტად ალლაჰმა, დიდებული და ამაღლებულია ის, აუკრძალა მიწას, რომ გახრწნას შუამავლების სხეულები". გადმოსცა აბუ დაუდმა და სხვებმა.

შეკითხვა: რა დადგენილება აქვს პარასკევის ლოცვას?

პასუხი: პარასკევის ლოცვა არის ფარდ აინი(ინდივიდუალური ვალდებულება) ყოველი გონიერი, სრულწლოვანი მუსლიმისთვის.
თქვა ალლაჰმა:
"ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ, არ მოგაცდინოთ თქვენ თქვენმა ქონებამ და შვილებმა ალლაჰის მოხსენიებისგან, რამეთუ ვინც იქმნს ამას, სწორედ ისინი არიან წაწყმედილნი". (ალ-მუნაფიყუნ: 9)

შეკითხვა 31: რამდენი რაქათია პარასკევის ლოცვა?

პასუხი: პარასკევის ლოცვა არის ორი რაქათი, რომელსაც ხმამაღლა კითხულობს იმამი და მას წინ უძღვის ორი ქადაგება.

შეკითხვა 32: შეიძლება თუ არა პარასკევის ლოცვის გაცდენა?

პასუხი: აკრძალულია პარასკევის ლოცვის გაცდენა, თუ არ არის ამის შარიათული მიზეზი. თქვა შუამავალმა(ალლაჰი ლოცვა და მშვიდობა მას): "ვინც გააცდინა პარასკევის ლოცვა სამჯერ საპატიო მიზეზის გარეშე, ალლაჰმა დალუქა მისი გული". გადმოსცა აბუ დაუდმა და სხვებმა.

შეკითხვა 33: რომელია პარასკევის სუნნები?

პასუხი: 1. სრული განბანვა. თქვა შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): "პარასკევის დღეს დაბანვა ვალდებულებაა ყველა სრულწლოვანისთვის". გადმოსცა ბუხარიმ.
2 - სუნამოს შესხმა. ჰადისიდან: ჰადისში გადმოცემულია: "მუსლიმების უფლება არის, რომ დაიბანონ პარასკევ დღეს და შეისხურონ სუნამო იმისგან, რაც საუკეთესოა მის ოჯახში". გადმოსცა თირმიზიმ.
3 - ჩაიცვას საუკეთესო ტანსაცმელი. ჰადისში გადმოცემულია: "თუ თქვენ შეგიძლიათ, რომ შეიძინოთ ორი წყვილი სამოსი შეიძინეთ ერთი მხოლოდ პარასკევს ჩასაცმელად". (ანუ ამ დღისთვის ცალკე სამოსი გქონდეთ) გადმოსცა იბნ მაჯამ და მალიქმა მუვატტაში.
4 - თაქბირი (განდიდება) მეჩეთში.
5 - მეჩეთში წასვლა ფეხით. ჰადისში გადმოცემულია: "ვინც დაიბანს პარასკევის დღეს, ადრე წავა მეჩეთში ფეხით, დაიკავებს ადგილს იმამთან ახლოს და ყურადღებით მოუსმენს მას, მაშინ ის მიიღებს იმდენ მადლას, რამდენსაც მიიღებდა ერთი წლის განმავლობაში მარხვის და ღამის ლოცვის შედეგად". გადმოსცა თირმიზიმ და ნასაიმ.
6 - შუამავალზე დალოცვის გამრავლება. თქვა შუამავალმა(ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას): "გაამრავლე ჩემზე დალოცვა პარასკევ დღეს, რადგანაც მას ჰყავს მოწმეები ანგელოზებიდან და ვინც მე დამლოცავს, ყველა დალოცვა მოსული იქნება ჩემამდე". გადმოსცა იბნ მააჯამ.
7 - სურა ალ-ქაჰფის კითხვა. ჰადისში გადმოცემულია: "ვინც წაიკითხვას პარასკევ დღეს სურა ქაჰფს მას ექნება ნური(სინათლე) სახეზე ორ პარასკევს შორის". გადმოსცა ჰაქიმმა და სხვებმა.
8 - ვედრების მიღების საათისკენ სწრაფვა. აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ახსენა პარასკევის დღე და თქვა: "მასში არის საათი, რომელსაც თუ შეხვდა მუსლიმ მონას და შესთხოვს ალლაჰს რაიმეს, არ იქნება ის უარყოფილი". შეთანხმებული.

შეკითხვა 34: რა მადლი აქვს კოლექტიურ ლოცვას?

პასუხი: აბდულლაჰ იბნ უმარი(ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი)გადმოსცმს, რომ შუამავალმა ﷺ თქვა : "კოლექტიური ლოცვა უკეთესია მარტო ლოცვაზე 27 ჯერ". გადმოსცა მუსლიმმა.

შეკითხვა 35: რა არის შიში ლოცვის დროს?

პასუხი: ეს არის გულისა და სხეულის სიმშვიდე და მორჩილება ლოცვაში.
თქვა ალლაჰმა:
"ჭეშმარიტად, ნეტარ არიან მორწმუნენი რომლებიც თავიანთ ლოცვებში მოკრძალებულნი არიან". (ალ-მუ'მუმინუნ: 1-2)

შეკითხვა 36: რა არის ზაქათი?

პასუხი: ეს არის ქონების განსაზღვრული ნაწილი, რომელიც გაეცემა განსაზღვრული კატეგორიის ხალხისთვის განსაზღვრული რაოდენობის და განსაზღვრულ დროს.
- ის არის ისლამის საფუძვლებიდან ერთ-ერთი და სავალდებულო მოწყალება, რომელსაც გასცემენ მდიდრები ღარიბებზე.
თქვა ალლაჰმა:
"და გაეცით ზაქათი". (ალ-ბაყარა: 43)

შეკითხვა 37: რა არის ნებაყოფლობითი მოწყალება?

პასუხი: ეს არ არის ზაქათი. მაგ: ეს არის მოწყალების გაცემა ნებისმიერ დროს, სურვილის მიხედვით.
თქვა ალლაჰმა:
"და გაიღეთ ალლაჰის გზაზე". (ალ-ბაყარა: 195)

შეკითხვა 38: რა არის მარხვა?

პასუხი: ეს არის ალლაჰზე თაყვანისცემა საკვებისგან თავის შეკავებით განთიადიდან მზის ჩასვლამდე, მარხვის განზრახვით. ის არის ორი სახის:
1 - სავალდებულო მარხვა: მარხვა რამადანის თვეში, რომელიც არის ისლამის საფუძვლებიდან ერთ-ერთი.
თქვა ალლაჰმა:
"ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! სვალდებულო გახდა თქვენთვის ლოცვა ისევე, როგორც სავალდებულო იყო მათთვის, ვინც თქვენ უწინარეს იყო, ეგების შეგეშინდეთ". (ალ-ბაყარა: 183)
2 - არასავალდებულო მარხვა; მაგალითად, ორშაბათის და ხუთშაბათის მარხვა ყოველ კვირას, სამი დღის ლოცვა ყოველი თვის თეთრი ღამეების დროს(13,14,15 რიცხვებში) მთვარის კალენდრით.

შეკითხვა 39: რა მადლი აქვს მარხვას რამადანის თვეში?

პასუხი: აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ შუამავალმა ﷺ თქვა: "ვინც იმარხა რამადანი რწმენით და კმაყოფილებით, ეპატიება მას მის წინ ჩადენილი ყველა ცოდვა". შეთანხმებული.

შეკითხვა 40: რა მადლი აქვს ნებაყოფლობით მარხვას რამადანის გარდა სხვა თვეში?

პასუხი: აბუ საიდ ალხუდრი(ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ შუამავალმა ﷺ თქვა: "ვინც იმარხებს ერთ დღეს ალლაჰის გზაზე, ალლაჰი დააშორებს მის სახეს ცეცხლისგან სამოცდაათი ხარიფით". შეთანხმებული.
სამოცდაათი ხარიფით - ნიშნავს სამოცდაათი წლით.

შეკითხვა 41: რა შლის მარხვას?

პასუხი: 1 - ჭამა და სმა განზრახვით.
2 - გნზრახ ღებინება.

შეკითხვა 42: რა არის მარხვის სუნნათები?

პასუხი: 1 - მარხვის გახსნის დაჩქარება. (როგორც კი გაიგონებ აზანს მაშინვე უნდა გახსნა)
2 - სუჰური და მისი დაგვიანება. (სუხური აზანზე ადრე არ უნდა დაასრულო)
3 - სასიკეთო საქმეებისა და თაყვანისცემის შესრულება.
4 - მმარხულმა ჩხუბის ან კამათის დროს თქვას, რომ მარხულობს.
5 - მარხვის გახსნის წინ ვედრება.
6 - მარხვის გახსნა ფინიკით, თუ ეს შეუძლებელია მაშინ წყლით.

შეკითხვა 43: რა არის ჰაჯობა?

პასუხი: ჰაჯობა არის ალლაჰზე თაყვანისცემა აკრძალული სახლის(ქააბას) მონახულებით განსაზღვრულ დროს.
თქვა ალლაჰმა:
"ალლაჰი ავალდებულებს ადამიანს, ვისაც ძალა შესწევს გაემგზავროს და მოინახულოს სახლი(ქააბა), და ვინც უარყო, უეჭველად ალლაჰი მდიდარია სამყაროებსა ზედა". (აალ იმრან: 97)

შეკითხვა 44 : რომელია ჰაჯობის საფუძვლები?

პასუხი: 1 - იჰრამი.
2 - არაფათზე დგომა.
3 - იფადას ტავაფი.
4 - საფა და მარვას შორის სირბილი.

შეკითხვა 45: რა არის ჰაჯობის მადლი?

პასუხი: აბუ ჰურაირა(ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ თქვა: გავიგონე, რომ შუამავალი ﷺ ამბობდა: "ვინც შეასრულებს ჰაჯობას, არ შეასრულებს მასში უხამსობას და სიბოროტეს, დაბრუნდება ის, როგორც იშვა მისმა მშობელმა". გადმოსცა ბუხარიმ და სხვებმა.
- "როგორც იშვა მშობელმა" - ნიშნავს რომ ცოდვების გარეშე დაბრუნდება.

შეკითხვა 46: რა არის უმრა?

პასუხი: უმრა არის ალლაჰზე თაყვანისცემა ჰარამის მეჩეთის მონახულებით ნებისმიერ დროს.

შეკითხვა 47: რომელია უმრას საფუძვლები?

პასუხი: 1 - იჰრამი.
2 - ჰარამის გარშემო ტავაფი.
3 - საფა და მარვას შორის გარბენა.

შეკითხვა 48: რა არის ჯიჰადი ალლაჰის გზაზე?

პასუხი: ჯიჰადი არის ძალისხმევისა და მონდომების ჩადება ისლამის გავრცელებისთვის, მისი დაცვისთვის და მისი ხალხის დაცვისთვის. ან ბრძოლა მათ წინააღმდეგ, ვინც ებრძვის ისლამს და მის მიმდევრებს.
თქვა ალლაჰმა:
"და შეებრძოლეთ თქვენი ქონებით და სულებით ალლაჰის გზაზე, ის უკეთესია თქვენთვის, თქვენ რომ იცოდეთ". (ათ-თავბა: 41)
***********

შეკითხვა 16: რა არის ლოცვის მადლი?

პასუხი: გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან(ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ შუამავალმა (ალლაჰმა დალოცოს ის და მიესალმოს) თქვა: "თქვენს კარებთან რომ ჩამოდიოდეს მდინარე და ბანაობდეთ მასში დღეში ხუთჯერ, დარჩებოდა თუ არა თქვენს სხეულზე რაიმე ჭუჭყი? თქვეს: არ დარჩენოდა არაფერი. თქვა: ასეა ლოცვაც, რომლითაც წმინდავს ალლაჰი ადამიანს ყველა ცოდვისგან". შეთანხმებული.
ჭუჭყი:
სიბინძურე.

თავი: შუამავლის სირა (ცხოვრება)32

შეკითხვა 1: რომელია შუამავლის წარმომავლობის შტო?

პასუხი: ის არის მუჰამმად აბდულლაჰის ძე, აბდულ მუტალლიბის ძე, ჰააშიმის ძე, ჰააშიმი ყურაიშის ძე, ყურაიში არაბებიდან ისმაილის ძე, ისმაილი იბრაჰიმის ძე, საუკეთესო ლოცვა და მშვიდობა იყოს ჩვენს შუამავალზე.

შეკითხვა 2: რა ერქვა შუამავლის დედას?

პასუხი: ამინა ბინთ ვაჰბ.

შეკითხვა 3: როდის მოკვდა მისი მამა?

პასუხი: მამამისი მოკვდა, როდესაც შუამავალი ჯერ კიდევ დედის მუცელში იყო. ანუ მის დაბადებამდე.

შეკითხვა 4: როდის დაიბადა შუამავალი?

პასუხი: სპილოს წელში. ორშაბათ დღეს, რაბიულ ავვალის თვეში.

შეკითხვა 5: რომელ ქალაქში დაიბადა?

პასუხი: მექქაში.

შეკითხვა 6 : ვინ ზრუნავდა მასზე და აჭმევდა ძუძუს?

პასუხი:- მამამისის მონა ქალი უმმ აიმან.
- ბიძამისის აბუ ლაჰაბის მონა ქალი სუვაიბა.
- ჰალიმა ასსა'დია.

შეკითხვა 7 : როდის გარდაიცვალა დედამისი?

პასუხი: დედამისი გარდაიცვალა, როდესაც ის იყო ექვსი წლის. და მასზე მზრუნველობა აიღო თავის თავზე ბაბუამისმა აბდულ მუტალლიბმა.

შეკითხვა 8: ვინ აიღო მასზე მზრუნველობა ბაბუას სუკვდილის შემდეგ?

პასუხი: ბაბუამისი გარდაიცვალა, როდესაც ის იყო რვა წლის და მასზე მზრუნველობა აიღო ბიძამისმა აბუ ტალიბმა.

შეკითხვა 9: როდის გაემგზავრა ის ბიძამისთან ერთად შამში?

პასუხი: როდესაც ის გაემგზავრა ბიძასთან ერთად შამში, ის იყო თორმეტი წლის.

შეკითხვა 10: როდის გაემგზავრა ის მეორედ?

პასუხი: მეორედ გაემგზავრა ხადიჯას ფულით, რომ ევაჭრა. ხოლო როდესაც დაბრუნდა დაქორწილდა ხადიჯაზე. მაშინ ის იყო ოცდახუთი წლის.

შეკითხვა 11: როდის განაახლეს ბანუ ყურაიშელებმა ქააბა?

პასუხი: ბანუ ყურაიშელებმა ქააბა განაახლეს, როდესაც ის იყო ოცდათხუთმეტი წლის.
მას შესთხოვეს, რომ გაერჩიათ მათ შორის ვის უნდა დაედო შავი ქვა თავის ადგილას. მაშინ მან უთხრა, რომ ქვა დაედოთ შავ ქსოვილზე და ყველა გვარის წარმომადგენელს მოეკიდა ამ ნაჭერზე ხელი და ვისთანაც მოუწევდა ის დადებდა ქვას. ბოლოს შუამავალს მოუწია ამ ქვის თავის ადგილზე დადება საკუთარი ხელით.

შეკითხვა 12: რამდენი წლის იყო ის, როცა მას დაეწყო ზეციური გამოცხადება? და ვისთან იყო ის წარგზავნილი?

პასუხი: ის იყოს ორმოცი წლის. წარმოგზავნილ იქნა ყველა ხალხთან მახარობლად და გამაფრთხილებლად.

შეკითხვა 13: როგორ დაიწყო გამოცხადება?

პასუხი: მართალი სიზმრებით, და ყოველი სიზმარი ჰგავდა განთიადის ნათებას.

შეკითხვა 14: როგორი იყო მისი მდგომარეობა გამოცხადებამდე? და როდის გარდმოევლინა მას პირველი აიათები?

პასუხი: ის ეთაყვანებოდა ალლაჰს გამოქვაბულში და მიჰქონდა იქ პროვიზია სახლიდან.
როდესაც მას გარდმოევლინა პირველი გამოცხადება ის იყო გამოქვაბულში და ეთაყვანებოდა ალლაჰს.

შეკითხვა 15: ყურანის რომელი აიათი გარდმოევლინა მასზე პირველად?

პასუხი: თქვა ალლაჰმა: "წაიკითხე შენი ღმერთის სახელით, რომელმაც შექმნა შექმნა ადამიანი მიწისგან წაიკითხე და შენი ღმერთი უკეთილშობილესია რომელმაც ასწავლა კალმით ასწავლა ადამიანს ის, რაც მან არ იცოდა! (ალ-'ალაყ: 1-5)

შეკითხვა 16 : ვინ იყო პირველი, ვინც დაიჯერა მისი გზავნილის?

პასუხი: - კაცებიდან: აბუ ბაქრ ას-სიდდიყ
ქალებიდან:
ხადიჯა ბინთ ხუვაილიდ
ბავშვებიდან: ალი იბნ აბი ტალიბ
" ზაიდ იბნ ჰარის
მონებიდან: ბილალ ალ-ჰაბშჰი (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი)

შეკითხვა 17: როგორი იყო ისლამისკენ მოწოდება?

პასუხი: მოწოდება ხდებოდა ჩუმად სამი წლის განმავლობაში. შემდეგ შუამავალმა უბრძანა, რომ მოწოდება ისლამისკენ გაეკეთებინათ აშკარად.

შეკითხვა 18: რა მოხდა, როდესაც შუამავალმა და მისმა საჰაბებმა დაიწყეს აშკარა მოწოდება?

პასუხი: ურწმუნოები აწამებდნენ და ავიწროებდნენ მორწმუნეებს, და ბოლოს მორწმუნეებს დართეს ნება, რომ გადასახლებულიყვნენ სამართლიან მმართველთან ეთიოპიაში.
ურწმუნოებმა გადაწყვიტეს, რომ მოეკლათ შუამავალი, თუმცა ალლაჰმა დაიცვა ის და მის დამცველად მისივე ბიძა აბუ ტაალიბი აარჩია.

შეკითხვა 19: ვინ დაიღუპა მეათე წელს შუამავლის მისიის დაწყებიდან?

პასუხი: გარდაიცვალა მისი ბიძა აბუ ტალიბი და ცოლი ხადიჯა, ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი.

შეკითხვა 20: როდის იყო შუამავლის მოგზაურობა იერუსალიმში და მისი ზეცაში ამაღლება?

პასუხი: ეს მოხდა, როდესაც ის იყო ორმოცდაათი წლის, და მაგ დროს დაევალდებულა მუსლიმებს ხუთჯერადი ლოცვა.
ალ - ისრა: ნიშნავს შუამავლის მოგზაურობას ჰარამის მეჩეთიდან ალ-აყსას მეჩეთში.
ალ-მი'რაჯ: ნიშნავს ალ-აყსას მეჩეთიდან ზეცაში ამაღლებას ბოლო ზეცის სიდრას ხემდე.

შეკითხვა 21: როგორ მოუწოდებდა შუამავალი ხალხს მექქას გარეთ?

პასუხი : ის მოუწოდებდა ტაიფის მკვიდრებს, გამოდიოდა ხალხთან ჰაჯობის დროს და მოუწოდებდა მედინის ხალხს იქამდე, სანამ მათ არ ირწმუნეს შუამავლის და არ შეჰფიცეს, რომ დაეხმარებოდნენ მას.

შეკითხვა 22 : რამდენ ხანს მოუწოდებდა შუამავალი მექქაში?

პასუხი : ცამეტი წელი.

შეკითხვა 23: სად გადასახლდა შუამავალი?

პასუხი : მექქადან მედინაში.

შეკითხვა 24: რამდენ ხანს დარჩა მედინაში?

პასუხი : ათი წელი.

შეკითხვა 25: შარიათის რომელი ვალდებულებები დაკანონდა მედინაში?

პასუხი: ზაქათი, მარხვა, ჯიჰადი, აზანი და სხვ.

შეკითხვა 26: რომელია შუამავლის ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა?

პასუხი: ბადრის ბრძოლა, რომელიც მოხდა ჰიჯრით მეორე წელს.
უჰუდის ბრძოლა მოხდა ჰიჯრით მესამე წელს.
აჰზაბის ბრძოლა მოხდა ჰიჯრით მეხუთე წელს.
მექქას აღების ბრძოლა მოხდა ჰიჯრით მერვე წელს.

შეკითხვა 27: ყურანის რომელი აიათი გარდმოევლინა ბოლოს?

პასუხი: თქვა ალლაჰმა: "გეშინოდეთ იმ დღის, როცა ალლაჰთან იქნებით დაბრუნებულნი. მაშინ სრულად მიეგება ყველა სულს იმისთვის, რაც კი მოუხვეჭია და არ იქნებიან ისინი
დაჩაგრულნი". (ალ-ბაყარა: 281)

შეკითხვა 28 : როდის გარდაიცვალა შუამავალი? რამდენი წლის?

პასუხი: შუამავალი გარდაიცვალა რაბიულ ავვალის თვეში, ჰიჯრის მეთერთმეტე წელს. ის იყო სამოცდასამი წლის(63).

შეკითხვა 29: ვინ იყვნენ შუამავლის ცოლები?

პასუხი: 1 - ხადიჯა ბინთ ხუვაილიდ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი).
2 - სავდა ბინთ ზამ'ა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი).
3 - აიშა ბინთ აბუ ბაქრ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი).
4 - ჰაფსა ბინთ უმარ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი).
5 - ზაინაბ ბინთ ხუზაიმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი).
6 - უმ სალამა ბინთ აბი ამინა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი).
7 - უმ ჰაბიბა რამლა ბინთ აბი სუფიან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი).
8 - ჯუვაირია ბინთ ჰარის (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი).
9 - მაიმუნა ბინთ ჰარის (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი).
10 - საფია ბინთ ჰაი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი).
11 - ზაინაბ ბინთ ჯაჰშ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი).

შეკითხვა 30 : ვინ იყვნენ შუამავლის შვილები?

პასუხი: სამი ბიჭი:
ალ-ყასიმ. მისი სახელის ზედმეტსახელი ჰქონდა შუამავალს. (აბულ ყასიმ)
აბდულლაჰ.
იბრაჰიმ.
ქალიშვილები:

ფატიმა.
რუყაია.
უმმ ქულსუმ.
ზაინაბ.
ყველა მისი შვილი, გარდა იბრაჰიმისა გააჩინა ხადიჯამ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი). ყველა მათგანი მოკვდა შუამავლის სიკვდილამდე, გარდა ფატიმასი, რომელიც გარდაიცვალა მისი სიკვდილის შემდეგ ექვს თვეში.

შეკითხვა 31: აღწერე შუამავალი?

პასუხი: ის იყო საშუალო სიმაღლის, არც დაბალი არც მაღალი. თეთრი კანის. ხშირი წვერით, დიდი თვალებით, შავი თმებით, განიერი ბეჭებით, მას ყოველთვის ასდიოდა სასიამოვნო სუნი. მას ჰქონდა კიდევ უამრავი კარგი თვისება.

შეკითხვა 31: რაზე დატოვა შუამავალმა მისი უმმეთი?

პასუხი: მან დატოვა მისი უმმეთი ნათელ გზაზე, რომელიც ჩანს დღისით და ღამით. და არ დაუტოვებია მას სიკეთე, რაზეც არ მიეთითებინოს და არ დაუტოვებია სიავე, რისგანაც არ გაეფრთხილებინოს მისი ხალხი.
**********
განმარტება:
ეს ნაწილი შეიცავს ასევე ყურანის აიათების შესწავლას და გაგებას.

თავი: თაფსირი17

შეკითხვა 1: წაიკითხე სურა ალ-ფათიჰა და განმარტე ის.

პასუხი: სურა ალ-ფათიჰა და მისი განმარტება:
🎧 1. სახელითა ალლაჰისა მოწყალისა, მწყალობლისა. 🎧 2. ქება-დიდება ალლაჰს, სამყაროთა ღმერთს. 🎧 3. მოწყალესა, მწყალობელსა 🎧 4. განკითხვის დღის მბრძანებელს. 🎧 5. მხოლოდ შენ გცემთ თაყვანს, და მხოლოდ შენ გთხოვთ შეწევნას. 🎧 6. გვიწინამძღვრე ჭეშმარიტი გზით. 🎧 7.იმათი გზით, რომელთაც მიეცი მოწყალება, არა - შერისხულთა და არცა - გზააბნეულთა. (ალ-ფათიჰა: 1-7)
განმარტება:
სურა ალ-ფათიჰა ეწოდება ამ სახელით "გამხსნელი" იმიტომ, რომ ის ხსნის ყურანს და არის ყურანის პირველი სურა.
სახელითა ალლაჰისა მოწყალისა, შემწყალებლისა ალლაჰის სახელით ვიწყებ ყურანის კითხვას, მისი დახმარებით და მისი სახელის ხსენებით კურთხევის მიღების იმედით.
ალლაჰი ნიშნავს:
თაყვანისცემის ღირსი. არ იწოდება ამ სახელით სხვა არავინ.
მოწყალე ნიშნავს:
ყოვლისმომცველი წყალობის მქონე, რომლის წყალობაც მოიცავს ყველაფერს.
არრაჰიიმ ნიშნავს:
შემწყალებელი მორწმუნეების მიმართ განკითსვის დღეს.
2. ქება-დიდება ალლაჰს, სამყაროთა ღმერთს. ეს ნიშნავს: ყველა სახის დიდება და სრულყოფილება მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის.
მოწყალე და შემწყალებელი ნიშნავს:
მფლობელი ყოვლისმომცველი წყალობის, რომელიც მოიცავს ყველაფერს, და მფლობელი განსაკუთრებული წყალობის, რომელიც აღწევს მორწმუნეებამდე.
4. განკითხვის დღის მბრძანებელს. ეს არის სამყაროს დასასრულის დღე.
მხოლოდ შენ გეთაყვანებით და მხოლოდ შენ გთხოვთ დახმარებას. ეს ნიშნავს: შენ გცემთ თაყვანს მხოლოდ და შენგან ვეძებთ დახმარებას მხოლოდ.
6. გვიწინამძღვრე ჭეშმარიტი გზით. და ეს არის ჭეშმარიტ გზაზე დაყენება ისლამისა და სუნნისკენ.
7.იმათი გზით, რომელთაც მიეცი მოწყალება, არა - შერისხულთა და არც - გზააბნეულთა. ეს ნიშნავს: ალლაჰის მართალ მონათა გზა, მათ შორის წინასწარმეტყველებისა და მათი მიმდევრების, განსხვავებით ქრისტიანებისა და ებრაელების გზისგან.
- მისი წაკითხვის შემდეგ სასურველია, რომ ვთქვათ "აამიინ", რაც ნიშნავს: ღმერთო უპასუხე ჩვენს ვედრებას.

შეკითხვა 2: წაიკითხე სურა "ზალზალა" და განმარტე ის.

პასუხი: სურა "ზალზალა" და მისი თაფსირი (განმარტება).
🎧 სახელითა ალლაჰისა მოწყალისა, მწყალობლისა.
🎧 1. როცა დედამიწა შეირყევა შერყევით. 🎧 2. როცა გადაყრის დედამიწა თავის სიმძიმეთ 🎧 3. და იტყვის ადამიანი: რა ემართება მას? 🎧 4. სწორედ იმ დღეს მოყვება იგი (დედამიწა) თავის ამბავს. 🎧 5. იმიტომ, რომ შენი ღმერთი ზეშთააგონებს (დედამიწას). 🎧 6. სწორედ იმ დღეს გამოვარდებიან ადამიანები დაყოფილი, რათა უჩვენონ მათ მათი საქმენი. 🎧 7. და ის, ვინც იოტისოდენა სიკეთე მაინც ჰქმნა, იხილავს იმას (ჯილდოს მიიღებს)! 🎧 8. და ისიც, ვინც იოტისოდენა ავი ჰქმნა, იხილავს იმას (სამაგიერო მიეზღვება)! (ზალზალა: 1-8)
თაფსირი:
1. როცა დედამიწა შეირყევა შერყევით. როცა მიწა ძლიერად შეირყევა, როგორც ეს მოხდება (განკითხვის) დღეს.
2. როცა გადაყრის დედამიწა თავის სიმძიმეთ და მიწა ამოაგდებს თავის წიაღიდან ყველაფერს, რაც მასში იყო, მათ შორის მკვდრებს და სხვებს.
3. და იტყვის ადამიანი: რა ემართება მას? და ადამიანი დაბნეული იტყვის: რა ემართება მიწას, რატომ ირყევა და შფოთავს ასე?!
4. სწორედ იმ დღეს მოყვება იგი (დედამიწა) თავის ამბავს. იმ დიდებულ დღეს მიწა მოჰფენს ნათელს ყველაფერს, რაც მასზე იქნა ჩადენილი — როგორც სიკეთეს, ისე ბოროტებას.
5. იმიტომ, რომ შენი ღმერთი ზეშთააგონებს (დედამიწას). რადგან ალლაჰმა გააცნობა მას (მიწას) ეს ყველაფერი და უბრძანა ამის გაკეთება.
6. სწორედ იმ დღეს გამოვარდებიან ადამიანები დაყოფილი, რათა უჩვენონ მათ მათი საქმენი. იმ დიდებულ დღეს, როცა მიწა იძვრის, ადამიანები გამოყოფილნი იქნებიან სხვადასხვა ჯგუფებად სასამართლო ადგილისგან, რათა ნახონ თავიანთი ქმედებები, რომლებიც ამ ცხოვრებაში ჩაიდინეს.
7. და ის, ვინც იოტისოდენა სიკეთე მაინც ჰქმნა, იხილავს იმას (ჯილდოს მიიღებს)! ვინც პატარა ჭიანჭველას წონის სიკეთესა და სათნოების საქმეს ჩადის, ის მას თავის წინ დაინახავს.
8. და ისიც, ვინც იოტისოდენა ავი ჰქმნა, იხილავს იმას (სამაგიერო მიეზღვება)! და ვინც ჩადის მისი (ჭიანჭველას) წონის ბოროტ საქმეს, ისიც თავის წინ დახვდება.

შეკითხვა 3: წაიკითხე სურა "ალ-ადიათ" და განმარტე ის.

პასუხი: სურა "ალ-ადიათ" და მისი თაფსირი:
🎧 სახელითა ალლაჰისა მოწყალისა, მწყალობლისა.
🎧 1. ვფიცარ ქოშინით მერბენალთ (ცხენებს). 🎧 2. მფრქვეველთ ნაპერწკლისას. 🎧 3. თავდამსხმელთ დილაადრიან. 🎧 4. აჰა, მათ იქით აჰყარეს მტვერი. 🎧 5. რომელნიც იმათ რაზმებში შეიჭრნენ. 🎧 6. ჭეშმარიტად, ადამიანი თავისი ღმერთის უმადურია. 🎧 7. და ამის მოწმე თვითონაა. 🎧 8. მისი სიყვარული ფუფუნების მიმართ მტკიცეა. 🎧 9. განა არ იცის, რომ ყველა საფლავში მყოფი უნდა გაცოცხლდეს და წამოდგეს? 🎧 10. და გამოაშკარავებდა, რაც გულებშია, 🎧 11. ჭეშმარიტად, სწორედ იმ დღეს მათი ღმერთი მათი მცოდნეა. (ალ-ადიათ: 1-11)
განმარტება:
1. ვფიცარ ქოშინით მერბენალთ (ცხენებს). 1- (ვფიცავ ქოშინით მორბენალს): ალლაჰი იფიცება ცხენებით, რომელნიც ძნელად სუნთქავენ ძლიერი სირბილისგან.
2. მფრქვეველთ ნაპერწკლისას. ალლაჰი ფიცულობს იმ ცხენებს, რომლებიც თავიანთი ჩლიქებით ცეცხლს აბრიალებენ, როდესაც მათი ჩლიქები კლდეებს ეხება ძლიერად დარტყმისას.
3. თავდამსხმელთ დილაადრიან. 3- (თავდამსხმელთ დილაადრიან): ალლაჰი იფიცება ცხენებით, რომლებიც თავს ესხმიან დილით მტრებს.
4. აჰა, მათ იქით აჰყარეს მტვერი. და ისინი თავიანთი გარბენით მტვერს აყენებენ
5. რომელნიც იმათ რაზმებში შეიჭრნენ. და თავიანთ მხედრებთან ერთად ისინი შეიჭრებიან მტრის ჯარის შუაგულში.
6. ჭეშმარიტად, ადამიანი თავისი ღმერთის უმადურია. მართლაც, ადამიანი ძალიან ძუნწია იმ სიკეთესთა მიმართებაში, რომელსაც ალლაჰი მას სთხოვს.
7. და ამის მოწმე თვითონაა. და მართლაც, ის თვითონვე მოწმობს თავისი სიკეთის შეზღუდვას; ის ვერ შეძლებს ამის უარყოფას, რადგან ეს იმდენად ნათელია.
8. მისი სიყვარული ფუფუნების მიმართ მტკიცეა. და მას უკიდურესად უყვარს სიმდიდრე და ძუნწობს.
9. განა არ იცის, რომ ყველა საფლავში მყოფი უნდა გაცოცხლდეს და წამოდგეს? ნუთუ არ იცის ამ ამპარტავანმა ადამიანმა, რომელიც ამქვეყნიურ ცხოვრებასაა დამონებული, რომ ალლაჰი აღადგენს საფლავებიდან მკვდრებს და გამოიყვანს მიწიდან ანგარიშისა და საზღაურისთვის? და რომ საქმე სულ სხვაგვარად იქნება, ვიდრე ის წარმოიდგენდა?!
10. და გამოაშკარავებდა, რაც გულებშია, და გამოაშკარავდება და ცხადი გახდება გულებში არსებული განზრახვები, რწმენები.
11. ჭეშმარიტად, სწორედ იმ დღეს მათი ღმერთი მათი მცოდნეა. ჭეშმარუტად, მათ ღმერთს იმ დღეს მათზე კარგად უწყის, მას არ დაემალება თავისი მონების საქმეებიდან არაფერი, და ის მათ ამისთვის შესაბამისს საზღაურს მიაგებს.

შეკითხვა 4: წაიკითხე სურა "ალ-ყარი'ა" და განმარტე ის.

სურა "ალ-ყარი'ა" და მისი თაფსირი:
🎧 სახელითა ალლაჰისა მოწყალისა, მწყალობლისა.
🎧 1. ქვეყნიერების აღსასრულის დრო! 🎧 2. რა არის ქვეყნიერების აღსასრულის დრო? 🎧 3. და რა გაცნობოს შენ, რა არის ქვეყნიერების აღსასრულის დრო? 🎧 4. იმ დღეს ადამიანები გაფანტულნი იქნებიან პეპლებივით. 🎧 5. მთები კი ფერადი აჩეჩილი მატყლივით. 🎧 6. და იმას, ვისი სასწორიც მძიმე იქნება, 🎧 7. ნეტარი ცხოვრება ელის. 🎧 8. ხოლო ვისი სასწორიც მსუბუქი იქნება. 🎧 9. მათი სამყოფელი ქვესკნელია(ჰავიეა) 🎧 10. და რამ გაცნობოს შენ რა არის იგი(ჰავიე)? 🎧 11. ცეცხლია აალებული. (ალ-ყარი'ა: 1-11)
განმარტება:
1. ქვეყნიერების აღსასრულის დრო! ეს ის საათია, როცა გულები განცვიფრდება მისი სიდიადისგან და საშინელებისგან.
2. რა არის ქვეყნიერების აღსასრულის დრო? რომელია ის საათი, რომელიც საშინლად აშინებს ადამიანების გულებს?!
3. და რა გაცნობოს შენ, რა არის ქვეყნიერების აღსასრულის დრო? საიდან უნდა იცოდე ო შუამავალო, რა არის ეს საათი, რომელიც საშინლად აფრთხობს გულებს?! ჭეშმარიტად ეს განკითხვის დღეა.
4. იმ დღეს ადამიანები გაფანტულნი იქნებიან პეპლებივით. იმ დღეს, როდესაც ადამიანების გულები იქნება შე ძრული, ისინი იქნებიან როგორც გაფანტული პეპლები, აქეთ-იქით მიმოფანტულნი.
5. მთები კი ფერადი აჩეჩილი მატყლივით. მთები იქნება როგორც აფუებული მატყლი, მათი მსუბუქი მოძრაობითა და სიარულით.
6. და იმას, ვისი სასწორიც მძიმე იქნება, რაც შეეხება იმას, ვისი კეთილი საქმეებიც გადასწონის მის ცუდ საქმეებს.
7. ნეტარი ცხოვრება ელის. ის იქნება დამაკმაყოფილებელ ცხოვრებაში და შევა სამოთხეში.
8. ხოლო ვისი სასწორიც მსუბუქი იქნება. რაც შეეხება მას, ვისი ცუდი საქმეები აღემატება მის კეთილ საქმეებს.
9. მათი სამყოფელი ქვესკნელია(ჰავიეა) მაშინ მისი საცხოვრებელი და განსასვენებელი განკითხვის დღეს იქნება ჯოჯოხეთი.
10. და რამ გაცნობოს შენ რა არის იგი(ჰავიე)? და რა გაგაგებინებს შენ, ო მოციქულო, რა არის ის?!
11. ცეცხლია აალებული. ეს არის ძლიერი ცეცხლი

შეკითხვა 5: წაიკითხე სურა "ათ-თაქასურ" და განმარტე ის.

პასუხი: სურა "ათ-თაქასურ" და მისი თაფსირი:
🎧 სახელითა ალლაჰისა მოწყალისა, მწყალობლისა.
🎧 1. გაუტაცნიხართ მომხვეჭელობას. 🎧 2. ვიდრე სამარეებს არ იხილავთ. 🎧 3. არა, მალე გეცოდინებათ. 🎧 4. მერე, დიახ, მალე გეცოდინებათ. 🎧 5. ო, არა! ნეტავ გცოდნოდათ ცოდნით უეჭველობა(ე.ი სიკვდილი). 🎧 6. უსათუოდ იხილავთ ჯოჯოხეთს. 🎧 7. უსათუოდ იხილავთ მას თვალნათვლივ. 🎧 8. მერე იმ დღეს, აუცილებლად მოგეკითხებათ, რაც გებოძათ! (ათ-თაქასურ: 1-8)
განმარტება:
1. გაუტაცნიხართ მომხვეჭელობას. ჰეი ხალხნო, მომხვეჭელობამ გაიტაცათ თქვენი ქონებით და შვილებით და დაგაშორათ ალლაჰის მორჩილებას.
2. ვიდრე სამარეებს არ იხილავთ. აქამდე, სანამ მოკვდებოდით და თქვენს საფლავებში არ შესულიყავით.
3. არა, მალე გეცოდინებათ. რა გემართებათ, რომ მომხეჭელობის გამო შორდებით ალლაჰის მორჩილებას, და გაიგებთ თქვენი ამ საქმის საზღაურს უეჭველად.
4. მერე, დიახ, მალე გეცოდინებათ. მერე გაიგებთ მის შედეგს.
5. ო, არა! ნეტავ გცოდნოდათ ცოდნით უეჭველობა(ე.ი სიკვდილი). მართლაც, თუ თქვენ ნამდვილად იცოდით, რომ ალლაჰთან მიბრუნდებით და ის თქვენს საქმეებზე მოგისჯით, არ დაკავდებოდით ქონებითა და შვილების ტრაბახით.
6. უსათუოდ იხილავთ ჯოჯოხეთს. ვფიცავ ალლაჰს, თქვენ აუცილებლად იხილავთ ცეცხლს განკითხვის დღეს.
7. უსათუოდ იხილავთ მას თვალნათვლივ. შემდეგ იხილავთ მას უტყუარად, ეჭვის გარეშე.
8. მერე იმ დღეს, აუცილებლად მოგეკითხებათ, რაც გებოძათ! შემდეგ ალლაჰი აუცილებლად გკითხავთ იმ დღეს იმ წყალობებზე, რაც თქვენ მოგანიჭათ, ჯანმრთელობაზე, სიმდიდრეზე და სხვა წყალობებზე.

შეკითხვა 6: წაიკითხე სურა "ალ-ასრ" და განმარტე ის.

პასუხი: სურა "ალ-ასრ" და მისი თაფსირი:
🎧 სახელითა ალლაჰისა მოწყალისა, მწყალობლისა.
🎧 1. ვფიცავ, 'ასრს ! 🎧 2. ჭეშმარიტად, ადამიანი წაგებულია! 🎧 3. გარდა მათი, რომელთაც ირწმუნეს და აკეთეს სიკეთენი, და ერთმანეთს ჭეშმარიტებასა და მოთმინებას ამცნობენ! (ალ-ასრ: 1-3)
განმარტება:
1. ვფიცავ, 'ასრს ! ალლაჰმა დაიფიცა დროზე
2. ჭეშმარიტად, ადამიანი წაგებულია! ანუ: ყველა ადამიანი ზიანსა და დაღუპვაშია.
3. გარდა მათი, რომელთაც ირწმუნეს და აკეთეს სიკეთენი, და ერთმანეთს ჭეშმარიტებასა და მოთმინებას ამცნობენ! გარდა მათგან, ვინც რწმენა შეიძინა და კეთილი საქმით დაკავდა, და ამასთან ერთად, ვინც სიმართლისკენ მოუწოდა და მოითმინა მასზე, ესენი არიან იმათ შორის, ვინც გადარჩება დაკარგვისგან.

შეკითხვა 7: წაიკითხე სურა "ალ-ჰუმაზა" და განმარტე ის.

პასუხი: სურა "ალ-ჰუმაზა" და მისი თაფსირი:
🎧 სახელითა ალლაჰისა მოწყალისა, მწყალობლისა.
🎧 1. ვაი, ყოველ ზურგს უკან მქირდავს, გამკილავს. 🎧 2. რომელმაც მოიხვეჭა ქონება და აგროვებს. 🎧 3. და ჰგონია, რომ სიმდიდრე მარადიულად აცოცხლებს. 🎧 4. არა, იგი ჩაგდებულ იქნება ჰუტამაში. 🎧 5. და რამ გაცნობოს შენ, რა არის ჰუტამა? 🎧 6. ცეცხლია ალლაჰისა, აალებული, 🎧 7. რომელიც გულს ედება. 🎧 8. ჭეშმარიტად, იგი მათზე იქნება თაღად გადადგმული, 🎧 9. ასვეტილ ბურჯებზე. (ალ-ჰუმაზა: 1-9)
განმარტება:
1. ვაი, ყოველ ზურგს უკან მქირდავს, გამკილავს. უბედურება და ძლიერი სასჯელი იმათთვის, ვინც ბევრს ჭორაობს ადამიანებზე და მათზე ცილისწამებით ლაპარაკობს.
2. რომელმაც მოიხვეჭა ქონება და აგროვებს. ვისი ზრუნვაა სიმდიდრის დაგროვება და მისი დათვლა, მას სხვა ზრუნვა არ აქვს.
3. და ჰგონია, რომ სიმდიდრე მარადიულად აცოცხლებს. ის ფიქრობს, რომ მისი დაგროვილი სიმდიდრე გადაარჩენს მას სიკვდილისგან, ამიტომ დარჩება უკვდავი ამქვეყნიურ ცხოვრებაში.
4. არა, იგი ჩაგდებულ იქნება ჰუტამაში. საქმე ისე არ იქნება, როგორც წარმოუდგენია ამ უმეცარს. ის იქნება ჩაგდებული ცეცხლში, რომელიც ყლაპავს ყველაფერს რასაც მიწვდება.
5. და რამ გაცნობოს შენ, რა არის ჰუტამა? და რა გაცნობებს შენ - ო, მოციქულო - რა არის ეს ცეცხლი, რომელიც ანგრევს ყველაფერს, რაც მასში ჩაგდებულია?!
6. ცეცხლია ალლაჰისა, აალებული, ეს არის ალლაჰის ალმოდებული ცეცხლი.
7. რომელიც გულს ედება. რომელიც აღწევს ადამიანების სხეულებიდან მათ გულებში.
8. ჭეშმარიტად, იგი მათზე იქნება თაღად გადადგმული, ის დახურულია მასში მყოფ ტანჯულებზე.
9. ასვეტილ ბურჯებზე. გრძელი გაწელილი სვეტებით, რათა ვერ გამოვიდნენ იქიდან.

შეკითხვა 8: წაიკითხე სურა "ალ-ფიილ" და განმარტე ის.

პასუხი : სურა "ალ-ფიილ" და მისი განმარტება:
🎧 სახელითა ალლაჰისა მოწყალისა, მწყალობლისა.
🎧 1. განა არ დაინახე, როგორ მოექცა შენი ღმერთი სპილოს პატრონებს? 🎧 2. განა არ ჰქმნა მათი მკზავრობა ამაოდ? 🎧 3. და წარმოაგზავნა მათზე ჩიტები გუნდებად, 🎧 4. რომელთაც თავზე დააყარეს მათ ქვები გამომწვარი თიხისა. 🎧 5. და დაამსგავსა (ჰქმნა) ისინი (ბოგანოსგან (ყანის ჭიისაგან)) შეჭმული ყანის დაფლეთილ ფოთოლს! (ალ-ფიილ: 1-5)
განმარტება:
1. განა არ დაინახე, როგორ მოექცა შენი ღმერთი სპილოს პატრონებს? განა არ იცი, ო, მოციქულო, როგორ მოექცა შენი ღმერთი აბრაჰას და მის თანამზრახველებს, სპილოს მფლობელებს, როცა მათ ქააბას დანგრევა სურდათ?!
2. განა არ ჰქმნა მათი მკზავრობა ამაოდ? ალლაჰმა ჩაშალა მათი ხრიკები ისე, რომ ვერ შეძლეს მათი ჩანაფიქრის შესრულება.
3. და წარმოაგზავნა მათზე ჩიტები გუნდებად, და მოავლინა მათზე ჩიტები, რომლებიც მათთან მოდიოდნენ ჯგუფ-ჯგუფად.
4. რომელთაც თავზე დააყარეს მათ ქვები გამომწვარი თიხისა. ისინი ესროდნენ მათ გამაგრებული თიხის ქვებს.
5. და დაამსგავსა (ჰქმნა) ისინი (ბოგანოსგან (ყანის ჭიისაგან)) შეჭმული ყანის დაფლეთილ ფოთოლს! და ალლაჰმა ისინი აქცია ისე, როგორც ნათესის ფოთლები, რომლებიც შეჭამეს და გათელეს ცხოველებმა.

შეკითხვა 9: წაიკითხე სურა "ყურაიშ" და განმარტე ის.

პასუხი : სურა "ყურაიშ" და მისი თაფსირი:
🎧 სახელითა ალლაჰისა მოწყალისა, მწყალობლისა.
🎧 1. კავშირისათვის ყურაიშისა 🎧 2. მათი კავშირისათვის ზამთარ-ზაფხულ მოგზაურობისას, 🎧 3. დაე ეთაყვანონ ღმერთს ამ სახლისას(ქააბა). 🎧 4. რომელმაც დააპურა ისინი შიმშილისას, და დაიცვა შიშისას. (ყურაიშ: 1-4)
განმარტება:
1. კავშირისათვის ყურაიშისა ისინი შეიკრიბნენ, რომ ორგანიზება გაეკეთებინათ ზამთრის და ზაფხულის მგზავრობებისთვის.
2. მათი კავშირისათვის ზამთარ-ზაფხულ მოგზაურობისას, ზამთრის მოგზაურობა იემენში და ზაფხულის მოგზაურობა შამში უსაფრთხოდ.
3. დაე ეთაყვანონ ღმერთს ამ სახლისას(ქააბა). დაე, ეთაყვანონ მათ მხოლოდ ალლაჰს ამ სახლის ღმერთს (ქააბას) ერთადერთს, რომელმაც გაუადვილა მათთვის ეს ვაჭრობა და გადაადგილდებიან ყოველგვარი წინაღობის გარეშე.
4. რომელმაც დააპურა ისინი შიმშილისას, და დაიცვა შიშისას. მან, ვინც დააპურა ისინი შიმშილისგან და უზრუნველყო ისინი შიშისგან, იმის წყალობით, რომ არაბების გულებში ჩადო ჰარამის პატივისცემა და მისი მცხოვრებლების პატივისცემა.

შეკითხვა 10: წაიკითხ სურა "ალ-მა'უუნ" და განმარტე ის.

პასუხი: სურა "ალ-მა'უნ" და მისი განმარტება:
🎧 სახელითა ალლაჰისა მოწყალისა, მწყალობლისა.
🎧 1. გინახია, ვინც ცრუდ რაცხავს განკითხვის დღეს? 🎧 2. იგია სწორედ, ვინც ხელს კრავს ობოლს. 🎧 3. და არ აპურებს ღატაკს. 🎧 4. და ვაი იმ მლოცველთ. 🎧 5. რომელნიც უგულისყურონი არიან ლოცვებისადმი. 🎧 6. რომელნიც აჩვენებენ(რიაა - თავის მოსაწონებლად) 🎧 7. და უარს ამბობს დახმარებაზე. (ალ-მა'უნ: 1-7)
განმარტება:
1. გინახია, ვინც ცრუდ რაცხავს განკითხვის დღეს? განა გიცნია ის, ვინც უარყოფს სასჯელსა და ჯილდოს განკითხვის დღეს?!
2. იგია სწორედ, ვინც ხელს კრავს ობოლს. ეს არის ის, ვინც უხეშად განდევნის ობოლს მისი საჭიროებიდან.
3. და არ აპურებს ღატაკს. და არც თავის თავს მოუწოდებს და არც სხვებს ღარიბის გამოკვებაზე.
4. და ვაი იმ მლოცველთ. მაშ, დაღუპვა და სასჯელი მლოცველთათვის.
5. რომელნიც უგულისყურონი არიან ლოცვებისადმი. ისინი, ვინც თავიანთი ლოცვების მიმართ გულგრილნი არიან, არ ზრუნავენ მათზე, სანამ მათი დრო არ გავა.
6. რომელნიც აჩვენებენ(რიაა - თავის მოსაწონებლად) ისინი, ვინც თავიანთი ლოცვებითა და საქმეებით თვალთმაქცობენ, არ ასრულებენ საქმეს გულწრფელად ალლაჰისთვის.
7. და უარს ამბობს დახმარებაზე. და არ ეხმარებიან მათ, ვინც საჭიროებს ამას და არ ცდილობენ დაეხმარონ.

შეკითხვა 11: წაიკითხე სურა "ალ-ქავსარ" და განმარტე ის.

პასუხი: სურა "ალ-ქავსარ" და მისი თაფსირი:
🎧 სახელითა ალლაჰისა მოწყალისა, მწყალობლისა.
🎧 1. ჭეშმარიტად, შენ გიბოძეთ ქავსარი (მდინარე სამოთხეში). 🎧 2. ილოცე შენი ღმერთისათვის და მას შესწირე (შესაწირი). 🎧 3. ჭეშმარიტად, შენი მოძულე არის გარდაშენებული. (ალ-ქავსარ: 1-3)
განმარტება:
1. ჭეშმარიტად, შენ გიბოძეთ ქავსარი (მდინარე სამოთხეში). ჩვენ მოგანიჭეთ შენ, ო მოციქულო, უამრავი სიკეთე, და მათ შორის არის ქავსარის მდინარე სამოთხეში.
2. ილოცე შენი ღმერთისათვის და მას შესწირე (შესაწირი). და მადლიერი იყავი ალლაჰის ამ მოწყალებისთვის, ეთაყვანე მას ერთადერთს და შესწირე შესაწირი. იმის საპირისპიროდ, რასაც აკეთებენ ურწმუნოები და იმისთვის, რომ ამით დაუახლოვდე შენს ღმერთს.
3. ჭეშმარიტად, შენი მოძულე არის გარდაშენებული. ჭეშმარიტად, შენი მოძულე არის ყველა სიკეთისგან მოწყვეტილი, დავიწყებული, რომელიც თუ იხსენიება, იხსენიება ცუდად.

შეკითხვა 12: წაიკითხე სურა "ალ-ქააფირუუნ" და განმარტე ის.

პასუხი: სურა "ალ-ქააფირუუნ" და მისი თაფსირი:
🎧 სახელითა ალლაჰისა მოწყალისა, მწყალობლისა.
🎧 1. უთხარი: ჰეი, ურწმუნოებო! 🎧 2. არ ვცემ თაყვანს იმას, რასაც თქვენ ეთაყვანებით! 🎧 3. და თქვენ არა ხართ ჩემი სათაყვანოს მოთაყვანე. 🎧 4. და არცა მე ვარ მოთაყვანე იმის, რასაც თქვენ ეთაყვანებით, 🎧 5. და არც თქვენ ეთაყვანებით იმას, ვისაც მე ვეთაყვანები! 🎧 6. თქვენი რჯული თქვენ, და ჩემი რჯული მე! (ალ-ქააფირუუნ: 1-6)
განმარტება:
1. უთხარი: ჰეი, ურწმუნოებო! თქვი - ო, მოციქულო -: ო, თქვენ, ვინც უარყოფთ ალლაჰს.
2. არ ვცემ თაყვანს იმას, რასაც თქვენ ეთაყვანებით! ახლა და მომავალში არ ვეთაყვანები იმას, რასაც თქვენ ეთაყვანებით კერპებიდან.
3. და თქვენ არა ხართ ჩემი სათაყვანოს მოთაყვანე. და არც თქვენ თაყვანს სცემთ იმას, რასაც მე ვთაყვანობ, ანუ მხოლოდ ალლაჰს.
4. და არცა მე ვარ მოთაყვანე იმის, რასაც თქვენ ეთაყვანებით, და არც მე ვეთაყვანები იმას, რასაც თქვენ ეთაყვანებით კერპებიდან.
5. და არც თქვენ ეთაყვანებით იმას, ვისაც მე ვეთაყვანები! და არც თქვენ თაყვანს სცემთ იმას, რასაც მე ვეთაყვანები, ანუ მხოლოდ ალლაჰს.
6. თქვენი რჯული თქვენ, და ჩემი რჯული მე! თქვენ გაქვთ თქვენი რელიგია, რომელიც თქვენ გამოიგონეთ საკუთარ თავებისთვის, ხოლო მე მაქვს ჩემი რელიგია, რომელიც ალლაჰმა გამომიცხადა მე.

შეკითხვა 13: წაიკითხე სურა "ან-ნასრ" და განმარტე ის.

პასუხი: სურა "ან-ნასრ" და მისი თაფსირი:
🎧 სახელითა ალლაჰისა მოწყალისა, მწყალობლისა.
🎧 1. როცა მოაწევს ღმერთის შეწევნა და გამარჯვება, 🎧 2. და დაინახავ ადამიანებს, ალლაჰის რელიგიაში შემავალთ გუნდებად. 🎧 3. და განადიდე შენი ღმერთი და სთხოვე შენდობა! და, ჭეშმარიტად, იგია ყოვლისმიმტევებელი. (ან-ნასრ: 1-3)
განმარტება:
1. როცა მოაწევს ღმერთის შეწევნა და გამარჯვება, როდესაც მოვა ალლაჰის დახმარება შენი რელიგიისთვის, ო მოციქულო, და მისი გაძლიერება მას, და მოხდება მექას დაპყრობა.
2. და დაინახავ ადამიანებს, ალლაჰის რელიგიაში შემავალთ გუნდებად. და დაინახავ, რომ ადამიანები შედიან ისლამში დელეგაცია დელეგაციის შემდეგ.
3. და განადიდე შენი ღმერთი და სთხოვე შენდობა! და, ჭეშმარიტად, იგია ყოვლისმიმტევებელი. მაშ, იცოდე, რომ ეს არის ნიშანი იმ მისიასთან ახლოს დასრულებაზე, რისთვისაც გაგზავნილი ხარ, და შენი სიცოცხლის ვადის და შენი ღმერთთან შეხვედრის სიახლოვეზე. ამიტომ ადიდე შენი უფლის დიდება და მადლობა გადაუხადე მას გამარჯვებისა და მექქას აღების წყალობისთვის, და სთხოვე მას მიტევება; ჭეშმარიტად, ის არის მომტევებელი, იღებს თავისი მსახურების მონანიებას და მიუტევებს მათ.

შეკითხვა 14: წაიკითხე სურა "ალ-მასად" და განმარტე ის.

პასუხი: სურა "ალ-მასად" და მისი განმარტება:
🎧 სახელითა ალლაჰისა მოწყალისა, მწყალობლისა.
🎧 1. დაე, გაუხმეს ებუ ლეჰებს ხელები; და გაუხმა კიდეც! 🎧 2. მას ვერც სიმდიდრემ და ვერც მონაპოვარმა უშველა... 🎧 3. დაე, შენთებულ იქმნეს ალმოდებულ ცეცხლში! 🎧 4. და მისი ცოლი შეშის მზიდავი... 🎧 5. კისერზე საბელჩამოკიდებული! (ალ-მასად: 1-5)
განმარტება:
1. დაე, გაუხმეს ებუ ლეჰებს ხელები; და გაუხმა კიდეც! დარჩებიან არაფრით შუამავლის ბიძის აბუ ლაჰაბის ხელები. მისი საქმეებიც ფუჭი იქნება. ის ყველნაირად ცდილობდა შუამავლის განადგურებას, მაგრამ მისი საქმეები ფუჭი აღმოჩნდა.
2. მას ვერც სიმდიდრემ და ვერც მონაპოვარმა უშველა... რა არგო მას მისი სიმდიდრემ და შვილებმა? მათ ვერ აარიდეს მას სასჯელი და ვერ მოუტანეს მას წყალობა.
3. დაე, შენთებულ იქმნეს ალმოდებულ ცეცხლში! ის შევა განკითხვის დღეს ალმოდებულ ცეცხლში, დაიტანჯება მისი სიცხით.
4. და მისი ცოლი შეშის მზიდავი... მისი ცოლი უმ ჯამილა, რომელიც ასევე ხელს უშლიდა შუამავალს და მის გზაზე ეკლებს უყრიდა, შევა ჯოჯოხეთში და შეშას მოუნთობს თავის ქმრის დასაწვავ ცეცხლს.
5. კისერზე საბელჩამოკიდებული! მის კისერზეა მჭიდროდ დაგრეხილი თოკი, რომლითაც მიჰყავთ იგი ცეცხლში.

შეკითხვა 15: წაიკითხე სურა "ალ-იხალს" და განმარტე ის.

პასუხი: სურა "ალ-იხლას" და მისი თაფსირი:
🎧 სახელითა ალლაჰისა მოწყალისა, მწყალობლისა.
🎧 1. თქვი: იგია, ალლაჰი ერთადერთი! 🎧 2. ალლაჰი „სამედია(თვითკმარი“) 🎧 3. არ შობილა და არც უშვია 🎧 4. და არც არავინ ყოფილა მისი ბადალი! (ალ-იხლას: 1-4)
განმარტება:
"თქვი იგია, ალლაჰი ერთადერთი თქვი - ო, მოციქულო -: ის არის ალლაჰი, არ არსებობს სხვა ღმერთი მის გარდა.
2. ალლაჰი „სამედია(თვითკმარი“) ანუ: მასთან აღიმართება ქმნილებების საჭიროებები.
3. არ შობილა და არც უშვია მას არ ჰყავს შვილი — წმინდაა იგი — და არც მშობელი.
4. და არც არავინ ყოფილა მისი ბადალი! და არ არსებობს მისი მსგავსი მის შექმნილებში.

შეკითხვა 16: წაიკითხე სურა "ალ-ფალაყ" და განმარტე ის.

პასუხი: სურა "ალ-ფალაყ" და მისი თაფსირი:
🎧 სახელითა ალლაჰისა მოწყალისა, მწყალობლისა.
🎧 1. თქვი: მივეკედლები აისის უფალს 🎧 2. სიავისაგან იმისა, რაც მან შექმნა. 🎧 3. სიავისაგან წყვდიადისა, როცა იგი ფარავს, 🎧 4. სიავისაგან კვანძებზე მბერავ(ჯადოქარ)თა. 🎧 5. და სიავისაგან მოშურნისა, როცა იგი შურიანობს. (ალ-ფალაყ: 1-5)
განმარტება:
1. თქვი: მივეკედლები აისის უფალს თქვი - ო, მოციქულო -: მე შევაფარე თავი განთიადის უფალს და ვთხოვ მას შეწევნას.
2. სიავისაგან იმისა, რაც მან შექმნა. იმ ბოროტებისგან, რაც ქმნილებებიდან გვაზიანებს.
3. სიავისაგან წყვდიადისა, როცა იგი ფარავს, და ვეძებ ალლაჰში თავშესაფარს იმ ბოროტებებისგან, რომლებიც ღამით ჩნდებიან ცხოველებისა და ქურდებისგან.
4. სიავისაგან კვანძებზე მბერავ(ჯადოქარ)თა. და ვეძებ მასში თავშესაფარს ჯადოქრების ბოროტებისგან, რომლებიც უბერავენ კვანძებზე.
5. და სიავისაგან მოშურნისა, როცა იგი შურიანობს. და შურიანი ადამიანის ბოროტებისგან, რომელსაც სძულს ადამიანები, როდესაც შურს მათ ის წყალობები, რაც ალლაჰმა უბოძა მათ, სურს მათი მოცილება მათგან და მათთვის ზიანის მიყენება.

შეკითხვა 17: წაიკითხე სურა ან-ნას და განმარტე ის:

პასუხი: სურა ან-ნას და მისი განმარტება:
🎧 სახელითა ალლაჰისა მოწყალისა, მწყალობლისა.
🎧 1. თქვი: მივეკედლები ღმერთს ადამიანთა, 🎧 2. უფალს ადამიანთა, 🎧 3. ღვთაებას ადამიანთა. 🎧 4. სიავისგან დაფარული მაცდუნებლისა, 🎧 5. რომელიც ცდუნებას თესავს კაცთა გულებში, 6. (ეშმაკი გინდ იყოს) ჯინთაგან და კაცთაგან. (ან-ნას: 1-6)
განმარტება:
1. თქვი: მივეკედლები ღმერთს ადამიანთა, მე შევაფარე თავი განთიადის უფალს და ვთხოვ მას შეწევნას.
2. უფალს ადამიანთა, ის მართავს მათ როგორც სურთ, რამეთუ არ არის მეუფე მის გარდა.
3. ღვთაებას ადამიანთა. ის არის მათი ჭეშმარიტი თაყვანისცემის ობიექტი; არ არსებობს მათთვის სხვა ღმერთი, რომელიც ღირსია თაყვანისცემის მის გარდა.
4. სიავისგან დაფარული მაცდუნებლისა, ეშმაკის ბოროტებისგან, რომელიც თავის ეჭვებს უგზავნის ადამიანებს.
5. რომელიც ცდუნებას თესავს კაცთა გულებში, ის თავის ეჭვებს აგდებს ადამიანების გულებში.
6. (ეშმაკი გინდ იყოს) ჯინთაგან და კაცთაგან. ანუ: ეჭვების გამომწვევი შეიძლება იყოს ადამიანებიდან და შეიძლება იყოს ჯინებიდან.
******

თავი: ჰადისები14

პირველი ჰადისი: შეკითხვა 1: დააბოლოვე ჰადისი: "ჭეშმარიტად საქმეები ფასდება განზრახვით...", და მოიყვანე მისი ზოგიერთი სარგებელი.

პასუხი: მორწმუნეების მმართველი აბუ ჰაფს უმარ იბნ ალ-ხატტაბმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა: გავიგონე, რომ შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: "ჭეშმარიტად საქმეები ფასდება მათი განზრახვით, და ყველა იმას მიიღებს, რაც განიზრახა. ვისი ჰიჯრეთი(გადასახლება) იყო ალლაჰისა და მისი შუამავლისთვის, მაშინ მისი ჰიჯრეთი იქნება ალლაჰისთვის და მისი შუამავლისთვის, ხოლო ვისი ჰიჯრეთიც იყო ამქვეყნიურისთვის ან ქალისთვის, მაშინ მისი ჰიჯრეთი იქნება იმისთვის, რისთვისაც გადასახლდა". გადმოსცა ბუხარიმ და მუსლიმმა.
სარგებელი ჰადისიდან:

1 - ყველა საქმეს აუცილებლად უნდა ჰქონდეს განზრახვა(ნიეთი): ლოცვას, მარხვას, ჰაჯობას და სხვა საქმეებს.
2 - აუცილებელია, რომ განზრახვა იყოს გულწრფელად ალლაჰის გულისთვის.

მეორე ჰადისი: შეკითხვა 2: დააბოლოვე ჰადისი: "ვინც შეიტანს სიახლეს ჩვენს საქმეში ...", და მოიყვანე რამდენიმე სარგებელი.

პასუხი: მორწმუნეების დედისგან აიშასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი)გადმოცემულია, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: "ვინც შეიტანს ჩვენს ამ საქმეში რაიმე სიახლეს, რაზეც არ იყო ჩვენი ბრძანება - ის იქნება უარყოფილი". გადმოსცა ბუხარიმ და მუსლიმმა.
სარგებელი ჰადისიდან:

1 - რელიგიაში სიახლის შეტანის აკრძალვა.
2 - სიახლით შემოტანილი საქმეები უარყოფილია და არ არის მიღებული.

მესამე ჰადისი: შეკითხვა 3: დააბოლოვე ჰადისი: "ერთხელ ჩვენ ვიჯექით შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას)..., და მოიყვანე სარგებელი ჰადისიდან.

პასუხი: უმარ იბნ ალ-ხატტაბისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემულია, რომელმაც თქვა: "როდესაც ჩვენ ვიჯექით შუამავალთან ერთად (ალლაჰის მშვიდობა და ლოცვა მას), ჩვენთან გამოჩნდა კაცი თეთრი სამოსით, შავი თმებით, რომელსაც არავინ ჩვენგან არ იცნობდა. ის დაჯდა შუამავალთან, თავისი მუხლები მის მუხლებთან დააწყო, ხელები დააწყო გვერდებზე და უთხრა მას: "ო მუჰამმად მომიყევი ისლამზე". მან უთხრა: "ისლამი არის: რომ დაამოწმო არ არსებობს ღმერთი, გარდა ალლაჰისა და რომ მუჰამმადი მისი შუამავალია, შეასრულო ლოცვა, გასცე ზაქათი, იმარხო რამადანი და შეასრულო ჰაჯობა თუ შეგიძლია". მან თქვა: "მართალი ხარ". ჩვენ გაგვიკვირდა ძალიან და შემდეგ მან ჰკითხა: "მომიყევი რწმენაზე". თქვა: "რწმენა არის, რომ ირწმუნო ალლაჰის, მისი ანგელოზების, მისი წიგნების, მისი შუამავლების, ბოლო დღის და ბედისწერის მისი კარგით და ცუდით". მან თქვა: "მართალი ხარ". შემდეგ ჰკითხა: "მომიყევი გულწრფელობაზე". უთხრა: "ეთაყვანე ალლაჰს ისე, თითქოსდა ხედავ მას, როცა შენ მას ვერ ხედავ, ჭეშმარიტად ის გხედავს შენ". შემდეგ უთხრა: "მომიყევი ბოლო საათზე". თქვა: "მკითხველმა არ იცის იმაზე მეტი, რაც იმან ვისაც ჰკითხა". თქვა: "მომიყევი მის ნიშნებზე". მან თქვა: "მონა შობს თავის ბატონს და შენ დაინახავ ფეხშიშვლებს და ტიტვლებს, მწყემსებს, რომლებიც ერთმანეთს მაღალი შენობების აშენებაში ეჯიბრებიან". შემდეგ ეს კაცი წავიდა. და შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას ) თქვა: "ო უმარ! იცი ვინ იყო ის, ვინც მეკითხებოდა?" . მე ვუთხარი: "ალლაჰმა და მისმა შუამავალმა იცის". თქვა: "ის იყო ჯიბრილი, რომელიც მოვიდა იმისთვის, რომ გასწავლოთ თქვენი რელიგია". გადმოსცა მუსლიმმა.
სარგებელი ჰადისიდან:

1 - ჰადისში მოხსენიებულია ისლამის ხუთი საფუძველი; ესენია:
დამოწმება, რომ არ არსებობს ღმერთი, გარდა ალლაჰისა და მუჰამმადი მისი შუამავალია.
ლოცვის შესრულება.
ზაქათის გადახდა.
მარხვა რამადანში.
ჰაჯობა ჰარამის მეჩეთში.
2 - ჰადისში მოხსენიებულია რწმენის საფუძვლები. ესენია ექვსი:
რწმენა ალლაჰის.
მისი ანგელოზების.
მისი წიგნების.
მისი შუამავლების.
განკითხვის დღის.
და ბედისწერის მისი კარგით და ცუდით.
3 - ჰადისში მოხსენიებულია გულწრფელობის ფუძე. ის არის ერთი საფუძველი, რომელიც მოიცას ალლაჰზე თაყვანისცემას ისე თითქოს ვხედავდეთ მას, როცა ვერ ვხედავთ და ის გხედავს ჩვენ.
4 - განკითხვის დღის დადგომის დროზე, რომელიც არავინ არ იცის მასზე, გარდა ალლაჰისა.

მეოთხე ჰადისი: შეკითხვა 4: დააბოლოვე ჰადისი "ყველაზე სრულყოფილი რწმენით არის...", და მოიყვანე სარგებელი ჰადისიდან.

პასუხი: აბუ ჰურაირა ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის მშვიდობა და ლოცვა მას) თქვა: "ყველაზე სრულყოფილი რწმენის არის ის, ვისაც საუკეთესო ზნეობა აქვს". გადმოსვა თირმიზიმ და თქვა: "ჰადისი არის ჰასან, საჰიჰ".
სარგებელი ჰადისიდან:

1- საუკეთესო ზნეობისკენ მოწოდება.
2 - ზნეობის სრულყოფილება - რწმენის სრულყოფილების ნიშანია.
3 - რწმენა იზრდება და მცირდება.

მეხუთე ჰადისი: შეკითხვა 5: დააბოლოვე ჰადისი: ვინც დაიფიცა ალლაჰის გარდა ...", და მოიყვანე სარგებელი ჰადისიდან.

პასუხი: იბნ უმარი (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: "ვინც დაიფიცა ალლაჰის გარდა სხვაზე, ჩავარდა ქუფრში ან შირქში". გადმოსცა თირმიზიმ.
სარგებელი ჰადისიდან:

- არ შეიძლება რაიმეზე ან ვინმეზე დაფიცება ალლაჰის გარდა.
- ალლაჰის გარდა სხვაზე დაფიცება არის პატარა შირქი.

მეექვსე ჰადისი: შეკითხვა 6: დააბოლოვე ჰადისი: "არ ირწმუნებს თქვენგან არავინ, სანამ არ ვეყვარები ...", და მოიყვანე სარგებელი ჰადისიდან.

პასუხი: ანასი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: "არ ირწმუნებს თქვენგან არავინ, სანამ არ შემიყვარებს მე თავის მამაზე, შვილზე და ყველა ადამიანზე მეტად". გადმოსცა ბუხარიმ და მუსლიმმა.
სარგებელი ჰადისიდან:

- შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სიყვარული სავალდებულია ყველა ადამიანზე მეტად.
- ეს არის რწმენის სრულყოფილების ნაწილი.

მეშვიდე ჰადისი: შეკითხვა 7: დააბოლოვე ჰადისი: "არ ირწმუნებს თქვენგან არავის მანამ, სანამ არ ისურვებს თავისი ძმისთვის ...", და მოიყვანე სარგებელი ჰადისიდან.

პასუხი: ანასი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: "არ ირწმუნებს თქვენგან არავინ მანამ, სანამ არ ისურვებს თავისი ძმისთვის იმას, რაც სურს საკუთარი თავისთვის". გადმოსცა ბუხარიმ და მუსლიმმა.
სარგებელი ჰადისიდან:

1 - მორწმუნეებზე ვალდებულება არის, რომ თავისი ძმისთვის სურდეს სიკეთე ისევე, როგორც საკუთარი თავისთვის.
2 - ეს არის რწმენის სრულყოფილების ნაწილი.

მერვე ჰადისი: შეკითხვა 8: დააბოლოვე ჰადისი: "რომლის ხელშიც არის ჩემი სული....", და მოიყვანე სარგებელი ჰადისიდან.

პასუხი: აბუ საიდ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილლი) გადმოსცემს, რომ შუამავალმა(ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: "ვფიცავ იმას, ვის ხელშიც არის ჩემის სული, ის არის ყურანის მესამედი". გადმოსცა ბუხარიმ.
სარგებელი ჰადისიდან:

1 - სურა ალ-იხლასის სარგებლობა.
2 - და რომ ის ტოლია ყურანის მესამედის(თავისი მადლით).

მეცხრე ჰადისი: შეკითხვა 9: დააბოლოვე ჰადისი "არ არსებობს ძალა და ძლევამოსილება გარდა ალლაჰისა ...", და მოიყვანე სარგებელი ჰადისიდან.

პასუხი: აბუ მუსა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ შუამავალმა თქვა: "არ არსებობს ძალა და ძლევამოსილება გარდა ალლაჰისა - არის განძი სამოთხის განძთაგან". გადმოსცა ბუხარიმ და მუსლიმმა.
სარგებელი ჰადისიდან:

1 - ამ სიტყვების მადლი და სარგებლობა ის არის, რომ ის სამოთხის განძთაგანია.
2 - ალლაჰის მონას სჯერა, რომ არავის არ აქვს ძალა და შეძლება, რომ რამე შეცვალოს, გარდა ალლაჰისა.

მეათე ჰადისი: შეკითხვა 10: დააბოლოვე ჰადისი "ჭეშმარიტად სხეულში არის ერთი ორგანო...", და მოიყვანე სარგებელი ჰადისიდან.

პასუხი: ნუ'მან იბნ ბაშირ(ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: გავიგონე, რომ შუამავალმა თქვა: " ჭეშმარიტად, სხეულში არის პატარა ორგანო, თუ ის ჯანმრთელი იქნება მთელი სხეული ჯანმრთელი იქნება, ხოლო თუ ის გაფუჭდება მთელი სხეული გაფუჭდება, და ეს არის გული". გადმოსცა მუხარიმ და მუსლიმმა.
ზოგიერთი სარგებელი ჰადისიდან:

1 - გულის სიჯანმრთელე გამოიხატება გარეგანადაც და შინაგანადაც.
2 - გულის ჯანმრთელობით ჩანს ადამიანის ჯანმრთელობა(სხეულითაც და სულითაც).

მეთერთმეტე ჰადისი: შეკითხვა: დააბოლოვე ჰადისი: "ვისი ბოლო სიტყვაც იყო დედამიწაზე - ლაა ილააჰა ილლა ლლაჰ ...", და მოიყვანე სარგებელი.

პასუხი: მუ'აზ იბნ ჯაბალ(ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ შუამავალმა(ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: "ვისი ბოლო სიტყვაც იყო : ლაა ილააჰა ილლა ლლაჰ: შევიდა სამოთხეში". გადმოსცა აბუ დაუდმა.
ზოგიერთი სარგებელი ჰადისიდან:

1 - "ლაა ილააჰა ილლა ლააჰ" სიტყვების მადლი, რომლითაც მონა შედის სამოთხეში.
2 - და ვისი ბოლო სიტყვაც არის "ლაა ილააჰა ილლა ლაჰ", რა სარგებელს მოიტანს.

მეთორმეტე ჰადისი: შეკითხვა 12: დააბოლოვე ჰადისი: "მორწმუნე არ არის შეურაცხმყოფელი და მაწყევარი...", მოიყვანე სარგებელი ჰადისიდან.

პასუხი: აბდულლაჰ იბნ მას'უდი გადმოსცემს, რომ შუამავალმა თქვა: "მორწმუნე არ არის შეურაცხმყოფელი, არც მაწყევარი, არც უხამსობის ჩამდენი და არც უზრდელი". გადმოსცა თირმიზიმ.
სარგებელი ჰადისიდან:

1 - ნებისმიერი შეურაცხმყოფელი სიტყვების აკრძალვა.
2 - და რომ ეს არის მორწმუნის სახე მისი ენით.

მეცამეტე ჰადისი: შეკითხვა 13: დააბოლოვე ჰადისი "ადამიანის საუკეთესოდ რელიგიის მიყოლის ნიშანია...", და მოიყვანე ზოგიერთი სარგებელი.

პასუხი: აბუ ჰურაურა გადმოსცემს, რომ შუამავალმა თქვა: "ვინც საუკეთესოდ მიყვება თავის რელიგიას, მიატოვოს ის, რაც მას არ ეხება". გადმოსცა თირმიზიმ.
სარგებელი ჰადისიდან:

1 - ადამიანმა უნდა მიატოვოს ყველაფერი ამქვეყნის და რელიგიის საქმე, რაც მას არ ეხება.
2 - სხვისი საქმის მიტოვება ისლამის სრულყოფილების ნიშანია.

მეთოთხმეტე ჰადისი: შეკითხვა 14: დაასრულე ჰადისი : " ვინც წაიკითხა ერთი ასო ალლაჰის წიგნიდან ...", და მოიყვანე სარგებელი.

პასუხი: აბდულლაჰ ბნუ მას'უდი გადმოსცემს, რომ შუამავალმა თქვა: "ვინც წაიკითხავს ალლაჰის წიგნიდან ერთ ასოს, მას დაეწერება ერთი მადლი, რომელიც უდრის ათ მადლს. მე არ ვამბობ, რომ ალიფ ლაამ მიმ ერთი ასოა, არამედ ალიფი ერთი ასოა, ლამ ერთი ასოა და მიმ ერთი ასოა." გადმოსცა თირმიზიმ.
ზოგიერთი სარგებელი ჰადისიდან:

1 - ყურანის კითხვის მადლი.
2 - რომ ყოველი ასოზე გეწერება მადლი.
******

თავი: ისლამური ადაბი (ეტიკეტი)27

ადაბი ალლაჰთან მიმართებაში: შეკითხვა 1: როგორია ადაბი ალლაჰთან მიმართებაში?

პასუხი: 1 - დიდებული და ყოვალადქებული ალლაჰის განდიდება. თქვა ალლაჰმა: "ვერ შეაფასეს მათ ღმერთი ჯეროვნად, არადა მთელი დედამიწა მის ხელში აღმოჩნდება აღდგომის დღეს, ხოლო ზეცა ჩაიხვევა მის მკლავქვეშ! ქება-დიდება მას და დიდებულია იგი იმაზე, რასაც თანაზიარად უდგენენ!" (აზ-ზუმარ: 67)
2 - მას ერთზე თაყვანისცემა თანაზიარის დადგენის გარეშე. თქვა ალლაჰმა: "მათ არ ბრძანებიათ არაფერი იმის გარდა, რომ ალლაჰისათვის თაყვანი ეცათ გულწრფელად, როგორც ჰანიფებს". (ალ-ბაინია: 5)
3 - მასზე მორჩილება. თქვა ალლაჰმა: "ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ დაემორჩილეთ ალლაჰს". (მუჰამმად: 33)
4 - მასზე ურჩობის მიტოვება. თქვა ალლაჰმა: "ვინც ეურჩება ალლაჰს და მის შუამავალს, და გადავა მის საზღვრებს, შეიყვანს ცეცხლში, იქნება იქ მარადიულად და სწორედ მას - სასჯელი დამამცირებელი!" (ან-ნისა: 14)
5 - მადლიერების გამოხატვა მის მიერ ბოძებულ წყალობასა და ურიცხვ სიკეთეებზე. თქვა ალლაჰმა: "მადლიერნი იყავით ალლაჰის წყალობისა, თუკი მას ეთაყვანებით". (ან-ნაჰლ: 114)
6 - მოთინება მის ბედისწერაზე. თქვა ალლაჰმა: "მოითმინეთ, ჭეშმარიტად ალლაჰი მომთმენთანაა". (ალ-ანფალ: 46)

ადაბი შუამავალთან მიმართებაში: შეკითხვა 2: როგორია ადაბი შუამავალთან მიმართებაში?

პასუხი: 1 - მასზე მიყოლა და მისგან მაგალითის აღება. თქვა ალლაჰმა: "ვფიცავ, კარგი მაგალითი იყო თქვენთვის ალლაჰის შუამავალში, იმათთვის, ვინც ისწრაფვოდა ალლაჰისკენ და უკანასკნელი დღისკენ და ხშირად ახსენებდა ალლაჰს!" (ალ-აჰზაბ: 21)
2 - მასზე მორჩილება.
3 - მასზე ურჩობის მიტოვება. თქვა ალლაჰმა: "ვინც ემორჩილება შუამავალს, ჭეშმარიტად, ის ალლაჰის მორჩილია. და ვინც შეგაქციოს სახე, არ წარგვიგზანიხარ მათ დამცველად". (ან-ნისა: 80)
4 - დაჯერება იმისა, რაც მან გვამცნო. თქვა ალლაჰმა: "და არ მეტყველებს იგი თავისი ნებით. რამეთუ ეს მხოლოდ შთაგონებაა, რაც ზეშთაეგონა". (ან-ნაჯმ: 3-4)
5 - მის სუნაზე რაიმე სიახლის არ დამატება. თქვა შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): "ვინც შეიტანა ჩვენს საქმეში რაიმე სიახლე, რაც მასში არ იყო - ის იქნება უარყოფილი". შეთანხმებული.
6 - შეიყვაროს ის საკუთარ თავზე და ყველა ადამიანზე მეტად. თქვა შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): "არ ირწმუნებს თქვენგან არავინ მანამ, სანამ არ შემიყვარებს მე თავის მშობლებზე, თავის შვილებზე და ყველა ადამიანზე მეტად". შეთანხმული.
7 - მისი განდიდება, მასზე დახმარება და მის სუნნაზე დახმარება. თქვა ალლაჰმა: "რათა ირწმუნოთ ალლაჰი და მისი შუამავალი. პატივი დასდოთ მას(ალლაჰს), და ადიდოთ იგი დილით და საღამოს". (ალ - ფათჰ: 9)

ადაბი მშობლებთან მიმართებაში: შეკითხვა: როგორი უნდა იყოს ადაბი მშობლებთან მიმართებაში?

პასუხი: 1 - მშობლებზე მორჩილება იმაში, რაც ალლაჰმა არ აკრძალა.
2 - მშობლებზე მომსახურება.
3 - მშობლებზე დახმარება.
4 - მშობლების პრობლემების მოგვარება.
5 - მშობლებისთვის ალლაჰზე ვედრება.
6 - მასთან საუბარში პატივისცემის გამოხატვა, და არ უნდა თქვათ სიტყვა "უფფ".
7 - გაიღიმო მათთან და არ შეხედო მოღუშულმა.
8 - არ აამაღლა ხმა მშობლების ხმაზე მაღლა, დაიმდაბლე თავი მათ წინაშე, არ შეაწყვეტინო საუბარი, არ დაუძახო მათ სახელებით, და მიმართე : "მამაჩემო, დედაჩემო".
9 - მათ ოთახში შესვლილას ნებართვა სთხოვე.
10 - აკოცე მშობლებს ხელზე და თავზე.
თქვა ალლაჰმა:
"და დაგიდგინა შენმა ღმერთმა, რომ არ ეთაყვანოთ არავის მის გარდა, და კეთილად მოექცეთ მშობლებს. თუკი ორივე ან ერთ-ერთი მიაღწევს სიბერეს, არ უთხრა მათ: უფფ! - არ უყვირო მათ და უთხარი კეთილი სიტყვა". "მათდამი სიკეთით დახარე მოწყალების ფრთები და თქვი: ღმერთო ჩემო, წყალობა უყავ მათ ისევე, როგორც მე აღმზარდეს პატარა". (ალ-ისრა: 23-24)
ჰადისში გადმოცემულია, რომ მოვიდა კაცი შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიოდბა იყოს მასზე) და სთხოვა ჯიჰადზე წასვლის ნებართვა, და შუამავალმა უთხრა: "მშობლები გყავს?" , მან უპასუხა: კი. თქვა: "მაშინ, მათში არის შენი ჯიჰადი". გადმოსცა თირმიზიმ.

ნათესაური კავშირის ადაბი(ეტიკეტი): შეკითხვა 4: როგორი უნდა იყოს ნათესაური კავშირი?

პასუხი: 1- ახლობლების მონახულება, როგორებიც არიან: ძმა, და, ბიძა, მამიდა, დეიდა და სხვა ნათესავები.
2 - საუკეთესო ურთიერთობის გამოჩენა მათთან სიტყვით, საქმითა და დახმარებით.
3 - მათ შორის: მათთან დარეკვა და მათი მდგომარეობის მოკითხვა.
თქვა ალლაჰმა:
"თუ თქვენ ზურგს აქცევთ (უარყოფთ რწმენას), დათესავთ ქვეყნად უკეთურობას და გაწყვეტთ ნათესაურ კავშირებს". (მუჰამმად: 22)
ასევე ჰადისში ნათქვამია: "არ შევა სამოთხეში ნათესაური კავშირის გამწყვეტი". გადმოსცა მუსლიმმა.

ალლაჰისთვის ძმობის ადაბი: შეკითხვა 5: როგორი ურთიერთობა უნდა მქონდეს ძმებთან და მეგობრებთან?

პასუხი: 1- უნდა გიყვარდეს და მეგობრობდე კარგ ხალხთან.
2 - მიატოვო და გაერიდო ცუდ მეგობრებს. ჰადისში გადმოცემულია: "აიყვანე მეგობრად მხოლოდ მორწმუნე და აჭამე საჭმელი მხოლოდ ღვთისმოშიშს". გადმოსცა თირმიზიმ და აბუ დაუდმა.
3 - მიესალმე შენს ძმებს და ჩამოართვი მათ ხელი. გადმოცემულია ჰადისში: "როდესაც ორი მუსლიმი შეხვდება ერთმანეთს და ჩამოართვენ ხელს, ეპატიებათ მან ცოდვენი მანამ, სანამ დაშორდებიან". გადმოსცა აბუ დაუდმა და თირმიზიმ.
4 - მოინახულე ისინი, როცა ავად არიან და შესთხოვე მათთვის პატიება.
5 - დალოცე დაცემინებისას.
6 - უპასუხე მათ მოწვევას, როცა მოგიწვევენ სტუმრად. ჰადისში გადმოცემულია: "მუსლიმის უფლება მუსლიმზე არის ხუთი: სალამის დაბრუნება, ჯანაზაზე მისვლა, მოწვევაზე მისვლა, დაცემინებისას დალოცვა". შეთანხმებული.
7 - მისცე მათ კეთილი რჩევა. ჰადისში გადმოცემულია: "ვინც მიუთითა თავის ძმას რაიმეზე, როცა იცოდა რომ სიკეთე სხვა რამეშია, მხოლოდ ავნო მას". გადმოსცა აბუ დაუდმა.
8 - დაეხმარე მას, თუ უსამართლოდ მოექცევიან და გააფრთხილე და აუკრძალე, თუ თვითონ მოიქცევა უსამართლოდ. თქვა შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): "დაეხმარე შენს ძმას, როცა ის იქნება დაჩაგრული და მჩაგვრელი." კაცმა ჰკითხა: ო შუამავალი, თუ დაიჩაგრება დავიცავთ, მაგრამ თუ მჩაგვრელია, როგორ დავეხმაროთ მას? თქვა: "აკრძალეთ და მოარიდეთ ის, რომ იყოს მჩაგვრელი, და ეს იქნება მისთვის დახმარება". გადმოსცა ბუხარიმ.
9 - ისურვე შენი მუსლიმი ძმისთვის ის, რაც გსურს შენი თავისთვის. ჰადისში ანასისგან გადმოცემულია, რომ შუამავალმა თქვა: "არ ირწმუნებს თქვენგან არავინ მანამ, სანამ არ ისურვებს საკუთარი ძმისთვის იმას, რაც სურს საკუთარი თავისთვის". შეთანხმებული.
10 - დაეხმარე, თუ ის საჭიროებს შენს დახმარებას. ჰადისში გადმოცემულია: "ალლაჰი ეხმარება მის მონას იქამდე, სანამ ის ეხმარება თავის ძმას". გადმოსცა მუსლიმმა.
11 - არ მიაყენო მას ზიანი, არც სიტყვით და არც საქმით. ჰადისში გადმოცემულია: "მუსლიმი ის არის, რომლის ენისგან და ხელისგან დაცული არიან სხვა მუსლიმები". შეთანხმებული.
12 - შეინახე მისი საიდუმლო. ჰადისში გადმოცემულია: "როცა კაცი მოყვება რაიმეს და გაბრუნდება - ის არის მისი ამანათი".(მისი მონაყოლი) გადმოსცა თირმიზიმ და აბუ დაუდმა.
13 - არ დაწყევლო ის, არ გალანძღო, არ შეგშურდეს მისი, არ გქონდეს მისადმი სიძულვილი, არ ილაპარკო მის ზურგს უკან და არ მოატყუო ის.
ჰადისში გადმოცემულია:
"მუსლიმი მუსლიმის ძმაა, მას არ სძულს ის, არ აყენებს მას ზიანს. კაცისთვის საკმარისა სიავედ, რომ საკუთარი ძმა სძულდეს". ბუხარი და მუსლიმი.

მეზობელთან ურთიერთობის ადაბი: შეკითხვა 6: როგორია მეზობელთან მოქცევის ადაბი?

პასუხი: 1 - მეზობლებთან კეთილად მოქცევა საქმით და სიტყვით, მასზე დახმარება, თუ ამას საჭიროებს.
2 - მილოცვა, თუ დაქორწილდება ან შვილი შეეძინება და ა.შ.
3 - თუ ავად არის მოინახულე და ნუგეში მიეცი.
4 - გაუმასპინძლდი მას საჭმლით, რითაც შეძლებ.
5 - არ ავნო მას არც ენით არც საქმით.
6 - არ მიაყენო მას შეურაცხყოფა მაღალი ხმით და მოთმინება გამოიჩინე.
თქვა ალლაჰმა:
"თაყვანი ეცით ალლაჰს და არავინ დაუდგინოთ მას თანაზიარად. და კარგად მოეპყარით მშობლებს, ახლობლებს, ობლებს, ღატაკებს, მეზობლებს, ნათესავებსა და უცხოებს, თანამოძმეებს, მოგზაურებს და მათ, რომელნიც თქვენმა მარჯვენამ მოიპოვა. ჭეშმარიტად, ალლაჰს არ უყვარს, ვინც არიან ქედმაღალნი, მედიდურნი". (ან-ნისა: 36)
თქვა შუამავლმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): "ო აბა ზარ, როცა მოამზადებ ბულიონს, დაუმატე მას ბევრი წყალი და გაუმასპინძლდი შენს მეზობელს". გადმოსცა მუსლიმმა.
ჰადისში შუამავალი ამბობს:
"ვინც ირწმუნა ალლაჰის და დღე უკანასკნელის კეთილად მოექცეს თავის მეზობელს". შეთანხმებული.

სტუმრობის ადაბი: შეკითხვა 7: როგორია სტუმრობის და სტუმრის მიღების ადაბი?

პასუხი: 1 - უპასუხე მას, ვინც დაგიძახებს სტუმრად.
2 - თუ ვინმეს მონახულება გსურს, სთხოვე მას ნებართვა.
3 - შესვლამდე სთხოვე ნებართვა.
4 - არ დააგვიანა მიპატიჟებისას.
5 - თვალები დახარე მისი ოჯახის წევრებთან.
6 - საუკეთესოდ შეხვდი სტუმარს.
7 - სტუმარი დასვი ყველაზე კარგ ადგილას.
8 - სტუმარს მიართვი საუკეთესო საჭმელი და სასმელი.
თქვა ალლაჰმა:
"ჰეი თქვენ რომელთაც ირწმუნეთ, ნუ შეხვალთ სახლებში, გარდა თქვენი სახლებისა, ვიდრე ნებართვას არ სთხოვთ და არ მიესალმებით მათ ბინადართ. ეს უკეთესია თქვენთვის, ეგების შეიგონოთ". (ან-ნურ: 27)
ჰადისში გადმოცემულია: "ჭეშმარიტად ღმერთმა ნებართვის აღება დააკანონა ურცხვი თვალების გამო". შეთანხმებული.
შუამავლის სიტყვებიდან:
"ვინც ირწმუნა ალლაჰის და დღე უკანასკნელის, პატივი სცეს თავის სტუმარს". შეთანხმებული.

ავადმყოფობის ადაბი: შეკითხვა 8: როგორი ადაბი აქვს ავადმყოფობას და ავადმყოფის მონახულებას?

პასუხი: 1- თუ რამე აგტკივდება დადე მარჯვენა ხელი ტკივილის ადგილას და თქვი: "ბისმილლაჰ" - სამჯერ, და შემდეგ : "ა'უზუბილლაჰი ვა ყუდრათიჰი მინ შარრი მაა აჯიდუ ვა უჰააზირ", - შვიდჯერ.
2 - კმაყოფილი იყავი იმით, რაც ალლაჰმა დაგიწერა და გამოიჩინე მოთმინება. უმ 'ულა' გადმოსცემს ჰადისში, რომელმაც თქვა: მომინახულა შუამავალმა, როცა მე ავად ვიყავი და მან თქვა: "გიხაროდეს ო უმ 'ულა', ავადმყოფი მუსლიმის ცოდვებს ისე აშორებს ალლაჰი, როგორც ცეცხლი აშორებს ჟანგს ოქროსა და ვერცხლისგან". გადმოსცა აბუ დაუდმა.
3- იჩქარე, რომ მოინახულო შენი ავადმყოფი ძმა, შეევედრე მისთვის, და დიდხანს არ გაჩერდე მასთან.
4 - უკითხე მას რუყია, რომც არ გთხოვოს.
5 - დაარიგე მას, რომ მოითმინოს, შეევედროს ალლაჰს, ილოცოს და აიღოს აბდესი, როგორც შეძლებს.
6. ვედრება ავადმყოფისთვის: "ას'ალუ ლლაჰალ 'აზიიმ რაბბილ 'არშილ 'აზიიმ, აი იაშფიაქ". - შვიდჯერ

ცოდნის ძიების ადაბი: შეკითხვა 9: როგორი ადაბი გააჩნია ცოდნის ძიებას?

პასუხი: 1 - გულწრფელი განძრახვა ალლაჰისთვის. ჰადისში გადმოცემულია: "ვინც მიიღო ცოდნა იმისთვის, რომ შეეჯიბროს სწავლულებს, ეკამათოს უგუნურებს იმისთვის, რომ მათ პატივის სცეს, ალლაჰი შეიყვანს მას ცეცხლში". გადმოსცა იბნ მააჯამ.
2 - იმოქმედე იმ ცოდნით, რასაც მიიღებ. გადმოცემულია ჰადისში: "არ გაინძრევა მონა ადგილიდან ანკითხვის დღეს მანამ, სანამ არ შეეკითხებიან ოთხზე: - და მათ შორის არის - ცოდნა თუ როგორ მიიღო მან ის და რაში გამოიყენა". გადმოსცა თირმიზიმ და ად-დარამიმ.
3 - პატივი ეცი მასწალებელს მის ყოფნაშიც და არ ყოფნაშიც.
4 - იჯექი მის წინ წესიერად.
5 - უსმინე მას ყურადღებით და არ შეაწყვეტინო გაკვეთილი.
6 - შეკითხვის დასმისას პატივისცემა გამოიჩინე.
7 - არ მიმართო მას სახელით.
ჰადისში გადმოცემულია:
"ჭეშმარიტად ალლაჰის დაფასებიდან არის ჭაღარა კაცის დაფასება, რომელმაც იცის ყურანი". გადმოსცა აბუ დაუდმა.

მეჯლისის (კრების) ადაბი: შეკითხვა 10: როგორია მეჯლისის ადაბი?

პასუხი: 1 - მიესალმე მეჯლისზე მყოფ ხალხს.
2 - დაჯექი მეჯლისის ბოლოში, და არ უნდა დაჯდე შუაში და ამით შეაწუხო ხალხი.
3 - მოამზადე სხვებისთვის დასაჯდომი ადგილები.
4 - არ უნდა შეაწყვეტინო მეჯლისზე მოსაუბრეს სიტყვა.
5 - სთხოვ ნებართვას და მისალმებით ტოვებ მეჯლისს.
გადმოცემულია იბნ უმარისგან (ალლაჰის იყოს კმაყოფილი მათით), რომ შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): «მუჰამედ მოციქულმა აკრძალა, რომ ვინმეს აეყენებინათ კაცი მისი ადგილიდან და მის ადგილას სხვა დამჯდარიყო, არამედ უბრძანა, რომ ადგილი გაუთავისუფლონ და ერთმანეთისთვის სივრცე გააფართოვონ.» გადმოსცა ბუხარიმ.
ჰადისში გადმოცემულია:
"თუ რომელიმე თქვენგანი დაამთავრებს მეჯლისს - მიესალმოს, ხოლო თუ სურს, რომ დატოვოს მეჯლისი მიესალმოს, პირველს არ აქვს იმაზე მეტი უფლება ვიდრე მეორეს". გადმოსცა თირმიზიმ და აბუ დაუდმა.
6 - როდესაც დასრულდება მეჯლისი, წარმოთქვი მეჯლისის გამოსყიდვის ვედრება. "სუბჰანაქა ლლაჰუმმა ვა ბიჰამდიქ, აშჰადუ ან ლაა ილააჰა ილლა ანთ, ასთაღფირუქა ვა ათუუბუ ილაიქ".

ძილის ადაბი: შეკითხვა 11: რა ადაბი გააჩნია ძილს?

პასუხი: 1. ადრე დაძინება. ჰადისში გადმოცემულია: "აბუ ბარზა გადმოსცემს, რომ შუამავალი(ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს) კრძალავდა ძილს იშა ლოცვის წინ და მოუწოდებდა მის მერე ძილისკენ". გადმოსცა ბუხარიმ.
2 - ძილის წინ აბდესის აღება.
3 - არ უნდა დაწვე მუცელზე.
4 - წვები მარჯვენა მხარეს და მარჯვენა ხელს დებ ლოყის ქვეშ.
5 - ასუფთავებ ლოგინს.
ჰადისში გადმოცემულია:
ალბარა ბნუ 'აზიბისგან გადმოცემულია, რომელმაც თქვა რომ თქვა შუამავალმა: "როდესაც დასაძინებლად მიდიხართ აიღეთ აბდესი, როგორც ლოცვისთვის და შემდეგ დაწექით მარჯვენა მხარეს". გადმოსცა ბუხარიმ.
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ შუამავალმა თქვა კაცზე, რომელიც იწვა მუცელზე: "ჭეშმარიტად, ასეთი წოლა არ უყვარს ალლაჰს". გადმოსცა თირმიზიმ და აჰმადმა.
და თქვა შუამავალმა (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს): "ვინც მიდის დასაძინებლად გაასუფთავოს ლოგინი შიგნიდან, რადგანაც მან არ იცის რა იყოს მასზე". გადმოსცა ბუხარიმ.
6 - წაიკითხე ძილის ზიქრები, აიათულ ქურსი, ალ-იხლას, ალ-ფალაყ, ან-ნაას - სამჯერ, და თქვი: "ბისმიქა ლლაჰუმმა ამუუთუ ვა აჰიია".
7 - გაიღვიძე დილის ლოცვაზე.
8 - გაღვიძების შემდეგ თქვით: "ალჰამდულილლაჰი ლაზიი აჰიანაა ბა'დამაა ამაათანაა ვა ილაიჰი ნნუშუურ".

საკვების მიღების ადაბი: შეკითხვა 12: რა ადაბი უნდა დავიცვათ საკვების მიღების დროს?

1 - განიზრახო, რომ შეჭამ და შესვან ალლაჰზე მორჩილებაზე.
2. ხელების დაბანვა ჭამის წინ.
მორწმუნეების დედა აიშა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): "თუ დააპირებ ჭამას ან დალევას დაიბანე ხელები და შემდეგ ჭამე და სვი". გადმოსცა აჰმადმა.
3 - თქვი: "ბისმილლაჰი", და ჭამე მარჯვენა ხელით და ის, რაც შენს წინ დევს და არ შეჭამო სუფრის შუადან ან ის, რაც შენ წინ არ დევს.
ჰადისში გადმოცემულია:
"ო ყმაწვილო, მოიხსენიე ალლაჰი და ჭამე მარჯვენა ხელით და ის რაც შენს წინ დევს". შეთანხმებული.
4. თუ დამავიწყდა ალლაჰის "ბისმილლაჰ", მაშინ ვამბობ: "ბისმილლაჰი ავვალაჰუ ვა აახირაჰუ".
აიშასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადამოცემულია, რომ მან თქვა: რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: "ვინც შეჭამს საჭმელს, დაე თქვას ბისმილლაჰ (ალლაჰის სახელით), თუ დაავიწყდება დასაწყისში მაშინ თქვას: ბისმილლლაჰი ავვალაჰუ ვა აახირაჰი(ალლაჰის სახელით წინაც და ბოლოშიც)." გადმოსცა თირმიზიმ და აჰმადმა.
5. მე ვკმაყოფილდები იმ საკვებით, რაც არსებობს, და არასდროს ვაკრიტიკებ საკვებს. თუ მომეწონა, ვჭამ, თუ არ მომეწონა, ვტოვებ.
აბუ ჰურაირასაგან ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი გადმოცემულია რომ მან თქვა:
"არ დაიწუნებდა შუამავალი საჭმელს არასდროს, თუ უნდოდა ჭამდა თუ არ უნდოდა დატოვებდა". შეთანხმებული.
6. ვჭამ რამდენიმე ლუკმას და არ ვჭამ ბევრს.
ჰადისში გადმოცემულია:
"არც ერთ ადამიანს არ აუვსია თავის მუცელზე უარესი ჭურჭელი. საკმარისია ადამის შვილისთვის რამდენიმე ნაჭერი საჭმლისა, რომლითაც ის შეძლებს გაასწორდეს ზურგში, თუ მაინც შეჭამს უფრო მეტს, აავსოს მისი კუჭის მესამედი საჭმლით, მეორე მესამედი სასმელით, და მესამე მესამედი დატოვოს სუნთქვისთვის". გადმოსცა თირმიზიმ და იბნ მააჯამ.
7 - არ შეუბერო საკვებს და სასმელს და დაელოდე მას, სანამ გაგრილდება.
ჰადისში გადმოცემულია:
"შუამავალმა აკრძალა საჭმელზე და სასმელზე შებერვა". გადმოსცა აჰმადმა და იბნ მააჯამ.
8. ვიკრიბები სხვებთან ერთად საკვებისთვის, ოჯახის წევრებთან, ან სტუმრებთან.
- ერთმა კაცმა მუჰამედ მოციქულს (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს) უთხრა: „ჩვენ ვჭამთ, მაგრამ ვერ ვძღებით,“ მოციქულმა უპასუხა: "შესაძლოა თქვენ ცალ-ცალკე ჭამთ, შეიკრიბეთ ერთად ჭამის დროს, მოიხსენიეთ ალლაჰი და ალლაჰი დაგლოცავთ თქვენ". გადმოსცა აბუ დაუდმა და იბნ მააჯამ.
9 - არ დაიწყო საჭმლის ჭამა უფროსზე წინ.
10 - მოიხსენიე ალლაჰი, როდესაც წყლის სმას დააპირებ, დალიე მჯდომიარემ სამ-სამი ყლუპით და არ დაუბერო ჭურჭელზე, საიდანაც სვამ.
ჰადისში გადმოცემულია:
"თუ დალევთ არ დაუბეროთ ჭურჭელში". შეთანხმებული.
ანასი გადმოსცემს ჰადისში:
"შუამავალი კრძალავდა მდგომარე წყლის დალევას". გადმოსცა მუსლიმმა.
ჰადისში გადმოცემულია:
"შუამავალი სამჯერ ამოისუნთქავდა წყლის დალევის დროს". (ანუ სამჯერ შეისვენებდა და ისე სვამდა) გადმოსცა მუსლიმმა.
11. ვადიდებ ალლაჰს, როდესაც ვამთავრებ ჭამას ან სმას.
ჰადისში გადმოცემულია:
"ჭეშმარიტად ალლაჰი კმაყოფილია მისი მონით, რომელიც განადიდებს მას ჭამის და დალევის შემდეგ". გადმოსცა მუსლიმმა.

ჩაცმის ადაბი: რა ადაბი აქვს ჩაცმას?

პასუხი: 1 - ვიწყებ ტანისამოსის მორგებას მარჯვენა მხრიდან და ვადიდებ ალლაჰს.
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოგვცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: "როდესაც ჩაიცვამთ და აიღებთ აბდესს დაიწყეთ მარჯვენა მხრიდან". გადმოსცა აბუ დაუდმა და აჰმადმა.
2 - არ ვაგრძელებ ტანისამოსს კოჭებს ქვემოთ.
ჰადისში გადმოცემულია:
"რაც არის კოჭის ქვემოთ არის ცეცხლში". გადმოსცა ბუხარიმ. კოჭები არის ძვლები, რომლებიც გამობერილია ფეხის ორივე მხარეს.
3 - არ ჩაიცვას ბიჭებმა გოგოების სამოსი და გოგოებმა არ ჩაიცვას ბიჭების სამოსი.
ჰადისში გადმოცემულია:
"დაწყევლა შუამავალმა კაცი, რომელიც იცვამს ქალის ტანსაცმელს და ქალი, რომელიც იცვამს კაცის ტანსაცმელს". გადმოსცა აბუ დაუდმა და აჰმადმა.
4 - ტანსაცმელი არ უნდა იყოს ურწმუნოების სამოსის მსგავსი.
ჰადისში გადმოცემულია:
"ვინც დაემსგავსა რომელიმე ხალხს ის მათგანია". გადმოსცა აბუ დაუდმა.
ტანსაცმლის გახდა ალლაჰის სახელით.
ჰადისში გადმოცემულია:
"ადამის ძესა და ჯინებს შორის სამოსის გაძრობის დროს ფარი არის სიტყვები: ბისმილლაჰ". გადმოსცა ატტაბარიმ და იბნ აბუ შაიბამ.
ფეხსაცმლის მორგება იწყება მარჯვენა ფეხით, ხოლო გახდა — მარცხენა ფეხით.
ჰადისში გადმოცემულია, რომ მორწმუნეების დედამ აიშამ(ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა: "შუამავალს უყვარდა ნებისმიერი საქმის მარჯვენა მხრიდან დაწყება, იქნებოდა ეს ფეხსაცმლის ჩაცმა, თმის დავარცხნა, გაწმენდვა და სხვა საქმეები". გადმოსცა ბუხარიმ.

მგზავრობის ადაბი: შეკითხვა 14: რა ადაბი აქვს მგზავრობას?

პასუხი: 1- მგზავრობისას თქვას: "ბისმილლაჰ, ალჰამდულილლაჰ". "სუბჰაანა ლლაზიი სახხარა ლანაა ჰააზაა ვა მაა ქუნნაა ლაჰუუ მუყრინიინ"
(ქება დიდება იმას, ვინც დაგვიმორჩილა ეს და ჩვენ არ ვიყავით ამის შემძლენი) "ვა ინნაა ილაა რაბბინაა ლა მუნყალიბუუნ".
(ჭეშმარიტად ჩვენ, ჩვენს ღმერთს დავუბრუნდებით".) (სურა აზ-ზუხრუფ: 13,12)
2 - თუ მუსლიმს შეხვდები მიესალმე მას.

გზაზე სიარულის ადაბი: შეკითხვა 15: რა ადაბი აქვს გზას?

პასუხი: 1 - იარე გამართულად და მიდად. თქვა ალლაჰმა: "და ნუ ივლი ქვეყანაზე ამაყად, შენ ვერ გახვრეტ დედამიწას და ვერ აწვდები მთებს სიმაღლით!" (ალ-ისრა: 37)
2 - მიესალმე იმას, ვინც შეგხვდება.
შუამავალს (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) შეეკითხეს: რომელი ისლამია უკეთესი? თქვა: "როცა აპურებ სხვას და ესალმები იმას, ვისაც იცნობ და არ იცნობ". შეთანხმებული.
3 - დაუშვი თვალები და არ მიაყენო არავის ზიანი.
4. მოვუწოდებ სიკეთისკენ და ვკრძალავ აუგს. ჰადისში შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობს: "მიეცი გზა მისი უფლება. ჰკითხეს: რა უფლება აქვა გზას? თქვა: თვალის დაშვება, ზიანის არ მიყენება, სალამის დაბრუნება, სიკეთისკენ მოწოდება და აუგის აკრძალვა". შეთანხმებული.
5. გზიდან ვაშორებ ყველაფერს, რაც ზიანს აყენებს.
ჰადისში გადმოცემულია:
"მოაცილეთ საზიანო გზიდან". შეთანხმებული.

სახლში შესვლის და იქიდან გამოსვლის ადაბი: შეკითხვა 16: როგორია სახლიდან გამოსვლის და შესვლის ადაბი?

პასუხი: 1 - სახლიდან გამოსვლისას ამბობ: "ბისმილლაჰი თავაქქალთუ 'ალა ლლაჰი, ლაა ჰავლა ვა ლაა ყუვვათა ილლაა ბილლააჰი, ალლაჰუმმა ინნიი ა'უზუბიქა ან ადილლა ავ უდილლა, ავ აზალლა ავ უზილლა, ავ აზლამა, ავ უზლიმა, ავ აჯჰალა ავ იუჯჰილა 'ალაია".
(ალლაჰის სახელით, ვინვენდობი ალლაჰს, არ არსებობს ძალა და ძლევამოსილება გარდა ალლაჰისა, ღმერთო შენ შეგეფარები, რომ ვიყო გზა აბნეული და ავუბნიო ვინმეს გზა, რომ შევცდე და ვინმე ჩავაგდო შეცდომაში, რომ მომექცნენ უსამართლოდ და მე მოვექცე ვინმეს უსამართლოდ, რომ მოვიქცე უმეცრად და ვაიძულო ვინმეს მოიქცეს უმეცრად).
2 - სახლი შედიხარ მარჯვენა ფეხით და ამბობ: "ბისმილლაჰი ვალაჯნაა, ვა ბისმილლაჰი ხარაჯნაა, ვა 'ალაა რაბბინაა თავაქალნაა".
(ალლაჰის სახელით შევედით და ალლაჰის სახელით გამოვედით და ჩვენს ღმერთს მივენდობით)
3. ვიწყებ სივაქით და ვესალმები ოჯახის წევრებს.
ჰადისში გადმოცემულია:
"შუამავალი როცა შევიდოდა სახლში იყენებდა მისვაქს: გადმოსცა იბნ მააჯამ.

საჭირო ოთახის(საპირფარეშო) ადაბი: შეკითხვა 17: რა ადაბი აქვს საპირფარეშოს შემოვლას?

პასუხი: 1 - შედიხარ მარცხენა ფეხით.
2 - შესვლამდე უნდა თქვა: "ბისმილლაჰი ალლაჰუმმა ინნიი ა'უუზუბიქა მინალ ხუბუსი ვალ ხაბააისი".
(ალლაჰის სახელით, მივეფარები ალლაჰს ქალი და კაცი ჯინებისგან)
3 - არ უნდა შეიტანო მასში ისეთ რამ, რაზეც იქნება ალლაჰის სახელი.
ანასი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს: "როდესაც შუამავალი შევიდოდა საჭირო ოთახში იხსნიდა თავის ბეჭედს". გადმოსცა აბუ დაუდმა და იბნ მააჯამ.
4. ვფარავ თავს, როდესაც ვასრულებ ბუნებრივ მოთხოვნილებებს.
ჰადისში გადმოცემულია:
"შუამავალს ყველაზე მეტად უყვარდა საჭიროების დროს იმ ადგილის დაფარვა პალმის ტოტით". გადმოსცა მუსლიმმა.
5 - არ ილაპარაკო საჭირო ოთახში ყოფნის დროს.
6. არ ვბრუნდები ყიბლისკენ ბუნებრივი მოთხოვნილების შესრულების დროს.
ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: "არ მიუბრუნდეთ ყიბლისკენ, როდესაც გადიხართ შარდზე ან განავალზე, არამედ მიუბრუნდით მისგან დასავლეთ ან აღმოსავლეთ მხარეს". შეთანხმებული.
7 - გამოიყენე მარცხენა ხელი სასქესო ორგანოების გამოსაბანად და არ გამოიყენო მარჯვენა ხელი.
ჰადისში გადმოცემულია:
"აგვიკრძალა, რომ გამოგვებანა ის ადგილები მარჯვენა ხელით". გადმოსცა მუსლიმმა.
8. არ ვასრულებ მოთხოვნილებებს ხალხის გზაზე ან მათი ჩრდილის ქვეშ.
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: "უფრთხილდით დაწყევლილებს". შეეკითხეს: ვინ არიან დაწყევლილები? თქვა: "ვინც საპირფარეშოში გადიან ხალხის გზაზე ან ჩრდილში." გადმოსცა მუსლიმმა.
9. ვიბან ხელებს საჭირო ოთახიდან გამოსვლისას. ჯარირის, ალლაჰის იყოს მისით კმაყოფილი, ჰადისის მიხედვით: „მე ვიყავი მუჰამედ მოციქულთან (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს), როდესაც ის მიდიოდა მოსაქმების ადგილას, და დაასრულა თავისი მოთხოვნილება, შემდეგ თქვა: „ჰეი, ჯარირ, მომიტანე სუფთა წყალი.“ მივუტანე მას წყალი, ის განიწმინდა წყლით, შემდეგ თავისი ხელით მიწაზე გაიწმინდა. გადმოსცა ნასაიმ.
10 - გამოდიხარ მარცხენა ფეხით და ამბობ: "ღუფრაანაქა".

მეჩეთის ადაბი: შეკითხვა 18: რა ადაბი აქვს მეჩეთის მონახულებას?

პასუხი: 1 - მეჩეთში შედი მარჯვენა ფეხით და თქვი: "ბისმილლაჰი, ალლაჰუმმა გთაჰ ლიი აბვააბა რაჰმათიქ".

(ალლაჰის სახელით, ღმერთო ჩემო გამისხენი შენი მოწყალების კარები)
2 - არ დაჯდე, სანამ არ ილოცებ ორ რაქათს.
ჰადისში გადმოცემულია:
"თუ რომელიმე თქვნგანი შევა მაჩეთში არ დაჯდეს მანამ, სამან არ ილოცებს ორ მუხლს". შეთანხმებული.
3. არ გავივლი მლოცველების წინ, არ ვეძებ დაკარგულს მეჩეთში, და არც ვყიდი ან ვყიდულობ მეჩეთში. თქვა შუამავალმა(ალლაჰის ლოცვა და მშიდობა მას): " იცოდეს იმან, ვინც გაივლის ორ მლოცველს შორის , უკეთესია მისთვის ორმოცჯერ რომ გაჩერდეს, ვიდრე გაიაროს მათ შორის". შეთანხმებული.
თქვა შუამავალმა:
"ვინც გაიგებს, რომ რომელიმე კაცი ეძებს დაკარგულ ნივთებს მეჩეთში, თქვას: ალლაჰმა არ აპოვნინოს მას ისინი, რადგანაც მეჩეთში მაგისთვის არ იქნა აშენებული". გადმოსცა მუსლიმმა.
ჰადისში გადმოცემულია:
"თუ რომელიმე თქვენგანი დაინახავს, რომ ვინმე ყიდის ან ყიდულობს მეჩეთში დაე, თქვას: ალლაჰმა არ მოგცეს მაგისგან სარგებელი". გადმოსცა თირმიზიმ და ად-დაარიმიმ.
4. მაქსიმალურად ვზრუნავ მეჩეთის სისუფთავეზე.
გადმოცემულია მორწმუნეების დედა აიშასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: "შუამავალმა(ალლაჰმა დალოცოს ის და მიესალმოს) გვიბრძანა, რომ მეჩეთებში დავიცვათ სისუფთავე და კარგი სუნი". გადმოსცა თირმიზიმ, აბუ დაუდმა და აჰმადმა.
4 - მეჩეთიდან გამოდი მარცხენა ფეხით და თქვი: "ალლაჰუმმა ინნიი ას'ალუქა მინ ფადლიქ".

(ღმერთო ჩემო! შენ გთხოვ შენი სიკეთიდან)

მისალმების ადაბი: შეკითხვა 19: რა ადაბი აქვს მისალმებას?

პასუხი: 1 - როდესაც შეხვდები მუსლიმს დაიწყე მისალმებით და თქვი: ასსალამუ 'ალაიქუმ ვა რაჰმათულლაჰი ვა ბარაქაათუჰუ. არ დაიწყო სალამის გარეშე და არ გაუწოდო ხელი.
2 - გაუღიმო იმას, ვისაც სალამს მისცემ. ჰადისში გადმოცემულია: "არ მოიქცეთ უყურადღებოდ არც ერთ კარგ საქმეს, თქვენი ძმისთვის გაღიმებასაც კი". გადმოსცა მუსლიმმა.
3 - ჩამოართვი მას მარჯვენა ხელი.
4 - თუ მოგესალმება ვინმე შენზე წინ, დაუბრუნე მასზე უკეთესი სალამი ან ისეთივე, როგორითაც მოგესალმა.
თქვა უზენაესმა ალლაჰმა:
„და როცა სალმით გესალმებიან, იმაზე უკეთესით მიესალმეთ ან იგივე დაუბრუნეთ.“ ჭეშმარიტად, ალლაჰი ყველაფერს იანგარიშებს". (ან-ნისა: 86)
5 - არ მიესალმო ურწმუნოს პირველმა. თუ მოგესალმება უპასუხე: თქვენც იგივე.
ჰადისში გადმოცემულია:
"არ დაიწყო მისალმება იუდეველზე და იაჰუდზე პირველმა". გადმოსცა მუსლიმმა.
6 - პატარა ესალმება დიდს, ტრანსპორტზე მჯდომი - ფეხით მოსიარულეს, მდგომი - მჯდომარეს, ცოტანი - ბევრს, თქვა შუამავალმა: თქვა შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): "მგზავრი ესალმება ფეხით მოსიარულეს, ფეხზე მდგომი - მჯდომიარეს, ცოტანი - ბევრს". შეთანხმებული.
7. არ ვეზები ქალს, რომელიც არ არის ჩემთვის ჰალალი.
გადმოცემულია მორწმუნეების დედა აიშასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: "ვფიცავ ალლაჰს, შუამავლის ხელი არ შეხებია უცხო ქალს არასდროს". შეთანხმებული.

ნებართვის აღების ადაბი: შეკითხვა 20: როგორი ადაბი აქვს ნებართვას?

პასუხი: 1 - სთხოვე ნებართვა, სანამ შეხვალ რომელიმე ადგილას.
2. სამჯერ ვითხოვ ნებართვას და აღარ ვიმატებ, ამის შემდეგ ვტოვებ ადგილს.
ჰადისში გადმოცემულია:
"თუ რომელიმემ სამჯერ სთხოვა შესვლის ნებართვა და არ მიიღო ის, დაე, დაბრუნდეს". შეთანხმებული.
3 - კარზე დააკაკუნე მშვიდად. არ დადგე კარების შუაში, და დადექი გვერდზე. და თქვი: ასსალამუ ალაიქუმ. ჰადისში გადმოცემულია: "როდესაც შუამავალი(ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოვიდოდა ვინმესთან არ დგებოდა კარების შუაში არამედ დგებოდა გვერდზე, და ამბობდა: ასსალამუ ალაიქუმ, ასსალამუ ალაიქუმ". გადმოსცა აბუ დაუდმა.
4 - არ შეხვიდე მშობლების და სხვა ვინმეს ოთახში ნებართვის გარეშე, განსაკუთრებით ფაჯრის წინ, ან შუადღის ძილის დროს და საღამოს ლოცვის შემდეგ, თქვა ალლაჰმა:
თქვა უზენაესმა ალლაჰმა: "ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ, ნებართვა ითხოვონ სამგზის თქვენგან იმათ, ვინც დაუმორჩილებია თქვენს მარჯვენას(მონები) და თქვენიანებმა, რომელთაც სრულწლოვანების ასაკისათვის არ მიუღწევიათ: დილის ლოცვის წინ, როცა ტანსაცმელს იხდით, შუადღისას და საღამოს ლოცვის შემდეგ. თქვენ სიშიშვლის სამი ჟამი გაქვთ, ამათ შემდგომ კი არც თქვენ და არც მათ ცოდვა არ გეთვლებათ
ერთმანეთთან მიმოსვლის გამო. ამგვარად განგიმარტავთ თქვენ ალლაჰი აიათებს, და ალლაჰი ყოვლისმცოდნე, ბრძენია". (ან-ნურ: 58)
5 - შეიძლება არასაცხოვრებელ ადგილებში შესვლა ნებართვის გარეშე, როგორიც არის: ბაზარი, საავადმყოფო და ა.შ.
თქვა ალლაჰმა:
"ცოდვა არ გექნეთ, თუ შეხვალთ სახლებში, სადაც არავინ ცხოვრობს, მათშია სარგებელი თქვენთვის. ალლაჰმა იცის, რასაც ამჟღავნებთ და რასაც ფარავთ". (ან-ნურ: 29)

ცხოველებთან მოქცევის ადაბი: შეკითხვა 21: როგორ უნდა მოვექცეთ ცხოველებს?

პასუხი: 1 - ვაჭმევ და ვასმევ ცხოველს.
ჰადისში გადმოცემულია:
შეეკითხეს: ო შუამავალო არის თუ არა მადლი ცხოველებზე ზრუნვაზე? უპასუხა: ყოველი ცხოველისთვის არის მადლი. შეთანხმებული.
შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გაიარა აქლემთან, რომლის მუცელიც ეხებოდა ზურგს(სისუსტისგან) და თქვა: "გეშინოდეთ ალლაჰის ამ აქლემის გამო". გადმოსცა აბუ დაუდმა.
3. ვაჩვენებ მოწყალებას და თანაგრძნობას და არ ვტვირთავ მასზე იმაზე მეტს რისი ზიდვაც შეიძლია.
ჰადისში მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: "ვინ არის ამ აქლემის პატრონი? ვისია ეს აქლემი? და მოვიდა ერთი ბიჭი ანსარებიდან და თქვა: ჩემია ო შუამავალო. მან თქვა: გეშინოდეს ალლაჰის ამ ცხოველის გამო, რომელმაც შემომჩივლა, რომ შენ აშიმშილებ და ფიტავ მას". გადმოსცა აბუ დაუდმა და აჰმადმა. ფიტავ - ანუ ბევრს ამუშავებ.
3. არ ვაწამებ ცხოველს არანაირი სასჯელით.
ჯაბირის (ალლჰის იყოს მისით კმაყოფილი) ჰადისის მიხედვით, მუჰამედ მოციქულმა (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს) ჩაიარა ვირთან, რომელსაც სახეზე ჰქონდა დაწვის ნიშანი, და თქვა: "ნუთუ არ მოვიდა თქვენამდე, რომ მე დავწყევლე კაცი, რომელიც შეუკრავს პირს ცხოველს ან დაარტყამს მას", და აკრძალა მსგავსი საქციელი გადმოსცა მუსლიმმა და აბუ დაუდმა.

სპორტის ადაბი: შეკითხვა 22: რა ადაბი აქვს სპორტს?

პასუხი: 1 - განიზრახე სპორტით დაკავება ალლაჰის მორჩილებით და მისი კმაყოფილებით.
6. ლოცვის დროს არანაირად არ ვთამაშობთ.
თქვა უზენაესმა:
და ვაი იმ მლოცველთ რომელნიც უგულისყურონი არიან ლოცვებისადმი". (ალ-მაა'უუნ: 4-5)
3 - არ შეიძლება ბიჭებმა ითამაშოს გოგოებთან ერთად.
4 - თამაშისას დაიფარე აურათი.
5 - ერიდე ისეთ სპორტს, რომელიც აკრძალულია, მაგალითად სახეში და სასქესო ადგილებზე დარტყმა.
ჰადისში გადმოცემულია:
"თუ ვინმე დაარტყამს თავის ძმას მოერიდოს სახეს". გადმოსცა მუსლიმმა.

ხუმრობის ადაბი: შეკითხვა 23: როგორ უნდა ვიხუმროთ?

პასუხი: 1. ხუმრობაში უნდა ვიყოთ გულწრფელები და არ ვიტყუ ებოდეთ.
ჰადისში გადმოცემულია:
"ვაი იმას, ვინც ყვება ტყუილს და აცინებს ხალხს, ვაი იმას, ვაი იმას". გადმოსცა აბუ დაუდმა და თირმიზიმ.
6. ზუმრობაში არ უნდა იყოს დაცინვა, შეურაცხყოფა და ზიანი.
თქვა შუამავალმა(ალლაჰის ლოცვა და მშიდობა მას): "აკრძალულია მუსლიმისთვის, რომ შეაშინოს მუსლიმი". გადმოსცა აბუ დაუდმა და მუსლიმმა.
3 - არ იხუმრო ბევრი. თქვა შუმავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას):
თქვა შუამავალმა(ალლაჰის ლოცვა და მშიდობა მას): "არ იცინო დიდხანს, ვინც დიდხანს იცინის მას გული უკვდება". გადმოსცა თირმიზიმ და იბნ მააჯამ.

დაცემინების ადაბი: შეკითხვა 24: რა ადაბი აქვს დაცემინებას?

პასუხი: 1 - დაცემინებისას დაიფარეთ პირი ხელით, ტანსაცმლით ან ცხვირსახოცით.
2 - ადიდე ალლაჰი დაცემინების შემდეგ და თქვი "ალჰამდულილლაჰ".
3 - თუ შენი ძმა დააცემინებს, უთხარი მას: "იარჰამუქალლაჰ".
(ალლაჰმა შეგიწყალოს)
მან უპასუხოს: "იაჰდიაქუმუ ლლაჰუ ვა იუსლიჰუ ბაალაქუმ".
(ალლაჰმა დაგაყენოს სწორ გზაზე და მოგიგვაროს საქმეები)

მთქნარების ადაბი: შეკითხვა 25: რა ადაბი აქვს მთქნარებას?

პასუხი: 1. ვცდილობა მთქნარებისგან თავის შეკავებას.
ჰადისში გადმოცემულია:
"მთქნარება შაიტნიდან არის და ვინც დაამთქნარებს ეცადოს რომ შეაჩიროს ის, როგორც შეძლებს". შეთანხმებული.
6. არ გამოთზვამ ხმებს: "აჰ,აჰ".
ჰადისში გადმოცემულია:
"არ თქვას: ააჰ, ააჰ, როდესაც გააღებს პირს, ჭეშმარიტად შაიტანი დასცინის მას". გადმოსცა აჰმადმა.
3. პირზე ხელის დაფარება.
ჰადისში გადმოცემულია:
"როდესაც დაამთქნარებს რომელიმე თქვენგანი, პირზე მიადოს ხელი, რადგანაც ამ დროს შაიტანი შედის მასში". გადმოსცა მუსლიმმა.

წმინდა ყურანის კითხვის ადაბი: შეკითხვა 27: რა ადაბი აქვს ყურანის კითხვას?

პასუხი : 1 - კითხვისას უნდა გქოდეს აბდესი.
2 - დაჯექი წესისამებრ და წყნარად.
3 - წაიკირხე ისთიაზა კითხვის წინ (აუზუბილლაჰი მინა შშაიტანი რაჯიიმ.
თქვა დიდებულმა:
"და როცა წაიკითხავ ყურანს შეეფარე ალლაჰს ქვით ჩაქოლილი შატნისგან". (ან-ნაჰლ: 98)

4. ვუფიქრდები ყურანის აიათებზე.
თქვა დიდებულმა:
"ნუთუ ისინი ვერ გაიაზრებენ ყურანს? თუ მათ გულებზე საკეტებია?" (მუჰამმად: 24)
******

ვედრების ადაბი: შეკითხვა 26: რა ადაბი გააჩნია ვედრებას?

პასუხი: 1 - დაიწყე ვედრება ალლაჰი დიდებით და შექებით.
6. მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დალოცვა.
ჰადისში შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობს: "როდესაც ილოცებ და დაჯდები, ადიდე ალლაჰი როგორც ის იმსახურებს და დალოცე შუამავალი და შეევედრე მას". გადმოსცა თირმიზიმ.
3 - ხელების აწევა ვედრების დროს.
თქვა შუმავალმა (ალლაჰის მშვიდობა და ლოცვა მას): "ჭეშმარიტად თქვენს ღმერთს ყოვლადმაღალს და ქებულს, მარადცოცხალს და გულუხვს რცხვენია,რომ არ უპასუხოს მისი მონის ვედრებას, როდესაც ის მონა აწევს ხელებს და შესთხოვს მას". გადმოსცა თირმიზიმ და აბუ დაუდმა.
4. მონანიება ცოდვებისგან.
- მუსა (მშვიდობა მას) ვედრებაში ამბობდა: "თქვა ო ღმერთო ჭეშმარიტად მე უსამართლოდ მოვექეცი ჩემს თავს, მაპატიე მე, და აპატია მას, ჭეშმარტად ის მპატიებელია, მოწყალება". (ალ-ყასას: 16)
5 - სიჯიუტე ვედრებაში, ანუ ბევრი და შეიწყვეტლივ ვედრება.
6 - პასუხის მიღებაზე აუჩქარებლობა.
7. არ ილოცო ცოდვისთვის ან ნათესაური კავშირის გაწყვეტისთვის.
ჰადისში გადმოცემულია:
"მონა იქამდე მიიღებს თავის ვედრებაზე პასუხს, სანამ არ შესთხოვს ცოდვაზე ან ნათესაური კავშირის გაწყვეტაზე და არ ჩქარობს", შეეკითხეს: ო შუამავალო, რას ნიშნავს არ ჩქარობს? "როცა კაცი სთხოვს, სთხოვს და არ მოდის პასუხი, ის კარგავს სურვილს და არ ევედრება მეტს". გადმოსცა ბუხარიმ და მუსლიმმა.
8 - ხმას უნდა დაუწიო ვედრებისას.
თქვა ალლაჰმა:
"შეევედრეთ თქვენს ღმერთს მორჩილად და ჩუმად". (ალ-ა'რაფ: 55)
9. გულით კონცენტრირება ვედრების დროს.
ჰადისში გადმოცემულია:
"შეთხოვეთ ალლაჰს, სანამ დარწმუნებული ხართ მის პასუხში, ალლაჰი არ პასუხობს ვედრებას, რომელიც ამოდის დაუდევარი გულიდან". გადმოსცა თირმიზიმ.
10 - გულწრფელობა ალლაჰის მიმართ, შესთხოვე მას ერთადერთს შიშით და მორჩილებით.
თქვა ალლაჰმა:
"ჭეშმარიტად მეჩეთები ეკუთვნის ალლაჰს, და არ შესთხოვოს არავის ალლაჰთან ერთად". (ალ-ჯინნ: 18)
11 - ალლაჰთან დაახლოება და თხოვნა მისი საუკეთესო სახლელებისა და თვისებების გამოყენებით.
თქვა უზენაესმა:
"ალლაჰს ეკუთვის საუკეთესო სახელები და შესთხოვეთ მას მათით". (ალ-ა'რაფ: 180)
9 - ყიბლისკენ მიბრუნება. ჰადისში გადმოცემულია: "ის აგრძელებდა ვედრებას თავის ღმერთზე ხელებაპყრობილი და ყიბლისკენ შებრუნებული მანამ, სანამ არ დაუვარდა მხრებიდან მოსასხამი". გადმოსცა მუსლიმმა.
13. სუფთა და ჰალალი საკვების და სამოსის გამოყენება. ჰადისში გადმოცემულია: "შემდეგ მოიხსენია კაცი, რომელიც დიდ ხანს იყო მოგზაურობაში, ხელები ჰქონდა აპყრობილი ზეცისკენ და სთხოვდა: ო ღმერთო, ო ღმერთო, ხოლო მისი საკვები, სასმელი და სამოსიც იყო ჰარამი (აკრძალული), და როგორ მიიღებდა ის პასუხს". გადმოსცა მუსლიმმა.

თავი: ზნეობა30

შეკითხვა 1: რა ღირსება აქვს კარგ ზნეობას?

პასუხი: შუამავალმა თქვა: "სრულყოფილი მორწმუნე სრულყოფილია ზნეობით". გადმოსცა თირმიზიმ და აჰმადმა.

შეკითხვა 2: რატომ უნდა დავიცვათ ზნეობრივი პრინციპები ისლამში?

პასუხი: რადგან ეს ალლაჰის სიყვ არულის მოპოვების მიზეზია.
ჰადისში გადმოცემულია:
"ყევლაზე საყვარელი მონა ალლაჰისთვის არის საუკეთესო ზნეობის მქონე". გადმოსცა ალ-ჰაქიმმა და ატ-ტაბარიმ.
2 - ეს არის ადამიანების სიყვარულის მიზეზი.
3. ეს არის ყველაზე მძიმე რამ სასწორზე.
ჰადისში გადმოცემულია:
"განკითვის დღეს სასწორზე ყველაზე მძიმე იქნება ის, ვისაც საუკეთესო ზნეობა აქვს". გადმოსცა აბუ დაუდმა და ათ-თირმიზიმ.
4. კეთილი ზნეობის გამო ჯილდო და საზღაური მრავალჯერ იზრდება.
ჰადისში გადმოცემულია:
"ჭეშმარიტად საუკეთესო ზნეობის მქონე მორწმუნენი აღწევენ იმათ საფეხურებს, ვინც ღამით ლოცულობენ და დღისით მარხულობენ". გადმოსცა აჰმადმა.
5. და წარმოადგენს რწმენის სრულყოფილებას.
ჰადისში გადმოცემულია:
""სრულყოფილი მორწმუნე სრულყოფილია ზნეობით". გადმოსცა აბუ დაუდმა და თირმიზიმ.

შეკითხვა 3: საიდან ვიღებთ ზნეობას?

პასუხი: წმინდა ყურანიდან. თქვა ალლაჰმა: "ჭეშმარიტად ეს ყურანი მიუთითებს ყველაზე სწორ გზაზე". (ალ-ისრა : 9)
და შუამავლის ﷺ სუნნადან: "ჭეშმარიტად მე წარმოვეგზავნე, რომ სრულყოფილი გამეხადა ზნეობრივი ღირსებანი". გადმოსცა აჰმადმა.

შეკითხვა 4: რა არის იჰსანი და რამდენი სახეობისა?

პასუხი: იჰსანი : ეს არის როცა შენ იცი, რომ ალლაჰი ყოველთვის გიყურებს და აკეთებ სიკეთეს ხალხისთვის.
თქვა შუამავალმაﷺ :
"ჭეშმარიტად ალლაჰმა დააკანონა იჰსანი ყველა საქმეში". გადმოსცა მუსლიმმა.
იჰსანის სახეობები:

1 - იჰსანი ალლაჰზე თაყვანისცემაში, და ეს არის იხლასი ანუ გულწრფელობა მასზე თაყვანისცემის დროს.
2 - იჰსანი მშობლებზე, სიტყვით და საქმით.
6 - იჰსანი ახლობლებთან და ნათესავებთან.
7 - იჰსანი მეზობლებთან.
3 - იჰსანი ღრიბებთან და ღატაკებთან.
4 - იჰსანი იმასთან, ვინც შენ ცუდად გექცევა.
8 - იჰსანი კამათის დროს.
5 - იჰსანი საუბრის დროს.
9 - იჰსანი ცხოველებთან.

შეკითხვა 5: რა არის იჰსანის საპირისპირო?

პასუხი: იჰსანის საპირისპირო არის, როდესაც ადამიანი იქცევა ცუდად, შეუფერებლად.
აქედან არის ასევე:
ალლაჰზე თაყვანისცემისას გულწრფელობის დაკარგვა.
მშობლების უფლების დარღვევა.
ნათესაური კავშირების გაწყვეტა.
მეზობლებთან ცუდი ურთიერთობა.
ღარიბებთან და ღატაკებთან იჰსანის დაკარგვა და მათთან ცუდი მოპყრობა სიტყვით და საქმით.

შეკითხვა 6: რა სახეობები აქვს ამანას(ნდობას)?

1 - ალლაჰის უფლების დაცვის ამანა.
მისი გამოვლინება არის შემდეგნაირი:
ერთგულება ლოცვის, ზაქათის, მარხვას, ჰაჯობისა და სხვა თაყვანისცემის შესრულებაში.
2 - ერთგულება ადამიანების უფლებების დაცვაში:
- ადამიანების ღირსების დაცვა
- მათი ქონების დაცვა.
- მათი სისხლის დაცვა.
- დ ყველაფრის, რაც განდოთ ადამიანებმა.
ალლაჰმა თქვა წარმატებულ ხალხზე:
"და ისინი, რომელნიც იცავენ ანაბარსა და აღთქმას". (ალ-მუ'მინუუნ: 8)

შეკითხვა 7: რა არის ამანას საწინააღმდეგო?

პასუხი: მუხთლობა, ღალატი. ეს არის, როდესაც არ იცავს ალლაჰისა და ადამიანების უფლებებს.
თქვა ალლაჰმა:
"ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ, ნუ უღალატებთ ალლაჰსა და მის შუამავალს. და ნუ უღალატებთ თქვენზე მინდობილს, და თქვენ ეს იცით". (ალ-ანფალ: 67)
თქვა შუამავლმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): "თვალთაქცის ნიშანი სამია" , - და მოიხსენია "როცა ანდობენ მას არ იცავს ნდობას, ღალატობს". შეთანხმებული.

შეკითხვა 8: ვინ არის მართალი ადამიანი?

პასუხი: ის არის ადამიანი, რომელიც საუბრობს ყველაფერს, რაც არის სინამდვილეში, ტყუილის გარეშე.
მისი სახეობებია:

მართლობა ადამიანთან საუბარში.
მართლობა დაპირებაში.
მართლობა ყველა საქმეში სიტყვით და ქმედებით.
თქვა შუამავალმა(ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): "ჭეშმარიტად მრთლობა მიდის ღვთისმოსაობისკენ, ღვთისმოსაობა მიდის სამოთხისკენ, და არ შეწყვეტს ადამიანი მართლობას, სანამ არ ჩაიწერება ალლაჰთან, როგორც მართალი". შეთანხმებული.

შეკითხვა 9: რა არის მართლობის საწინააღმდეგო?

პასუხი : ტყუილი, და ეს არის სიმართლის საპირისპირო. ტყუილი ხალხზე, დაპირებაზე, ტყუილი მოწმეობაზე და ა.შ.
თქვა შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): "ჭეშმარიტად ტყუილს მიჰყავს ცოდვებისკენ, ცოდვებს მიჰყავს ცეცხლისკენ, და თუ კაცი არ შეწყვეტს ტყუილს მანამ, სანამ არ ჩაიწერება ალლაჰთან, როგორც მატყუარა". შეთანხმებული.
თქვა შუამავლმა (ალლაჰი ლოცვა და მშვიდობა მას): "თვალთმაქცის ნიშანი სამია", - და მოიხსენია მათ შორის: "როცა საუბრობს იტყუება, და როცა პირდება არ ასრულებს დაპირებას". შეთანხმებული.

შეკითხვა 10: რამდენი სახეობის არის მოთმინება?

პასუხი: - მოთმინება ალლაჰის მორჩილებაზე.
- მოთმინება ურჩობაზე.
- მოთმინება ბედისწერაზე. და რაც არ უნდა მოხდეს ადიდე ალლაჰი ყველა მდგომარეობაში.
თქვა ალლაჰმა:
"ალლაჰს უყვარს მომთმენნი". (აალ იმრან: 146)
და თქვა მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): "იმდენად საოცარია მორწმუნის მდგომარეობა, რომ მას ყველა ვითარებაში სიკეთე აქვს მისთვის, და არ აქვს ის არავის გარდა მორწმუნისა: თუ მას სიკეთე შეემთხვევა ადიდებს ალლაჰს და მასში მადლია მისთვის, თუ შეემთხვევა რაიმე ცუდი ადიდებას ალლაჰს და ამაშიც სიკეთეა მისთვის". გადმოსცა მუსლიმმა.

შეკითხვა 11: რა არის მოთმინების საწინააღმდეგო?

პასუხი: ეს არის მოუთმენლობა მორჩილებაზე, ურჩობაზე და ბედისწერაზე უკმაყოფილების გამოხატვა სიტყვით და საქმით.
ის გამოიხატება შემდეგში:

- საკუთარი თავისთვის სიკვდილის სურვილი.
თქვა შუამავლმა(ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): "არ ისურვოს არავინ საკუთარის თავისთვის სიკვდილი, თუ მას რაიმე შეემთხვევა, არამედ თქვას: ო ღმერთო დამტოვე ცოცხალი, თუ ამაში სიკეთეა ჩემთვის, და მომაკვდინე თუ ამაში სიკეთეა ჩემთვის". შეთანხმებული.
ლოყების ხოცვა.
ტანისამოსის ხევა.
გრძნობების აშკარად გამოხატვა.
საკუთარი სულის სიავისთვის ვედრება.
თქვა შუამავალმა (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას): "არ არის ჩვენგან ის, ვინც იხოცავს ლოყებს, ჭრის ჯიბეებს და მოუწოდებს უმეცრობის დროინდელივით". გადმოსცა ბუხარიმ.
თქვა შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): "ჭეშმარიტად უდიდეს საზღაურს ახლავს უდიდესი უბედურება, და როდესაც ალლაჰი შეიყვარებს ხალხს გაუგზავნის მათ განსაცდელს და თუ ისინი იქნებიან ამით კმაყოფილი, მაშინ მიიღებენ კმაყოფილებას, ხოლო თუ განრისხდებიან ამით - მიიღებენ რისხვას". გადმოსცა თირმიზიმ და იბნ მააჯამ.

შეკითხვა 12: როგორია ერთმანეთზე დახმარების ზნეობა?

პასუხი: - ეს არის ადამიანების ერთმანეთზე დახმარება სიკეთეში და ნებადართულში.
დახმარების სახეობები:

დახმარება უსამართლოდ დარღვეული უფლებების აღდგენაში.
დახმარება მჩაგვრელის მოგერიებაში.
დახმარება ღარიბებზე და იმ ხალხზე, ვისაც სჭირდებათ დახმარება.
დახმარება ყველა კეთილ საქმეში.
დახმარების არ გაწევა ცოდვაში და ისეთ რამეში, რასაც ზიანი მიაქვს.
თქვა ალლაჰმა:
"შეეწიეთ ერთმანეთს ქველმოქმედებასა და ღვთისმოშიშებაში, და ნუ შეეწევით ერთმანეთს ცოდვასა და მტრობაში. და გეშინოდეთ ალლაჰისა, ჭეშმარიტად, ალლაჰი სასტიკსაზღაურიანია!" (ალ-მაიდა : 2)
თქვა შუამავლმა (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას): "მორწმუნე მორწმუნისთვის ისეთივე არის, როგორც აგურები ერთმანეთზე დაწყობილი, რომლებიც იცავენ ერთმანეთის წონასწორობას". შეთანხმებული.
თქვა შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): "მუსლიმი მუსლიმის ძმაა, არ ჩაგრავს მას, არ ღალატობს მას. ალლაჰი დაეხმარება მის მონას მანამ, სანამ ის ეხმარება საკუთარ ძმას, ვინც მოაშორებს მუსლიმი ძმის ერთ დარდს, ალლაჰი მოაშორებს მას ერთ დარდს განკითხვის დღეს და ვინც გადაეფარება მუსლიმ ძმას, მას გადაეფარება(დაიცავს) ალლაჰი განკითვის დღეს". შეთანხმებული.

შეკითხვა 13: რამდენი სახეობის არის სირცხვილის ზნეობა?

პასუხი: 1 - სირცხვილი ალლაჰის წინაშე, რომელიც გამოიხატება მის მორჩილებაზე.
2 - სირცხვილი ალლაჰის წინაშე: გამოიხატება ალლაჰის წინაშე მორიდებასა და თავისი სხეულის დაფარვაში. (ავრათის დამალვაში)
თქვა შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): "რწმენა იყოფა სამოსდაათ ნაწილად, - ან სამოც ნაწილად, - და უმაღლესი ნაწილი არის სიტყვები: არ არსებობს ღმერთი გარდა ალლაჰისა. და ყველაზე დაბალი მისი გამოვლინება არის: გზიდან რაიმე საზიანოს მოშირება და სირცხვილიც რწმენის ერთ-ერთი ნაწილია". გადმოსცა მუსლიმმა.

შეკითხვა 14: რომლებია მოწყალების სახეობები?

პასუხი: - მოწყალება მოხუცების მიმართ და მათი პატივისცემა.
- ბავშვებისა და პატარების შეწყალება. ჰადისში გადმოცემულია: "არ არის ჩვენთაგან ის, ვინც პატივს არ სცემს მოხუცებს და არ იწყალებს პატარებს". გადმოსცა აჰმადმა.
- ღარიბების, ღატაკების და საჭიროების მქონე ხალხის შეწყალება.
- ცხოველების შეწყალება მათზე საკვების მიცემით. არ დაჩაგრო და არ მიაყენო ცხოველს ზიანი.
თქვა შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა იყოს მასზე): "მორწმუნეები ერთმანეთის მიმართ წყალობითა და ზრუნვით მსგავსნი არიან, როგორც ერთი მთლიანი სხეულის: თუ სხეულის ერთი ნაწილი ატკივდება მთელი სხეული იტანჯება უძილობითა და სიცხით". შეთანხმებული.
თქვა შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): "შემწყალებლებს იწყალებს შემწყალებელი, შეიწყალეთ ისინი, ვინც დედამიწაზეა და შეგიწყალებთ ის, ვინც ზეცაშია". გადმოსცა აბუ დაუდმა და თირმიზიმ.

შეკითხვა 15: რამდენი სახეობის სიყვარული არსებობს?

პასუხი: სიყვარული ყოვლადმაღალი ალლაჰის მიმართ.
თქვა ალლაჰმა:
"და ვინც ირწმუნეს მათ ძლიერი სიყვრული აქვთ ალლაჰის". (ალ-ბაყარა: 165)
შუამავლის(ალლაჰმა დალოცოს ის და მიესალმოს) სიყვარული.
თქვა შუამავალმა ﷺ:
"ვფიცავ იმას, ვის ხელშიც არის ჩემი სული, არ ირწმუნებს თქვენგან არავინ მანამ, სანამ არ შემიყვარებს მე მის მშობლებზე და მის შვილებზე მეტად". გადმოსცა ბუხარიმ.
მორწმუნეების სიყვარული, ისურვე მათთვის ის, რაც გსურს საკუთარი თავისთვის.
თქვა შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): "არ ირწმუნებს თქვენგან არავინ მანამ, სანამ არ ისურვებს თავისი ძმისთვის იმას, რაც სურს საკუთარი თავისთვის". გადმოსცა ბუხარიმ.

შეკითხვა 16: რა არის თბილი მოპყრობა?

პასუხი: ეს არის სახის თბილი გამოსახულება, სიხარულისა და ღიმილის გამოხატვა, ასევე თავაზიანობის გამოხატვა, როდესაც შეხვდები ხალხს.
ის არის მოღუშულობის საპირისპირო, რაც გვაშორებს ხალხს.
ამ თვისების სარგებლობაზე მოსულია ჰადისები. აბუ ზარმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: მითხრა შუამავალმა(ალლაჰის მშვიდობა და ლოცვა მას): "არ უგულებელყოთ არც ერთი კეთილი საქმე, თუნდაც რომ შეხვდე შენს ძმას ღიმილით". გადმოსცა მუსლიმმა.
თქვა შუამავალმა(ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): "რომ გაეღიმები შენს ძმას პირში - ისიც სადაყაა". გადმოსცა თირმიზიმ.

შეკითხვა 17: რა არის შური?

პასუხი: ეს არის იმის სურვილი, რომ სხვამ დაკარგოს ის სიკეთე, როცა უბოძა ალლაჰმა.
თქვა ალლაჰმა:
"მოშურნეს სიავისგან, როცა მას შურს". (ალ-ფალაყ: 5)
ანას იბნ მაალიქი(ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: "უარი თქვით ერთმანეთის სიძულვილზე, არ შეგშურდეთ ერთმანეთის, არ აქციოთ ერთმანეთს ზურგი, და იყავით ალლაჰის მონები - ძმები". გადმოსცა ბუხარიმ და მუსლიმმა.

ეკითხვა 18: რა არის დაცინვა?

პასუხი: ეს არის შენი მუსლიმი ძმის დაცინვა და შეურაცხყოფა. ეს ყველაფერი არის აკრძალული.
თქვა ალლაჰმა ამის აკრძალვაზე:
"ჰეი თქვენ რომელთაც ირწმუნეთ, ნუ დასცინებს ერთი ხალხი მეორე ხალხს. ეგებ ისინი უკეთესნი არიან მათზე და ნურც ქალები სხვა ქალებს, ეგებ ისინი უკეთესნი არიან მათზე; ნუ მოსცხებთ ერთმანეთს ჩირქს და ნუ დაუძახებთ ერთმანეთს (დამამცირებელ) ზედმეტსახელებს. რწმენის მიღების შემდგომ, რა სისაძაგლეა დამამცირებელი სახელი! და ვინც არ მოინანიებს... სწორედ ისინი არიან უსამართლონი". (ალ-ჰუჯურათ: 11)

შეკითხვა 19 : რა არის თავმდაბლობა?

პასუხი : ეს არის, როცა კაცი არ აყენებს საკუთარ თავს სხვა ხალხზე მაღლა, არ სძულს სხვები და არ უარყოფს ჭეშმარიტებას.
თქვა ალლაჰმა:
"ხოლო მოწყალის მსახურნი ისინი არიან, რომელნიც მოკრძალებულად დადიან ქვეყანაზე და როცა უმეცარი შემოხვდებათ ეუბნებიან: „სალამი!" (ალ-ფურყან: 63) ანუ: არ არიან ქედმაღალნი.
თქვა შუამავალმა(ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): "ალლაჰი უეჭველად აამაღლებს იმას, ვინც გამოიჩენს თავმდაბლობას ალლაჰისთვის". გადმოსცა მუსლიმმა.
თქვა შუამავალმა(ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): "ჭეშმარიტად ალლაჰმა შთამაგონა, რომ არ დაეყენინა ვინმეს თავი სხვაზე მაღლა და არ დაეჩაგრა სხვა". გადმოსცა მუსლიმმა.

შეკითხვა 20: რამდენი სახეობა აქვს აკრძალულ სიამაყეს?

პასუხი: 1 - სიამაყე ჭეშმარიტებაზე, ეს ნიშნავს ჭეშმარიტების უარყოფას და არ აღიარებას.
2 - სიამაყე ხალხთან მიმართებაში, ეს ნიშნავს მათთან უსამართლოდ და უპატივცემულოდ მოქცევას.
თქვა შუამავალმა(ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): "არ შევა სამოთხეში ის, ვის გულშიც მარცვლის ხელა სიამაყეც თუ იქნება". და თქვეს: კაცი, რომელსაც უყვარს ლამაზი სამოსი და ლამაზი ფეხსაცმელიც? თქვა: "ჭეშმარიტად ალლაჰს უყვარს ლამაზი, ხოლო სიამაყე: ეს არის ჭეშმარიტების უარყოფა და ხალხის უპატივცემულობა". გადმოსცა მუსლიმმა.
ჭეშმარიტების უარყოფა:
ეს არის სიმართლის არ მიღება სიამაყის გამო.
ხალხის უპატივცემულობა:
ანუ მათთან ცუდად მოქცევა, თავისი სიამაყის გამო.
კარგი ტანსაცმელი და კარგი ფეხსაცმელი არ არის სიამაყე.

შეკითხვა 21: რომელია აკრძალული ტყუილის სახეობები?

პასუხი: ტყუილი ყიდვასა და გაყიდვაში. გასაყიდი საქონლის ნაკლოვანებების დამალვა.
- ტყუილი ცოდნის ძიების დროს, მაგალითად, სტუდენტების მიერ მოტყუება გამოცდებზე.
- ტყუილი სიტყვაზე, დაპირებაზე და ვალდებულებებზე.
- არ შესრულება იმის, რას დაპირებასაც მისცემ კაცს.
ტყუილი აკრძალულია, შუამავალმა(ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გაიარა ბაზარში, სადაც კაცი ყიდდა ხორბალს, როდესაც შუამავლმა შიგნით თითები ჩაყო შეამჩნია სისველე და ჰკითხვა: "რა არის ეს ო, ხორბლის გამყიდველო?" თქვა: ის ცამ გააფუჭა ო, შუამავალო! შუამავალმა თქვა: "რატომ არ დადე ის ზემოდან, რომ დაენახა ხალხს? ჭეშმარიტად მატყუარა ჩვენგან არ არის". გადმოსცა მუსლიმმა.
იგულისხმება, რომ გასაყიდი ერთად იყო მოყრილი და გაფუჭებული არ ჩანდა.

შეკითხვა 22: რა არის ღიბა?

პასუხი: ეს არის შენს ძმაზე ცუდის თქვა, როცა ის არ იმყოფება.
თქვა ალლაჰმა:
"ჰეი თქვენ რომელთაც ირწმუნეთ, მოერიდეთ მრავალ ვარაუდს. ჭეშმარიტად, ზოგიერთი ვარაუდი ცოდვაა. და ნუ გამოიკვლევთ ერთმანეთის შეცდომებს და ნუ გაკიცხავს ზოგი თქვენგანი ზოგიერთს ზურგსუკან! განა სურს თქვენგან რომელიმეს, რომ ჭამოს ხორცი თავისი მკვდარი ძმისა?! თქვენ ხომ გძულთ იგი. და გეშინოდეთ ალლაჰისა. ჭეშმარიტად, ალლაჰი მიმტევებელი, მწყალობელია". (ალ-ჰუჯურათ: 12)

შეკითხვა 23: რა არის ჭორაობა?

პასუხი: ეს არის ამბების გატანა - გადმოტანა ადამიანებს შორის მათი ურთიერთობის გაფუჭების მიზნით.
თქვა შუამავალმა ﷺ:
"არ შევა სამოთხეში ჭორიკანა". გადმოსცა მუსლიმმა.

შეკითხვა 24: რა არის სიზარმაცე?

პასუხი: ეს არის სიძნელე ისეთი რამის შესრულებაზე, რომლის გაკეთებაც სავალდებულოა ადამიანისთვის.
მათ შორის არის:
სიზარმაცე სავალდებულოს შესრულებაში.
თქვა ალლაჰმა:
"უეჭველად, თვალთმაქცები ცდილობენ ალლაჰი მოატყუონ, მაგრამ იგი მოატყუებს მათ. ხოლო თუკი ლოცვად დადგებიან, უხალისოდ აკეთებენ, ხალხის საჩვენებლად, და არ ახსენებენ ალლაჰს მცირედის გარდა". (ან-ნისა: 142)
აუცილებელია, რომ მუსლიმმა მიატოვოს სიზარმაცე, უსაქმურობა და არ იჯდეს ხელჩაქნეული. ის უნდა იყოს აქტიური და მონდომებული ამ ცხოვრებაში, რომ დაიმსახუროს ალლაჰის კმაყოფილება.

შეკითხვა 25: რამდენი სახეობის არის გაბრაზება?

პასუხი: 1 - შესაქები სიბრაზე ალლაჰის გამო, როდესაც ურწმუნოები, მუნაფიყები ან სხვა ვინმე დაარღვევენ ალლაჰის მიერ დადგენილ აკრძალვებსა და კანონებს.
2 - მოუწონარი სიბრაზე: ეს არის, როცა ადამიანი ბრაზდება უაზროდ ხალხზე და შეუფერებლად იქცევა.
მოუწონარი სიბრაზის მკურნალობა არის:

- აბდესის აღება.
- დაჯდომა თუ დგახარ და დაწოლა თუ ზიხარ.
- ალლაჰის შუამავლის სიტყვების გახსენება, რომელმაც თქვა: "არ გაბრაზდე".
- ბრაზის მოთოკვა.
- ალლაჰზე შეეფარე ქვით ჩაქოლილი შაიტნისგან და თქვი: 'აუზუბილლაჰი მინა შაიტანი რაჯიიმ."
- გაჩუმება.

შეკითხვა 26 : რა არის თაჯასუს?

პასუხი: - ეს არის ადამიანის უკან თვალთვალი იმის გასაგებად, თუ რას მალავს ის.
და მისი აკრძალული სახეობიდან არის:

- თვალთვალი იმაზე, რასაც ხალხი აკეთებს თავიანთ სახლებში.
- სხვისი საუბრის მოსმენა ნებართვის გარეშე.
თქვა ალლაჰმა:
"...და ნუ გამოიკვლევთ ერთმანეთის შეცდომებს". (ალ-ჰუჯურაათ: 12)

შეკითხვა 27: რა არის ისრაფი? ბუხლი და ქარამი?

პასუხი: ისრაფი - ეს არის ფულის ხარჯვა უმიზნოდ, მისი საპირისპიროა: სიძუნწე, რაც იშნავს ფულის არ დახრჯვა საჭიროებაზეც კი.
და სწორი არის მათ შორის შუა მდგომარეობა ანუ, ზომიერება. და მუსლიმი უნდა იყოს ხელგაშლილი.
თქვა ალლაჰმა:
"ისინი, რომლებიც თუკი ხარჯავენ, არც ფლანგავენ და არც ძუნწობენ და იქნებიან ამათ შორის მყარად". (ალ-ფურყან: 67)

შეკითხვა 28: რა არის სიმამაცე? და მშიშრობა?

პასუხი: მშიშრობა არის, როცა ადამიანს ეშინია იმის, რისიც არ უნდა ეშინოდეს.
მაგალითად, რომ თქვას სიმართლე და გაკიცხოს, რაც გასაკიცხია.
სიმამაცე:
ეს არის გადაწყვეტილების მიღება მტკიცედ, როცა ეს საჭიროა. მაგალითად მყარად დადგეს მუსლიმების დასახმარებლად მტრის წინააღმდეგ.
შუამავალი ﷺ ამბობდა თავის ვედრებაში:
"ღმერთო ჩემო შენ შეგეფარები სიზარმაცისგან..."
და თქვა შუამავალმა ﷺ:
"ძლიერი მორწმუნე უფრო კარგი და საყვარელია ალლაჰთან, ვიდრე სუსტი მორწმუნე, თუმცა ორივეში არის სიკეთე". გადმოსცა მუსლიმმა.

შეკითხვა 29: რომელია აკრძალული სიტყვები?

პასუხი: - წყევლა და ლანძღვა.
- ასევე ადამიანის ცხოველების სახელებად მოხსენიება.
- ასევე ბინძური სიტყვების მოხსენიება.
ალლაჰის შუამავალმა ﷺ აკრძალა ეს ყოველივე:
"მორწმუნე არ არის ის ვინც ილანძღება, იწყევლება და იგინება". გადმოსცა თირმიზიმ და იბნ მააჯამ.

შეკითხვა 30 : რა ეხმარება მუსლიმს, რომ იყოს კარგი ზნეობის?

პასუხი: 1 - ალლაჰზე ვედრება, რომ მისცეს კარგი ზნეობა.
2 - არ დავიწყება იმისა, რომ ალლაჰის ხედავს მას, ესმის მისი, სადაც არ უნდა იყოს ის.
3 - არ დავიწყება იმისა, რომ კარგ ზნეობას მიჰყავს ადამიანი სამოთხეში.
4 - არ დავიწყება იმისა, რომ ცუდ ზნეობას მიჰყავს ადამიანი ჯოჯოხეთში.
5 - კარგი ზნეობის ადამიანი უყვარს ალლაჰსაც და ადამიანსაც, და ცუდი ზნეობის ადამიანი სძულს ალლაჰსაც და ადამიანსაც.
6 - შუამავლის ﷺ ცხოვრების შესწავლა და მასზე მიყოლა.
7 - კარგი ზნეობის მქონე ხალხთან მეგობრობა და ცუდი ზნეობის მქონე ხალხისგან გაშორება.
********
საუკეთესო ზიქრი ის არის, რომელშიც კონცენტრირებულია ენაც და გულიც.

ვედრებები და ზიქრები43

შეკითხვა 1: რა არის ზიქრის მადლი?

პასუხი: თქვა შუამავალმა (ალლაჰმა დალოცოს ის და მიესალმოს): "ვინც იხსენიებს ალლაჰს და ვინც არ იხსენიებს ალლაჰს მსგავსია, როგორც ცოცხალის და მკვდრისა". გადმოსცა ბუხარიმ.
- ეს იმიტომ, რომ ადამიანის ცხოვრების ფასი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად იხსენიებს ის ალლაჰს.

შეკითხვა 2: რა სარგებელი აქვს ზიქრს?

პასუხი: 1 - კმაყოფილია მისით მოწყალე ღმერთი.
2 - და უკმაყოფილოა შაიტანი.
3 - იცავს მუსლიმს ბოროტებისგან.
4 - და მოაქვს მისთვის მადლი და საზღაური.

შეკითხვა: რომელია საუკეთესო ზიქრი?

პასუხი: "ლაა ილააჰა ილლა ლააჰ". (არ არსებობს ღმერთი გარდა ალლაჰისა). გადმოსცა თირმიზიმ და იბნ მააჯამ.

შეკითხვა: რას ამბობ, როდესაც იღვიძებ?

პასუხი: "ალჰამდულილლაჰი ლლაზიი აჰიანაა ბა'დამაა ამაათანაა, ვა ილაიჰი ნნუშუურ". (დიდება ალლაჰს, რომელმაც გაგვაცოცხლა სიკვდილის შემდეგ და მასთან არის ჩვენი მისაქციელი). შეთანხმებული.

შეკითხვა 5: რას ამბობ, როდესაც იცვამ ტანსაცმელს?

პასუხი: "დიდება ალლაჰს, რომელმაც ჩამაცვა ეს სამოსი ჩემი მხრიდან ყოველგვარი ძალისა და შეძლების გარეშე". გადმოსცა აბუ დაუდმა, თირმიზიმ და სხვებმა.

შეკითხვა 6: რას ამბობ, როდესაც იხდი ტანსაცმელს?

პასუხი: "ალლაჰის სახელით". გადმოსცა თირმიზიმ.

შეკითხვა 7: რას ამბობ, როდესაც იცმევ ახალ ტანსაცმელს?

პასუხი: "ღმერთო ჩემო დიდება შენ, რომელმაც ჩამაცვი, გთხოვ შენ მის სიკეთეს და იმის სიკეთეს, რისთვისაც ის იქნა გამზადებული, შენ შეგეფარები მის სიავისგან და იმის სიავისგან, რისთვისაც ის იქნა გამზადებული". (ალლაჰუმმა ლაქალ ჰამდუ ანთა ქასვაითანიიჰ, ას'ალუქა ხაირაჰუ ვა ხაირა მაა სანა'ა ლაჰუ, ვა ა'უუზი ბიქა მინ შარრი მაა სანა'ა ლაჰუ). გადმოსცა აბუ დაუდმა და თირმიზიმ.

შეკითხვა 7: რა უნდა უთხრა იმას, ვინც ჩაიცვამს ახალ ტანსაცმელს?

პასუხი: თუ დაინახავ, რომ ვინმემ ჩაიცვა ახალი ტანსაცმელი უნდა გააკეთო მასზე ვედრება, და თქვა: "ჩაიცვი ის და ალლაჰმა შეგიცვალოს ის ახლით". გადმოსცა აბუ დაუდმა.

შეკითხვა 9: რა უნდა ვთქვათ, როდესაც შევდივართ საჭირო ოთახში?(ტუალეტში ან აბამოში)

პასუხი: "ღმერთო ჩემო შენ შეგეფარები ქალ და კაც ჯინებისგან".(ალლაჰუმმა ინიი ა'უუზუბიქა მინალ ხუბუსი ვალ ხაბააისი). შეთანხმებული.

შეკითხვა 10: რა უნდა ვთქვათ, როდესაც გავდივართ საჭირო ოთახიდან?

პასუხი: "ღმერთო მაპატიე". (ღუფრაანაქა) გადმოსცა აბუ დაუდმა და თირმიზიმ.

შეკითხვა 11: რა უნდა ვთქვათ აბდესის აღების წინ?

პასუხი: "ალლაჰის სახელით". (ბისმილლაჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა და სხვებმა.

შეკითხვა 12: რა უნდა ვთქვათ აბდესის აღების შემდეგ?

პასუხი: "ვამოწმებ, რომ არ არსებობს ღმერთი, გარდა ალლაჰისა, ერთადერთისა, რომელსაც არ ჰყავს თანაზიარი, და ვამოწმებ, რომ მუჰამმადი მისი მონა და მოციქულია". (აშჰადუ ან ლაა ილააჰა ილლა ლაჰ, ვაჰდაჰუ ლაა შარიიქა ლაჰ ვა აშჰადუ ანნა მუჰამმადან 'აბდუჰუ ვა რასუულუჰ). გადმოსცა მუსლიმმა.

შეკითხვა 13: რომელი ზიქრი უნდა წავიკითხოთ სახლიდან გასვლისას?

პასუხი:"ალლაჰის სახელით, ალლაჰს მივენდობი, არ არსებობს ძალა და ძლევამოსილება გარდა ალლაჰისა". (ბისმილლაჰი თვაქააალთუ 'ალაა ლლაჰი ვა ლაა ჰავლა ვა ლაა ყუვვათა ილლაა ბილლააჰი). გადმოსცა აბუ დაუდმა და თირმიზიმ.

შეკითხვა 14: რომელი ზიქრი უნდა ვიკითხოთ სახლში შესვლისას?

პასუხი: "ალლაჰის სახელით შემოვედით და ალლაჰის სახელით გავედით, ჩვენს ღმერთს ალლაჰს მივენდეთ," და შემდეგ მიესალმე მის მაცხოვრებლებს". (ბისმილლაჰი ვალაჯნაა ვა ბისმილლაჰი ხარაჯნაა, ვა 'ალაა რაბბინაა თავაქქალნაა). გადმოსცა აბუ დაუდმა.

შეკითხვა 15: რომელი ვედრება უნდა წავიკითხოთ მეჩეთში შესვლისას?

პასუხი: "ღმერთო ჩემო გამიღე შენი მოწყალების კარები". (ალლაჰუმმა ფთაჰ ლიი აბვააბა რაჰმათიქ). გადმოცემულია მუსლიმისგან.

შეკითხვა 16: რომელია მეჩეთიდან გასვლისას წასაკითხი ვედრება?

"ალლაჰუმმა ინნიი ას'ალუქა მინ ფადლიქ".

(ღმერთო ჩემო! შენ გთხოვ შენი სიკეთიდან) გადმოცემულია მუსლიმისგან.

შეკითხვა 17: რა უნდა თქვა, როდესაც გაიგონებ აზანს?

პასუხი: უნდა გაიმეორო ის, რასაც ამბობს მუეძინი, გარდა სიტყვებისა " ჰაია 'ალაა სალაათ" და "ჰაია 'ალაალ ფალაჰ", და ამბობ: "ლაა ჰავლა ვა ლაა ყუვვათა ილლაა ბილლაჰი". შეთანხმებული.

შეკითხვა 18: რას ამბობ აზანის შემდეგ?

პასუხი: დალოცე შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გადმოსცა მუსლიმმა.
და ამბობ:
"ალლაჰუმმა ღმერთო ამ სრულყოფილი მოწოდების და შესრულებული ლოცვის, მიიყვანე მუჰამმადი ყველაზე დასაფასებელ ადგილას, რომელსაც შენ შეპირდი". ბუხარი.
აზანსა და იყამას შორის აკეთებ ვედრებას, რომელზეც ალლაჰი პასუხობს.

შეკითხვა 19: რომელი ზიქრები უნდა წაიკითხო დილას და საღამოს?

პასუხი: უნდა წაიკითხო აიათულ ქურსი: "არ არის ღვთაება, ალლაჰის, უკვდავის, მარადისის გარდა, თვლემა არ ეუფლება მას და არც ძილი. მისია, რაც ცაშია და რაც ქვეყანაზე, და მის წინაშე არავის შეუძლია იშუამდგომლოს, თუ არა მისი ნება. მან იცის, რაც მათ უწინაა და რაც მათ შემდგომაა. ისინი კი მის ცოდნისგან მხოლოდ იმას გასწვდებიან, რასაც ინებებს. ტახტი მისი გარემოიცავს ცათა და ქვეყანას და მათი დაცვა არ უმძიმს მას. და იგი უზენაესი, დიდებულია". (ალ-ბაყარა: 255)
2 - და წაიკითხე: სახელითა ალლაჰისა მოწყალისა შემწყალებლისა თქვი: იგია, ალლაჰი ერთადერთი! ალლაჰი „სამედია(თვითკმარი“) არ შობილა და არც უშვია და არც არავინ ყოფილა მისი ბადალი! [ ალ-იხლას: 1-4] სამჯერ.
სახელითა ალლაჰისა მოწყალისა შემწყალებლისა თქვი:
მივეკედლები აისის უფალს სიავისაგან იმისა, რაც მან შექმნა. სიავისაგან წყვდიადისა, როცა იგი ფარავს, სიავისაგან კვანძებზე მბერავ(ჯადოქარ)თა და სიავისაგან მოშურნისა, როცა იგი შურიანობს. [ ალ-ფალაყ: 1-5 ], სამჯერ.
სახელითა ალლაჰისა მოწყალისა შემწყალებლისა თქვი:
მივეკედლები ღმერთს ადამიანთა, უფალს ადამიანთა, ღვთაებას ადამიანთა. სიავისგან დაფარული მაცდუნებლისა, რომელიც ცდუნებას თესავს კაცთა გულებში, (ეშმაკი გინდ იყოს) ჯინთაგან და კაცთაგან. [ ან-ნაას: 1-6 ] სამჯერ.
3 - "ო ალლაჰ შენ ხარ ჩემი ღმერთი არ არსებობს სხვა ღვთაება შენს გარდა, შენ შემქმენი და მე შენი მონა ვარ, მე ვიქნები ერთგული შენი შენდამი აღთქმის და დაპირების როგორც შევძლებ, შენ შეგეფარები იმ სიავისგან, რაც ჩავიდინე. მე ვაღიარებ იმ მოწყალებას, რაც შენ გაიღე ჩემზე, და ვაღიარებ ჩემს ცოდვებს, მაპატიე, რამეთუ, არ პატიობს ცოდვებს არავინ შენს გარდა". (ალლაჰუმმა ანთა რაბბიი, ლაა ილააჰა ილლა ანთა, ხალაყთანიი ვა ანაა 'აბდუქა, ვა ანაა 'ალაა 'აჰდიქა, ვა ვა'დუქა მასტათა'თუ, ა'უუზუბიქა მინ შარრი მაა სანა'თუ, აბუუ'უ ლაქა ბინი'მათიქა, ვა აბუუ'უ ბიზანბიი, ფაღფირლიი, ფა ინნაჰუ ლაა იუღფირუ ზზუნუუბა ილლაა ანთა). გადმოსცა ბუხარიმ.

შეკითხვა 20: რას ვამბობთ ძილის წინ?

პასუხი : "ალლაჰის სახელით ვკვდები და ვცოცხლდები". (ბისმიქა ლლაჰუმმა ამუუთუ ვა აჰიაა) შეთანხმებული.

შეკითხვა 21: რას ვამბობთ საჭმლის მიღების წინ?

პასუხი: "ალლაჰის სახელით". (ბისმილლაჰ) თუ დაგავიწყდება საჭმლის წინ, მაშინ ამბობ: "ალლაჰის სახელით თავში და ბოლოში".( ბისმილლაჰი ფიი ავვალიჰი ვა აახირიჰი) გადმოსცა აბუ დაუდმა და თირმიზიმ.

შეკითხვა 22: რას ამბობ ჭამის დამთავრების შემდეგ?

პასუხი: "დიდება ალლაჰს, რომელმაც გამოგვკვება ამით, და რომელმაც მოგვცა სარჩო, ჩვენი ძალისა და შეძლების გარეშე".
(ალჰამდულილლაჰი ლაზიი ატ'ამანიი ჰააზა, ვა რზუყნიი მინ ღაირი ჰავლი მინნიი ვა ლაა ყუვვათინ) გადმოსცა აბუ დაუდმა, იბნ მააჯამ და სხვებმა.

შეკითხვა 23: რა ვედრება უნდა წარმოთქვას სტუმარმა მასპინძელზე?

პასუხი: "ღმერთო დალოცე ისინი იმით, რაც უბოძე, აპატიე მათ და შეიწყალე". (ალლაჰუმმა ბაარიქ ლაჰუმ ფიიმაა რაზაყთაჰუმ, ვა ღფირ ლაჰუმ ვარ ჰამჰუმ). გადმოსცა მუსლიმმა.

შეკითხვა 24: რა უნდა თქვას მუსლიმმა, როცა დააცემინებს?

პასუხი: "დიდება ალლაჰს". (ალჰამდულილლაჰ) და მან ვინც გაიგონებს ამას უნდა უთხრას: "ალლაჰმა შეგიწყალოს".(იარჰამუქალლაჰ) და იმან უპასუხოს: "ალლაჰმა დაგაყენოთ სწორ გზაზე და გამოასწოროს შენი ფიქრები". (იაჰდიაქუმულლაჰუ ვა იუსლიჰუ ბაალაქუმ) გადმოსცა ბუხარიმ.

შეკითხვა 25: რა უნდა თქვა, როდესაც ადგები და ტოვებ კრებას?

პასუხი: "ქება და დიდება შენ ღმერთო ჩემო, ვამოწმებ, რომ არ არსებობს ღმერთი გარდა ალლაჰისა, შენ გთხოვ პატიებას და შენდობას". (სუბჰაანაქა ლლაჰუმმა ვა ბიჰამდიქ, აშჰადუ ან ლაა ილააჰა ილლა ანთ, ასთაღფირუქა ვა ათუუბუ ილაიქ) გადმოსცა აბუ დაუდმა, თირმიზიმ და სხვებმა.

შეკითხვა 26: რა ვედრება უნდა ვთქვათ ტრანსპორტზე ან საქონელზე დაჯდომისას?

პასუხი: ალლაჰი სახელით, დიდება ალლაჰს, " დიდება მას, ვინც დაგვიმორჩილა ჩვენ ეს, რამეთუ ჩვენ ვერ შევძლებდით მასთან მიახლოვებას, ჭეშმარიტად, ჩვენს ღმერთთან დავბრუნდებით." (აზ-ზუხრუფ:13-14) , " დიდება ალლაჰს, დიდება ალლაჰს, დიდება ალლაჰს, ალლაჰი უდიდესია, ალლაჰი უდიდესია, ალლაჰი უდიდესია, ღემრთო მე უსამართლოდ მოვექცი ჩემს თავს და მაპატიე; ჭეშმარიტად არ პატიობს ცოდვებს არავინ შენს გარდა". გადმოსცა აბუ დაუდმა და თირმიზიმ.

შეკითხვა 27: რა უნდა ვიკითხოთ გამგზარებისას?

პასუხი: "ალლაჰი უდიდესია, ალლაჰი უდიდესია,(დიდება მას, ვინც დაგვიმორჩილა ჩვენ ეს, რამეთუ ჩვენ ვერ შევძლებდით მასთან მიახლოვებას, ჭეშმარიტად, ჩვენს ღმერთთან დავბრუნდებით) (აზ-ზუხრუფ: 13-14), ღმერთო შენ გთხოვთ ამ ჩვენს მგზავრობაში ღვთოსმოშიშობასა და ღვთისმოსაობას, და ისეთ საქმეს, რომლითაც შენ კმაყოფილი იქნები, ღმერთო გაგვიადვილე ჩვენი ეს გზა, დაგვიმოკლე მისი სიშორე, ღმერთო შენ ხარ მეგზური გზაში, მფარველი სახლში, ღმერთო შენ შეგეფარები მგზავრობის სირთულისგან, ნანახის მწუხარებისგან და იმისგან, რაც შეიძლება ცუდად დაგვიბრუნდეს ჩვენ ქონებაში და ოჯახში". (ალლაჰუ აქბარ, ალლაჰუ აქბარ, ალლაჰუ აქბარ(სუბჰაანა ლლაზიი სახხარა ლანაა ჰააზაა ვა მაა ქუნნა ლაჰუ მუყრინიინ, ვა ინნაა ილაა რაბბინაა ლამუნყალიბუუნ), ალლაჰუმმა ინნიი ა'ალიქა ფიი საფარინაა ჰააზალ ბირრა ვა თაყვაა ვა მინალ 'ამალი მაა თარდაა, ალლაჰუმმა ჰავვინ 'ალაინაა საფარინაა ჰააზაა, ვატვი 'ანნაა ბუ'დაჰუ, ალლაჰუმმა ანთა სსაჰიბუ ფი საფარი, ვალ ხალიიფათი ფილ აჰლი, ალლაჰუმმა ინნიი ა'უუზუბიქა მინ ვა'სააი სსაფარი, ვა ქააბათილ მანზირი, ვა სუუ'ილ მუნყალიბი, ფილ მაალი ვალ აჰლი).
ხოლო დაბრუნებისას ამბობ იგივეს და ამატებ:
"ჩვენ ვბრუნდებით, ვინანიებთ ჩვენი ღმერთის წინაშე, ვეთაყვანებით მას და ვადიდებთ". (ააიბუუნ, თააიბუუნ, 'ააბიდუუნ ლირაბინაა ჰაამიდუუნ) გადმოსცა მუსლიმმა.

შეკითხვა 28: რა უნდა ვუთხრათ გამგზავრებისას იმას, ვინც რჩება?

პასუხი: "ალლაჰს განდობთ, რომელთანაც არ იკარგება მინდობილი". (ისთავდი'უქუმუ ლლაჰუ ლაზიი ლაა თადიი'უ ვადააი'უჰუ). გადმოსცა აჰმადმა და იბნ მააჯამ.

შეკითხვა 29: რას ამბობს გასამგზავრებელს ის, ვინც აცილებს?

პასუხი: "ალლაჰს ვანდობ შენს რელიგიას, შენს დატოვებულს და შედეგი ალლაჰთანაა". (ასთავდი'ულლაჰ დიინაქ ვა ამაანათუქ ვა ხავაათიიმუ 'ამალაქ) გადმოსცა აჰმადმა და თირმიზიმ.

შეკითხვა 30: რა ვედრება უნდა ვიკითხოთ ბაზარში შესვლისას?

პასუხი: "არ არსებობს ღმერთი გარდა ალლაჰისა, რომელსაც არ ჰყავს თანაზიარი, მას ეკუთვნის მეუფება, მას ეკუთვნის დიდება, ის აცოცხლებს და ამკვდარუნებს, ის ცოცხალია და არ კვდება, მის ხელთაა სიკეთე, ის არის ყოვლისშემძლე". (ლაა ილააჰა ილლა ლააჰ, ვაჰდაჰუ ლაა შარიიქა ლაჰ, ლაჰულ მულქუ ვა ლაჰულ ჰამდუ, იაჰიი ვა იამუუთ, ვა ჰუვა 'ალაა ქულლი შაი'ინ ყადიირ) გადმოსცა თირმიზიმ და იბნ მააჯამ.

შეკითხვა 31: რომელი ვედრება უნდა ვთქვათ გაბრაზებისას?

პასუხი: "ალლაჰს შევეფარები ქვით ჩასაქოლი ეშმაკისგან". (ა'უუზუ ბილლაჰი მინა შშაიტაანი რაჯიიმ) შეთანხმებული.

შეკითხვა 32: რას ეუბნები იმას, ვინც გაგიკეთა სიკეთე?

პასუხი: "ალლაჰმა სიკეთით გადაგიხადოს". (ჯაზააქალლაჰუ ხაირან) გადმოსცა თირმიზიმ.

შეკითხვა 33: რა უნდა ვთქვათ მაშინ, როცა სამგზავრო ცხოველი გაიწევს უკან?

პასუხი: "ალლაჰის სახელით". (ბისმილლაჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა.

შეკითხვა 34: რას ამბობ, როცა რაიმე სასიხარულო შეგემთხვევა?

პასუხი: "დიდება ალლაჰს, რომლის წყალობითაც სრულდება კეთილი საქმეები".(ალჰამდულილლაჰი ლაზიი ბინი'მათიქა თათიმმუ საალიჰაათ) გადმოსცა ალ-ჰაქიმმა და სხვებმა.

შეკითხვა 35: რას ამბობ, როცა რაიმე უსიამოვნო შეგემთხვევა?

პასუხი: "დიდება ალლაჰს ყველა ვითარებაში". (ალჰამდუ ლილლაჰი 'ალაა ქულლი ჰაალ) საჰიი ალ-ჯაამი'.

შეკითხვა 36: როგორ უნდა მიესალმო და დაუბრუნო სალამი?

პასუხი: მუსლიმი ამბობს: "ასსალამუ 'ალაიქუმ ვა რაჰმათულლაჰი ვა ბარაქაათუჰ". ხოლო მისი ძმა პასუხობს: "ვა 'ალაიქუმუ სალამ ვა რაჰმათულლაჰი ვა ბარაქაათუჰ". თირმიზი, აბუ დაუდი და სხვები.

შეკითხვა 37: რომელ ვედრებას ვკითხულობთ წვიმის დროს?

პასუხი: "ღმერთო გახადე ეს წვიმა სარგებლის მომტანი". (ალლაჰუმმა საიბან ნააფი'ან) ბუხარი.

შეკითხვა 38: რომელი ვედრება უნდა ვთქვათ წვიმის შემდეგ?

პასუხი: "დაგვაწვიმა ალლაჰის სიკეთითა და მოწყალებით". (მატარნაა ბიფადლი ლლაჰი ვა რაჰმათიჰი) ბუხარი და მუსლიმი.

შეკითხვა 39: რას ვამბობთ ქარის დროს?

პასუხი: "ღმერთო შენ გთხოვ მის სიკეთეს და შეგეფარები მისი სიავისგან". (ალლაჰუმმა ინნიი ალ'ალუქა ხაირაჰაა ვა ა'უუზუბიქა მინ შარრიჰაა) აბუ დაუდ და იბნ მააჯა.

შეკითხვა 40: რა უნდა ვთქვათ ჭექა - ქუხილის დროს?

პასუხი: "ქება დიდება მას, ვისაც ქუხილი აქებს მისი დიდებით, და ანგელოზები მისადმი შიშით". (სუბჰაანა ლლაზიი იუსაბბიჰუ რრა'დუ ბიჰამდიჰი ვალ მალააიქათუ მინ ხიიფათიჰი) მუვატა მალიქის.

შეკითხვა 41: რა ვედრება უნდა წაიკითხო, როდესაც დაინახავ ადამიანს განსაცდელში?

პასუხი: "დიდება ალლაჰს, რომელმაც დამიფარა იმ უბედურებისგან, რაც შენ შეგემთხვა და ამირჩია იმ ბევრისგან, რაც მან შექმნა". (ალჰამდუ ლილლაჰი ლაზიი ;ააფაანიი მიმმაა ბთილააქა ბიჰი, ვა ფადდალნიი 'ალაა ქასიირინ მიმან ხალაყა თაფდიილაა) გადმოსცა თირმიზიმ.

შეკითხვა 42: რომელი ვედრება უნდა ვთქვათ, როცა გვეშინია, რომ თვალი გვეცემა?

პასუხი: ჰადისში გადმოცემულია: "როდესაც რომელიმე თქვენგანი დაინახავს ისეთ რამეს თავის ძმაზე ან საკუთარ თავზე, რაც ძალიან მოეწონება(დაე შესთხოვოს ბარაქა), რადგანაც თვალი არის ჭეშმარიტება". გადმოსცა აჰმადმა, იბნ მააჯამ და სხვებმა.

შეკითხვა 43: როგორ უნდა დავლოცოთ შუამავალი?

პასუხი: "ღმერთო დალოცე მუჰამმადი და მუჰამმადის ოჯახი, ისე როგორც დალოცე იბრაჰიმი და იბრაჰიმის ოჯახი, ჭეშმარიტად შენ ქებული და დიდებული ხარ, ღმერთო აკურთხე მუჰამმადი და მუჰამმადის ოჯახი, ისე როგორც აკურთხე იბრაჰიმი და იბრაჰიმის ოჯახი, ჭეშმარიტად შენ ქებული და დიდებული ხარ".
(ალლაჰუმმა სალლი 'ალაა მუჰამმად ვა 'ალაა აალი მუჰამმად ქამაა სალაითა 'ალაა იბრაჰიიმა ვა 'ალაა აალი იბრააჰიიმა ინნაქა ჰამიიდუნ მაჯიიდ, ალლაჰუმმა ბაარიქ 'ალაა მუჰამმადინ ვა 'ალაა აალი მუჰამმადინ ქამაა ბაარაქთა 'ალაა იბრააჰიიმა ვა 'ალაა აალი იბრააჰიიმა ინნაქა ჰამიიდუნ მაჯიიდ) შეთანხმებული.
*****

თავი: სხვადასხვა26

შეკითხვა 1: ჩამოთვალე შარიათის ხუთი დადგენილება?

1 - ვალდებულება (ვააჯიბ)
2 - სასურველი (მუსთაჰაბ)
3 - აკრძალული (მუჰარრამ)
4 - არასასურველი (მაქრუუჰ)
5 - ნებადართული (მუბააჰ)

შეკითხვა 2: განმარტე ეს ხუთი დადგენილება.

1 - სავალდებულო: ეს არის ისეთი საქმე, რომელიც სავალდებულოა, მაგ: ხუთჯერადი ლოცვა, რამადანში მარხვა, მშობლების სიყვარული და ა.შ.
- სავალდებულოს შესრულებაში მადლი ეწერება, ხოლო არ შესრულებისას - ცოდვა და დაისჯება.
2 - სასურველი: ის არ არის სავალდებულო, მაგალითად სუნნა ლოცვები, ღამის ლოცვები, მუსლიმების გამოკვება, ამ კატეგორიას ჰქვია სუუნა და მანდუუბი.
სასურველის შესრულებისას ეწერება მადლი და მიტოვებისას არ აქვს სასჯელი და ცოდვა.
მნიშვნელოვანი შენიშვნა:

მუსლიმი, როცა გაიგებს რომ ესა თუ იქ ქმედება არის სუნნა უნდა ჩქარობდეს მის შესრულებას და შუამავალზე გაყოლას
3 - აკრძალული : მაგალითად ღვინოს დალევა, მშობლებთან ურთიერთობის გაწყვეტა და ა.შ.
- აკრძალულის შესრულებისას ეწერება ცოდვა და სასჯელი.
4 - არასასურველი: მისი მიტოვება სავალდებულო არ არის, მაგრამ სასურველია არ შეასრულო, მაგ: მარცხენა ხელით რაიმის გაკეთება, სამოსის შესწორება ლოცვის დროს და ა.შ.
- არასასურველის მიტოვებისას იქნება მადლი, მაგრამ მისი შესრულებისას არ იქნება სასჯელი.
5 - ნებადართული: ეს ისეთი ქმედება არის, რომელიც თუ გინდა შეასრულე და არ გინდა არ შეასრულო. მაგ: ვაშლის ჭამა, ან ჩაის დალევა, ამას ჰქვია ჯააიზ და ჰალაალ.
ნებადართულის არც შესრულებისას და არც არ შესრულებისას არ იწერება არც მადლი და არც ცოდვა.

შეკითხვა 4: რა დადგენილება აქვს ყიდვა-გაყიდვას ისლამში?

პასუხი: ყიდვა - გაყიდვა ისლამში არის ნებადართული, გარდა ზოგიერთი შემთხვევისა, რომელიც აკრძალა ალლაჰმა:
თქვა ალლაჰმა: "და ნებადართული გახადა ალლაჰმა ვაჭრობა და აკრძალა მევახშეობა". (ალ-ბაყარა: 275)

შეკითხვა 5: რომელია აკრძალული ვაჭრობის სახეობები?

1 - თაღლითობა, მაგ: საქონლის ნაკლის დამალვა.
აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ შუამავლმა გაიარა ბაზრობაზე და დაინახა გამყიდველი ხორბალს ყიდდა, როდესაც მან ჩაყო ხელი შიგნით შეამჩნია სისველე და უთხრა: " რა არის ეს ო ხორბლის გამყიდველო?" თქვა : ის ცამ გააფუჭა ო შუამავალო! შუამავალმა თქვა: "რატომ არ დადე ის ზემოდან, რომ დაენახა ხალხს? ჭეშმარიტად მატყუარა ჩვენგან არ არის". გადმოსცა მუსლიმმა.
2 - მევახშეობა: ეს არის პროცენტის აღება. მაგ. კაცი რომ ასესხებს სხვას 100 დინარს და აიღებს 200 დინარს.
დამატება არის აკრძალული მევახშეობა. თქვა ალლაჰმა: "ნებედართული გახადა ალლაჰმა ვაჭრობა და აკრძალა მევახშეობა". (ალ-ბაყარა: 275)
3 - ისეთი ვაჭრობა, რომელიც არ არის გარკვეული, მაგალითად, ისეთი რძის გაყიდვა, რომელიც ჯერ არ არის მოწველილი, ან თევზის გაყიდვა, რომელიც ჯერ არ დაუჭერია და ა.შ.
ჰადისში გადმოცემულია:
"შუამავალმა აკრძალა საეჭვო ვაჭრობა". გადმოსცა მუსლიმმა.

შეკითხვა 6: ჩამოთვალე ზოგიერთი ალლაჰის წყალობა შენზე?

პასუხი: 1 - ისლამის წყალობა. და რომ შენ არ ხარ ურწმუნოებიდან.
2 - სუნნეთის წყალობა. და რომ შენ არ ხარ აჰლუ ბიდ'ას ხალხიდან.(სიახლეების მიმდევრების)
3. ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის წყალობა, როგორიცაა სმენა, ხედვა, სიარული და სხვა.
4 - საჭმლის, სასმელისა და ტანსაცმლის წყალობა.
5 - ალლაჰის წყალობა ჩვენზე უამრავია და მათ სრულად ჩამოთვლას ვერ შევძლებთ.
თქვა ალლაჰმა:
"და თუ დაითვლით ალლაჰის წყალობას, ვერ აღრიცხავთ. ჭეშმარიტად, ალლაჰი მიმტევებელი, მწყალობელია!" (ან-ნაჰლ: 18)

შეკითხვა 7: რა არის წყალობაში სავალდებულო და როგორ უნდა ვუმადლოდეთ მისთვის?

პასუხი: სავალდებულოა, რომ სულ ალლაჰის მადლიერი იყო იმ მოწყალებისთვის, რაც მოგცა და გამოხატო ეს ენით და ეს მოწყალებები გამოიყენო მისი კმაყოფილებისთვის და არა ურჩობისთვის.
თქვა უზენაესმა:
"გამიხსენეთ და გაგიხსენებთ, იყავით ჩემდამი მადლიერნი და არ იყოთ უმადურნი!" (ალ-ბაყარა: 152)

შეკითხვა 8: რომელია მუსლიმების დღესასწაულები?

პასუხი: ფიტრის დღესასწაული და მსხვერპლშეწირვის დღესასწაული. როგორც მოვიდა ჰადისში ანასისგან ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი, რომელმაც თქვა: შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჩამოვიდა მედინაში და ამ დროს იყოს ის ორი დღე, რომელშიც თამაშობდნენ ჯაჰილიის დროს, შუამავალმა ჰკითხა: "რა დღეებისა ესენი?" თქვეს: ჩვენ ვთამაშობდით მასში ისლამამდე. შუამავალმა თქვა: "ალლაჰმა შეგიცვალათ ის უკეთესით, და ესენია: მსხერპლშეწირვისა და ფიტრის დღესასწაული". გადმოსცა აბუ დაუდმა.
და ვინც აღნიშნავს სხვა რამეს ამ ორის გარდა ის აკეთებს სიახლეს.

შეკითხვა 9: რომელია საუკეთესო თვე?

პასუხი: - რამდანის თვე.

შეკითხვა 10: რომელია საუკეთესო დღე?

პასუხი: - პარასკევი.

შეკითხვა 11: რომელია საუკეთესო დღე წელიწადში?

პასუხი: არაფას დღე.

შეკითხვა 12:რომელია საუკეთესო ღამე?

პასუხი: ყადირის ღამე.

შეკითხვა 13: რა ვალდებულებაა კაცზე, რომელიც დაინახავს უცხო ქალს?

პასუხი: სავალდებულოა მზერის დაშვება(არიდება). თქვა უზენაესმა: "უთხარი მორწმუნე კაცებს, მოარიდონ მათი თვალები აკრძალულს და დაიცვან მათი ნამუსი". (ან-ნურ: 30)

შეკითხვა 15: ვინ არიან ადამიანის მტრები?

1 - სული, რომელიც უბიძგებს ცოდვებისკენ და აიძულებს ადამიანს აუყვეს მის ვნებებს. დიდებულმა ალლაჰმა თქვა: "უეჭველად, სული, სიავისკენაა მიდრეკილი იმის გარდა,
ვისაც შეიწყალებს ჩემი ღმერთი". (იუსუფ: 53)
2 - შაიტანი: ის არის ადამის შვილების მტერი და მისი მიზანი არის, რომ ადამიანს აუბნიოს გზა და შეიყვანოს ჯოჯოხეთში. თქვა უზენაესმა: "ნუ გაჰყვებით ეშმაკის კვალთ, რამეთუ იგი აშკარა მტერია თქვენი". (ალ-ბაყარა: 168)
3 - ცუდი მეგობრები: რომლებსაც მიჰყავთ ადამიანი ცუდისკენ და აშორებს სიკეთეს. თქვა დიდებულმა ალლაჰმა: "გულწრფელი მეგობრები იმ დღეს ერთმანეთის მტრები იქნებიან, გარდა ღვთისმოშიშთა". (ზუხრუფ: 67)

შეკითხვა 17: რა არის მონანიება? (თავბა)

პასუხი: ეს არის ცოდვების მონანიება ისე, რომ მეტჯერ არ დაუბრუნდეს მათ. თქვა დიდებულმა ალლაჰმა: "ჭეშმარიტად, მე ვაპატიებ მათ, ვინც მოინანია, ირწმუნა, სიკეთე აკეთა და მერე სწორ გზას დაადგა". (ტაჰა: 82)

შეკითხვა 18 : რა პირობები აქვს სწორ მონანიებას?

პასუხი: 1 - ცოდვის კეთების შეწყვეტა.
2 - მოინანიოს ის, რაც ჩაიდინა.
3 - მტკიცედ იყოს იმაზე, რომ მეორედ არ დაუბრუნდება იმ ცოდვას.
4 - უფლებების დაბრუნება იმაზე, ვისაც ზიანი მიაყენა.
თქვა ალლაჰმა:
"ხოლო ისინი, რომელთაც ჩაიდინეს სიავე ან ავნეს საკუთარ თავს, გაიხსენონ ალლაჰი და შესთხოვონ პატიება ცოდვებისათვის. ხოლო ვინ მიუტევებს ალლაჰის გარდა? და არ გაიმეორებენ(დაჟინებით) იმას, რაც ჩაიდინეს მაშინ როცა მათ იციან". (აალ-იმრან: 135)

შეკითხვა 21: რა მნიშვნელობა აქვს შუამავლისﷺ დალოცვას?

პასუხი: - მისი მნიშვნელობა არის, რომ შენ სთხოვ ალლაჰს, რომ მან შეაქოს მისი შუამავალი ﷺ უმაღლეს ცაზე.

შეკითხვა 22: რას ნიშნავს "სუბჰანალლაჰ"?

პასუხი: ეს იმას ნიშნავს, რომ ალლაჰს ეკუთხვის საუკეთესო ქება და დიდება და მას არ აქვს არანაირი ნაკლი.

შეკითხვა 23: რას ნიშნავს "ალჰამდულილლაჰ"?

პასუხი: ეს ნიშნავს ალლაჰის განდიდებას და შექებას მისი სრულყოფილი სახელებითა და ხარისხებით.

შეკითხვა 24: რას ნიშნავს "ალლაჰუ აქბარ"?

პასუხი: ეს იმას ნიშნავს, რომ ის არის უდიდესი ყველაფერზე.

შეკითხვა 25: რას ნიშნავს "ლაა ჰავლა ვა ლაა ყუვვათა ილლაა ბილლაჰ"?

პასუხი: ეს ნიშნავს, რომ მონისთვის არ არსებობს ვინმე ალლაჰის გარდა, ვისაც აქვს ძალა და შეძლება, რომ მას დაეხმაროს.

შეკითხვა 26: რას ნიშნავს "ასთაღფირულლაჰ"?

პასუხი: ეს ნიშნავს, რომ მონა სთხოვს ალლაჰს, რომ აპატიოს მისი შეცდომები და ცოდვები.

შეკითხვა 3: რა სარგებელი მოაქვს რელიგიის გაგებას ისლამში?

პასუხი: სიტყვების, ქმედებებისა და რწმენების სისწორე, რაც იწვევს ბედნიერებას ამქვეყნად და აახირეთშიც.
მუ'ავია იბნ აბი სუფიანი (ალლაჰის იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოვცა და მშვიდობა მას) თქვა: "ვისთვისაც ალლაჰს სურს სიკეთე აძლევს მას რელიგიის გაგებას". გადმოსცა ბუხარიმ და მუსლიმმა.
იგულისხმება, რომ ხვდება შარიათულ ნორმებსა და წესებს.

შეკითხვა 14: როგორი უნდა იყოს მუსლიმი ქალის ჰიჯაბი?

პასუხი: - უნდა ფარავდეს მთელ სხეულს.
- არ უნდა იყოს შემკული.
- არ უნდა ლანდავდეს.
- უნდა იყოს განიერი და არა ვიწრო.
- არ უნდა ასდიოდეს სუნამოს ან სხვა რამის სუნი.
- არ უნდა ჰგავდეს კაცის ტანსაცმელს.
- არ უნდა ჰგავდეს ურწმუნოების სამოსს.
თქვა ალლაჰმა:
"ჰეი შუამავალო, უთხარი შენს ცოლებს, ქალიშვილებსა და მორწმუნეთა ცოლებს, შემოიხვიონ თავიანთი საბურველები. ეს უფრო უკეთესია, რომ შეცნობილ იქნან. და შეურაცხყოფილნი არ იქნებიან. ალლაჰი მიმტევებელი, მწყალობელია". (ალ-აჰზაბ: 59)
აიათის მნიშვნელობა: ო შუამავალო უთხარი შენს ცოლებს, შენს ქალიშვილებს და მორწმუნე ქალებს, რომ დაიფარონ თავიანთი სხეული, თავი და სახე ტანსაცმლით ან რაიმე საფარველით. ეს უფრო ახლოს არის, რომ ისინი იქნებიან შეცნობილნი და დაცულნი ყოველი ცუდისგან და შეურაცხყოფისგან, ალლაჰი მპატიებელია და გაპატიათ თქვენ ის, რაც წინათ იყო და გაიღო თქვენზე წყალობა იმით, რომ განგიმარტათ რა არის ნებადართული და რა არის აკრძალული.

შეკითხვა 16: რა არის ღვთისმოშიშობა?(თაყვა)

პასუხი: ეს არის ალლაჰზე მორჩილება და ურჩობის(ცოდვების) მიტოვება.
თქვა ალლაჰმა:
"და გეშინოდეთ ალლაჰისა. იცოდეთ, რომ ალლაჰი ღვთისმოშიშებთანაა". (ალ-ბაყარა: 194)

შეკითხვა 19: რომელია მუსლიმების გამარჯვებისა და დიდების გზა?

პასუხი: ისლამით ცხოვრება და ცოდვების მიტოვება.
თქვა ალლაჰმა:
"ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! თუკი შეეწევით ალლაჰს(ე.ი მის რელიგიას), შეგეწევათ იგი და თქვენს ფეხებს განამტკიცებს". (მუჰამმად: 7)
და თქვა დიდებულმა: "ალლაჰი არ შეცვლის ხალხის მდგომარეობას მანამ, სანამ ხალხი არ შეიცვლება". (რა'დ: 11)

შეკითხვა 20: რა მნიშვბელობა აქვს ვედრებას ისლამში?

პასუხი: ვედრება (დუა) არის ერთ - ერთი უდიდესი თაყვანისცემა და ალლაჰთან დაახლოების გზა.
თქვა ალლაჰმა:
"და თქვა შენმა ღმერთმა: მომიხმეთ და გიპასუხებთ! იმათ, ვისაც თავისი სიამაყით არ სურთ თაყვანი მცენ, დამცირებულნი შევლენ ჯოჯოხეთში". (ღააფირ: 60)
თქვა შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): "ვედრება არის თაყვანისცემა". გადმოსცა აბუ დაუდმა, თირმიზიმ და იბნ მააჯამ.